ცელოფხადი
[შესაძლოა ნიშნავს შიშისგან დამცავ ჩრდილს [თავშესაფარს]]
მენაშეს შთამომავალი მაქირის, გალაადისა და ხეფერის ხაზით (რც. 26:29—33); ცელოფხადი მოკვდა უდაბნოში ისრაელის 40-წლიანი ხეტიალის დროს, მაგრამ „არ ყოფილა იმ კრებულში, რომელიც იეჰოვას წინააღმდეგ დაირაზმა, კორახის კრებულში; ის თავისი ცოდვის გამო მოკვდა“ (რც. 27:3). მას ვაჟი არ ჰყოლია, სამაგიეროდ, ჰყავდა ხუთი ასული: მახლა, ნოე, ხოგლა, მილქა და თირცა. ხუთივე შევიდა აღთქმულ მიწაზე (რც. 27:1; 1მტ. 7:15).
მათმა მდგომარეობამ მემკვიდრეობის მიღების შესახებ კითხვები წამოჭრა. როცა ცელოფხადის ასულებმა მენაშეს სამკვიდროდან მამის წილი მოითხოვეს, მოსემ მათი საქმე იეჰოვას წარუდგინა. ღვთის დადგენილებით ასულები მემკვიდრეობას იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ ძმა არ ეყოლებოდათ (რც. 27:1—9; იეს. 17:3, 4). მოგვიანებით, ღვთის ბრძანებით, ისინი მამის ტომში უნდა გათხოვილიყვნენ, რათა სამკვიდრო ტომიდან ტომში არ გადასულიყო (რც. 36:1—12).