რატომ უნდა ვიყოთ მიმტევებლები?
იუდეველმა სწავლულმა და მწერალმა ჯოზეფ იაკობსმა ერთხელ პატიება აღწერა, როგორც „მორალის ყველა გაკვეთილიდან უმთავრესი და ყველაზე რთული“. ნამდვილად, მრავალს მიაჩნია, რომ სიტყვები — „მე შენ გპატიობ“ — ძალიან ძნელი სათქმელია.
პატიება, როგორც ჩანს, შეიძლება უფრო შევადაროთ ფულს. ის შეიძლება უხვად და გულმოწყალედ იყოს სხვებზე დახარჯული ან ძუნწად შემონახული. პირველი ღმერთის მოსაწონია. ჩვენ უნდა განვავითაროთ თვისებები, რათა შევძლოთ დიდსულოვნად გავხარჯოთ ისინი, როცა საქმე მიტევებას ეხება. რატომ? იმიტომ, რომ ღმერთი მოგვიწოდებს ამისკენ და იმიტომ, რომ მიუტევებლობისა და შურისძიების სულმა შეიძლება მხოლოდ გააუარესოს მდგომარეობა.
ხშირად გაიგებ სიტყვებს: „მე არ გავბრაზებულვარ; სამაგიეროს იმავეთი გადავუხდი!“ სამწუხაროდ, დღეს ასეთი განცხადება წამყვანი პრინციპია მრავალთა ცხოვრებაში. მაგალითად, ერთი გათხოვილი ქალი შვიდ წელზე მეტი არ ელაპარაკებოდა თავის რძალს იმის გამო, რომ, როგორც მან განაცხადა, რძალმა წარმოუდგენელი სისაძაგლე ჩაიდინა მის მიმართ და ის მას არასოდეს აპატიებდა. მაგრამ როდესაც გამოიყენება, ადამიანის ასეთი უსიტყვო იგნორირება, როგორც ზემოქმედების საშუალება ბოდიში მოახდევინო დამნაშავეს ან როგორც იარაღი, რომლითაც სჯიან — იშვიათად აკმაყოფილებს შურისძიების სურვილს. პირიქით, მას შეუძლია უფრო გაახანგრძლივოს დავა და ხელი შეუწყოს მის გადაზრდას უკმაყოფილებაში. და თუ ეს გამოუთქმელი, დაგროვილი ბოღმა არ გაქარწყლდა, ძლიერი შურისძიების სურვილით შეპყრობამ შეიძლება დაამსხვრიოს ურთიერთობა და ზიანიც კი მოუტანოს ადამიანის ჯანმრთელობას.
მიუტევებლობის სული მავნეა
როცა ადამიანი არ არის მიმტევებელი, წარმოშობილი შეუთვისებლობა ქმნის სტრესულ მდგომარეობას. თავის მხრივ, სტრესულმა მდგომარეობამ შეიძლება მიიყვანოს სერიოზულ ავადმყოფობამდე. დოქტორი უილიამ სედლერი წერდა: „არავის შეუძლია ექიმზე უკეთესად გაიგოს ადამიანთა ავადმყოფობებისა და ტანჯვის საოცრად დიდი პროცენტი, რომელსაც პირდაპირ მიჰყავხარ მღელვარების, შიშის, კონფლიქტის. . . მავნე აზროვნებისა და ბიწიერი ცხოვრებისკენ“. რეალურად, რამდენად დიდი ვნება მოაქვს ემოციურ მღელვარებას? ერთ-ერთი სამედიცინო პუბლიკაცია გვპასუხობს: „სტატისტიკა. . . მიუთითებს, რომ პაციენტთა ორ მესამედს ჰქონდა სიმპტომები, რომლებიც გამოწვეული და გაღრმავებული იყო ფსიქიკური სტრესით“.
დიახ, სიმწარე, აღშფოთება და ბრაზი მავნებელია. ასეთი მღრღნელი ემოციები არის ჟანგის მსგავსი, რომელიც ნელ-ნელა ჭამს მანქანის კორპუსს. მანქანა გარეგნულად შეიძლება შესანიშნავად გამოიყურებოდეს, მაგრამ საღებავის ქვეშ მიმდინარეობდეს გამანადგურებელი პროცესი.
და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მიუტევებლობამ, როდესაც არსებობს საფუძველი პატიებისთვის, შეიძლება აგრეთვე ავნოს ჩვენს სულიერ მდგომარეობას. იეჰოვა ღმერთის თვალში, ჩვენ შეიძლება გავხდეთ იესოს მიერ აღწერილი მონის მსგავსი. მონა შეიწყალა თავისმა ბატონმა დიდ ვალთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, როცა მისმა ამხანაგმა მონამ თხოვნით მიმართა მას ეპატიებინა შედარებით მცირე ვალი, ის იყო უხეში და უმოწყალო. იესომ ნათლად გვიჩვენა, რომ თუ ჩვენ, მსგავსად ამისა, არ ვართ მიმტევებლები, იეჰოვა ღმერთიც არ გვაპატიებს ცოდვებს (მათე 18:21–35). თუ არ ვართ მიმტევებლები, მაშასადამე ჩვენ შეიძლება დავკარგოთ სუფთა სინდისი ღმერთის წინაშე და მომავლის იმედიც კი! (შეადარე 2 ტიმოთე 1:3). მაშინ რა შეგვიძლია გავაკეთოთ?
ვისწავლოთ პატიება
ნამდვილი მიტევება გამომდინარეობს გულიდან. ის შეიცავს იმ პიროვნების შეცდომის პატიებას, რომელმაც გვაწყენინა, აგრეთვე უარის თქმას შურისძიების ყველანაირ სურვილზე. ამგვარად, საბოლოო სამართალი და შესაძლო საზღაური იეჰოვას ხელშია (რომაელთა 12:19).
როგორც არ უნდა იყოს, მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ ვინაიდან ‘ყველას გული უნდო და უკურნებელია’, ის არ არის ყოველთვის მიდრეკილი პატიებისკენ, მაშინაც კი, როდესაც უნდა გეპატიებინა (იერემია 17:9). იესომ თვითონ აღნიშნა: „ვინაიდან გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმეობანი, გმობანი“ (მათე 15:19).
საბედნიეროდ, ჩვენი გული შეიძლება გამოიწვრთნას იმისათვის, რათა აკეთოს ის, რაც სწორია. მაგრამ წვრთნა, რომელსაც ჩვენ ვსაჭიროებთ, უნდა გამომდინარეობდეს უმაღლესი წყაროდან. ჩვენ მარტო ვერ შევძლებთ ამის გაკეთებას (იერემია 10:23). ღვთისგან ინსპირირებულმა ფსალმუნმომღერალმა იცოდა ეს და ლოცულობდა, რომ მიეღო ღმერთის ხელმძღვანელობა. ის იეჰოვას ლოცვაში ევედრებოდა: „მასწავლე წესები შენი. გზა შენთა ბრძანებათა გამაგებინე“ (ფსალმუნი 118:26, 27).
თავისივე სხვა ფსალმუნის თანახმად, ძველი დროის ისრაელის მეფე, დავითი, იეჰოვას ‘გზის გაგებამდე’ მივიდა. მან ეს უშუალოდ განიცადა და მისგან სწავლობდა. ამიტომაც მას შეეძლო ეთქვა: „შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე. როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი“ (ფსალმუნი 102:8, 13).
როგორც დავითს, ჩვენც გვესაჭიროება სწავლა. ლოცვით შეისწავლე იეჰოვა ღმერთის მიტევების სრულყოფილი მაგალითი და ასევე მისი ძის მაგალითი. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ მიტევება, მთელი გულიდან გამომდინარე.
ზოგიერთმა შესაძლოა იკითხოს: რა შეიძლება ითქვას სერიოზული ცოდვის შესახებ? ყველა ასეთი ცოდვა უნდა იყოს თუ არა მიტევებული?
შეეცადე იყო გაწონასწორებული
როცა პიროვნების მიერ ჩადენილია მძიმე დანაშაული, ტკივილი შეიძლება უდიდესი იყოს. ეს განსაკუთრებით მაშინ ჩანს, როდესაც სერიოზული ცოდვის უდანაშაულო მსხვერპლი ხდება ერთ-ერთი. ზოგმა შეიძლება გაიკვირვოს კიდეც: „როგორ შემიძლია ვაპატიო ვინმეს, ვინც ბოროტად იცრუა და გული მატკინა?“ დიდი დანაშაულის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება მოჰყოლოდა გარიცხვა, მას, ვისაც მიაყენეს წყენა, შესაძლოა ესაჭიროებოდეს მათეს 18:15–17-ში მოცემული რჩევის გამოყენება.
უმეტეს შემთხვევაში, ბევრი რამ დამოკიდებულია მწყენინებელზე. არის თუ არა მას შემდეგ ცოდვის ჩამდენ პიროვნებაში გულწრფელი მონანიების ნიშანი? შეიცვალა თუ არა ის ან შესაძლოა კიდეც ცდილობს გამოისყიდოს თავისი დანაშაული? იეჰოვას თვალში ასეთი მონანიება არის პატიების გასაღები იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საშინელი ცოდვებია ჩადენილი. მაგალითად, იეჰოვა ღმერთმა აპატია მენაშეს, ისრაელის ისტორიაში ბოროტი მეფეებიდან ერთ-ერთს. რის საფუძველზე? ღმერთმა ეს გააკეთა იმიტომ, რომ მენაშემ ბოლოს და ბოლოს დაიმდაბლა თავი და მოინანია თავისი ბოროტი გზები (მეორე ნეშტთა 33:12, 13).
ბიბლიაში ნამდვილი მონანიება შეიცავს ურთიერთდამოკიდებულების წრფელ შეცვლას, გულწრფელ სინანულს ჩადენილი საქციელის გამო. სადაც სათანადოა და შესაძლებელია, მონანიებას თან სდევს მცდელობა გამოისყიდო შენი ცოდვა იმ პიროვნების წინაშე, რომელსაც აწყენინე (ლუკა 19:7–10; 2 კორინთელთა 7:11). სადაც ასეთ მონანიებას ადგილი არა აქვს, იეჰოვა არ პატიობსa. გარდა ამისა, ღმერთი არც მოელის ქრისტიანებისგან, აპატიონ მათ, რომლებიც ერთხელ განათლებულნი იყვნენ სულიერად, მაგრამ განზრახ და მოუნანიებლად აგრძელებენ არასწორი საქციელის ჩადენას (ებრაელთა 10:26–31). ექსტრემალურ შემთხვევებში, პატიება შეიძლება უადგილო იყოს (ფსალმუნი 138:21, 22; ეზეკიელი 18:30–32).
თუ პატიება შესაძლებელია ან არ არის შესაძლებელი, პიროვნებამ, რომელიც გახდა სერიოზული დანაშაულის მსხვერპლი, შესაძლოა, აწონ-დაწონოს სხვა კითხვა: უნდა ვიმყოფებოდე თუ არა მწვავე ემოციურ მღელვარებაში და განვიცდიდე ძლიერ ტკივილსა და გულისწყრომას, სანამ საქმე მოგვარდება? ვნახოთ მაგალითი. მეფე დავითი გრძნობდა ძლიერ გულისტკივილს, როდესაც მისმა მხედართმთავარმა იოაბმა მოკლა აბნერი და ყამასა, ‘ორი მასზე კეთილი და მართალი კაცი’ (მესამე მეფეთა 2:32). დავითმა გამოხატა გულისწყრომა სიტყვიერად და, უსათუოდ, იეჰოვასადმი ლოცვაშიც. თუმცა, დროთა განმავლობაში, მისი აღგზნებული გრძნობები, ეტყობა, დაცხრა. რისხვა სიცოცხლის ბოლომდე არ ბატონობდა მასზე. დავითი აგრძელებდა საქმიანობას იოაბთან, მაგრამ მან უბრალოდ არ აპატია ამ მოუნანიებელ მკვლელს. დავითმა იზრუნა იმაზე, რომ საბოლოოდ სამართალი განხორციელებულიყო (მეორე მეფეთა 3:28–39; მესამე მეფეთა 2:5, 6).
მათთვის, ვინც სხვების სერიოზული დანაშაულის გამო მიიღეს ტკივილი, შეიძლება საჭიროა დრო და ძალისხმევა, სანამ გადალახავენ პირველდაწყებით გულისწყრომას. გამოკეთების პროცესი შესაძლოა იყოს უფრო ადვილი, როდესაც მწყენინებელი შეიგნებს თავის არასწორ მოქმედებას და ინანიებს. და მაინც, უდანაშაულო მსხვერპლმა უნდა შეძლოს მოძებნოს სიმშვიდე და ნუგეში იეჰოვა ღმერთის სამართლიანობისა და სიბრძნის ცოდნაში, აგრეთვე ქრისტიანულ კრებაში, მიუხედავად იმისა თუ როგორ იქცევა ან მოქმედებს ცოდვილი.
აგრეთვე იცოდე, რომ როცა მიუტევებ მწყენინებელს, ეს არ ნიშნავს, რომ შენ თვალს ხუჭავ ცოდვაზე. ქრისტიანისთვის ეს ნიშნავს მთელი გულით მიანდო საქმე იეჰოვას. ის არის მთელი სამყაროს სამართლიანი მსაჯული და სამართალს სათანადო დროს განახორციელებს. ამაში აგრეთვე შედის განაჩენის გამოტანა მოღალატე ‘მეძავებისა და მრუშებისთვის’ (ებრაელთა 13:4).
პატიების სარგებელი
ფსალმუნმომღერალი დავითი გალობდა: „რადგან შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს“ (ფსალმუნი 85:5). იეჰოვას მსგავსად, „შენც შემბრალე ხარ?“ ეს მრავალი სარგებლის მომტანია.
პირველი: სხვების მიმართ პატიება ხელს უწყობს კარგ ურთიერთდამოკიდებულებას. ბიბლია მოუწოდებს ქრისტიანებს: „იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და აპატიეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში გაპატიათ თქვენ ღმერთმა“ (ეფესელთა 4:32).
მეორე: პატიებას მოაქვს მშვიდობა. როგორც ასეთი, ეს არ არის მშვიდობა მხოლოდ ადამიანებს შორის, არამედ ესაა შინაგანი მშვიდობა (რომაელთა 14:19; კოლასელთა 3:13–15).
მესამე: სხვების მიმართ პატიება გვეხმარება გვახსოვდეს, რომ თავად ვსაჭიროებთ პატიებას. დიახ, „ყველამ შესცოდა და მოკლებული არიან ღმერთის დიდებას“ (რომაელთა 3:23).
და ბოლოს, სხვების მიმართ პატიება აძლევს შესაძლებლობას ღმერთს, გვაპატიოს ჩვენი ცოდვები. იესომ თქვა: „თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა“ (მათე 6:14).
წარმოიდგინე, რამდენი საფიქრალით იყო დაკავებული იესოს გონება მისი სიცოცხლის ბოლო წუთებში. ის დარდობდა თავის მოწაფეებზე, სამქადაგებლო საქმიანობაზე და განსაკუთრებით იეჰოვასადმი თავის უმწიკვლოებაზე. მაგრამ, როდესაც ძლიერ იტანჯებოდა წამების ძელზე, რის შესახებ ლაპარაკობდა ის? მისი უკანასკნელი სიტყვებიდან ერთ-ერთი ასეთი იყო: „მამაო, მიუტევე ამათ“ (ლუკა 23:34). ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს სრულყოფილ მაგალითს და მთელი გულით ვაპატიოთ ერთმანეთს.
[სქოლიოები]
a მაგრამ, როდესაც იეჰოვა წყვეტს აპატიოს თუ არა ითვალისწინებს სხვა ფაქტორებსაც. მაგალითად, თუ ცოდვილი პიროვნება გაუთვითცნობიერებელია ღმერთის ნორმებში, ამან, შესაძლოა, შეამციროს დანაშაულის სიმძიმე. როცა იესო სთხოვდა თავის მამას ეპატიებინა ჯალათებისთვის, ის აშკარად ლაპარაკობდა რომაელ ჯარისკაცებზე, რომლებმაც მოკლეს. მათ ‘არ იცოდნენ, რას აკეთებდნენ’, იმიტომ რომ არ ესმოდათ, თუ ვინ იყო სინამდვილეში იესო. ამასთანავე, რელიგიური მიმდევრები, რომლებიც ამ დანაშაულის მიღმა იდგნენ, უფრო მეტად იყვნენ დამნაშავენი — და ბევრი მათგანის პატიება შეუძლებელი იყო (იოანე 11:45–53; შეადარე საქმე 17:30).
[სურათები მე-5 გვერდზე]
მიხვდი თუ არა, რატომ მოიყვანა იესომ მაგალითი მონის შესახებ, რომელმაც არ აპატია?
[სურათები მე-7 გვერდზე]
სხვების მიმართ პატიება ხელს უწყობს კარგ ურთიერთდამოკიდებულებას და მოაქვს ბედნიერება.