საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w96 4/1 გვ. 9-13
  • შეხედე ურყევად ერთგულებს!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეხედე ურყევად ერთგულებს!
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ურყევი ერთგულება არის რაღაც განსაკუთრებული
  • იეჰოვა ცნობილია, როგორც ურყევად ერთგული
  • იესო ქრისტე, ურყევად ერთგული ძე
  • ურყევად ერთგული არასრულყოფილი ადამიანები
  • ურყევად ერთგულები ჩვენს ეპოქაში
  • „მხოლოდ შენა ხარ ერთგული!“
    დაუახლოვდი იეჰოვას
  • ურყევი ერთგულების გამოცდა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
  • ვის უნდა ვუერთგულოთ?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • იეჰოვას ორგანიზაციასთან ერთად ურყევი ერთგულებით მსახურება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
w96 4/1 გვ. 9-13

შეხედე ურყევად ერთგულებს!

„ვის არ შეეშინდება, უფალო, და არ ადიდებს შენს სახეს [სახელს, აქ]? რადგან მხოლოდ შენა ხარ წმიდა [ურყევად ერთგული, აქ]“ (გამოცხადება 15:4).

1. რა მტკიცების შესახებ ისაუბრა ჯ. ფ. რუტერფორდმა თავისი წინამორბედის, ჩ. ტ. რასელის ურყევ ერთგულებასთან დაკავშირებით?

ჯოზეფ ფ. რუტერფორდმა, რომელიც ჩ. ტ. რასელის შემდეგ, 1917 წელს, საგუშაგო კოშკის საზოგადოების პრეზიდენტი გახდა, რასელის დაკრძალვის მომსახურებისას აზრის გამოთქმა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „ჩარლზ ტეის რასელი იყო ურყევად ერთგული ღვთის მიმართ, ურყევად ერთგული იესო ქრისტეს მიმართ, ურყევად ერთგული მესიანური სამეფოს საქმიანობის მიმართ. ის იყო ურყევად ერთგული ყოველ წვრილმანში — დიახ, ის ურყევად ერთგული იყო თვით სიკვდილამდე“. ეს სიტყვები ნამდვილად გამოხატავდა იეჰოვას ერთგული მსახურის მიმართ ჯეროვან პატივისცემას. ჯეროვან პატივს მივაგებთ პიროვნებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვიტყვით, რომ მან ურყევი ერთგულებით გადაიტანა განსაცდელი, რომ იყო ურყევად ერთგული პიროვნება — ურყევად ერთგული ყოველ წვრილმანში.

2, 3. ა) რატომ არის ურყევი ერთგულების შენარჩუნება ძნელი? ბ) ვინ არიან ჯარივით დარაზმულები იმ ქრისტიანების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ იყვნენ ურყევად ერთგულები?

2 საკმაოდ ძნელია, იყო ურყევად ერთგული. რატომ? ურყევი ერთგულება უპირისპირდება პირად ინტერესს. მათ შორის, ვინც ურყევ ერთგულებას არ ავლენს ღვთის მიმართ, უმთავრესად, არის ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ურყევი ერთგულების ნაკლებობა არასდროს ყოფილა ისე გავრცელებული დაქორწინებულთა შორის, როგორც დღეს. მრუშობა ბანალობაა. ბიზნესის სამყაროში ფართოდ არის გავრცელებული ორგულობა. ამასთან დაკავშირებით ნათქვამია: „მრავალ მენეჯერსა და პროფესიონალს. . . სჯერა, რომ დღეს კომპანიებში მხოლოდ სულელები და გულუბრყვილოები არიან ურყევად ერთგულები“. ადამიანებს, რომლებიც „გადაჭარბებულად ავლენენ ურყევ ერთგულებას“ ზემოდან დაჰყურებენ. „პირველობის გრძნობა და ურყევი ერთგულება საკუთარი თავის მიმართ უნდა გქონდეს“ — ასე ამბობს კონსულტაციის მართვა-გამგეობის პრეზიდენტი და ადმინისტრაციულ რჩევათა მიმცემი ფირმა. თუ ასე ვიმსჯელებთ ურყევ ერთგულებაზე, ეს ნიშნავს სიტყვის მნიშვნელობის დამახინჯებას. ეს შეგვახსენებს მიქას 7:2-ში ნათქვამ სიტყვებს: „ურყევად ერთგული გადაშენდა დედამიწიდან“ (მიქა 7:2, აქ).

3 გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მასშტაბით სატანა და მისი დემონები ჩვენს წინააღმდეგ არიან ჯარივით დარაზმულები იმ განზრახვით, რომ გვაიძულონ ვერ შევძლოთ ღვთის მიმართ ურყევი ერთგულება. ამიტომაც ეუბნება ქრისტიანებს ეფესელთა 6:12-ში ჩაწერილი სიტყვები: „ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ წუთისოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ“. დიახ, აუცილებელია, ყურადღებით მოვეპყროთ რჩევას: „მღვიძარენი იყავით, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8).

4. რომელი მიდრეკილებები ხდის საკმაოდ ძნელს ურყევი ერთგულების შენარჩუნებას?

4 ურყევი ერთგულება აგრეთვე ძნელია ეგოისტური მიდრეკილებების გამოც, რაც ჩვენი მშობლებისგან მემკვიდრეობით გადმოგვეცა და რის შესახებაც ლაპარაკია დაბადების 8:21-ში, რომ „ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა“ და ადამიანი ეგოისტია „მისი სიყრმიდანვე“. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ის პრობლემები, რომელსაც პავლე აღიარებდა: „არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს“ (რომაელთა 7:19).

ურყევი ერთგულება არის რაღაც განსაკუთრებული

5, 6. რა შეიძლება ითქვას იმის შესახებ, თუ რა არის ურყევი ერთგულება და როგორია მისი განსაზღვრება?

5 „ურყევი ერთგულება ძალიან განსაკუთრებული სიტყვაა. Insight on the Scriptures აღნიშნავს: „ვერც ერთი ინგლისური სიტყვა აბსოლუტური სიზუსტით ვერ გამოხატავს ებრაული და ბერძნული სიტყვების მნიშვნელობას, მაგრამ სიტყვა ‘ურყევად ერთგული’, რომელიც აგრეთვე შეიცავს ისეთ აზრს, როგორიცაა თავდადება და ერთგულება, როდესაც გამოიყენება ღმერთსა და მის მსახურებასთან დაკავშირებით, გადმოსცემს დაახლოებით მნიშვნელობას“a. ერთხელ „საგუშაგო კოშკი“ „ურყევი ერთგულების“ შესახებ ამბობდა: „ერთგულება, ვალდებულება, მოვალეობა, სიყვარული, თავდადება. რა აქვთ ამ სიტყვებს საერთო? ეს სიტყვები ურყევი ერთგულების სხვადასხვა ასპექტებია“. დიახ, მრავალი ღირსება, რომლებიც „ურყევი ერთგულების“ სხვადასხვა წახნაგებია. მართლაც აღსანიშნავია ის ფაქტი, თუ საღვთო წერილში რამდენად ხშირად უკავშირდება ერთმანეთს სიტყვები ურყევი ერთგულება და უმწიკვლოება.

6 დამხმარეა აგრეთვე შემდეგი განსაზღვრება: „ურყევი ერთგულება მიუთითებს დიდი ხნის მანძილზე მტკიცე ერთგულებასა და თავდადებაზე, რომელიც საიმედოა მერყეობის ან ცდუნებების დროს“. „ურყევი ერთგულება შეესაბამება ისეთ ერთგულებას, როდესაც ვინმეს რამე აღუთქვი ან ხანგრძლივად ხარ თავდადებული რაღაც დადგენილებისა თუ ნორმებისთვის, რომელთა მიმართაც მორალურ ვალდებულებას გრძნობ; ამ ტერმინში იგულისხმება არა მხოლოდ მტკიცე თავდადება, არამედ ისიც, რომ შეეწინააღმდეგო ცდუნებას და არ უარყო ეს თავდადება“. ამგვარად, ადამიანები, რომლებიც განსაცდელების, წინააღმდეგობისა და დევნების მიუხედავად ერთგულები რჩებიან, იმსახურებენ „ურყევად ერთგული“ პიროვნების სახელს.

7. რა სხვაობა შეიძლება გაკეთდეს ურყევ ერთგულებასა და ერთგულებას შორის?

7 ამასთან დაკავშირებით კარგი იქნებოდა ნათლად გვეჩვენებინა სხვაობა, რაც შეიძლება არსებობდეს ურყევ ერთგულებასა და ერთგულებას შორის. შეერთებულ შტატებში, დასავლეთით, არის გეიზერი, რომლის ამოფრქვევა თითქმის ყოველ საათში ხდება. ეს ამოფრქვევები იმდენად რეგულარულია, რომ გეიზერს „ოდითგანვე ერთგული“ უწოდეს. ბიბლია საუბრობს ისეთ უსულო საგნებზე, როგორიცაა მთვარე, რომელიც ერთგულია, ანუ საიმედო. ფსალმუნის 88:38-ში მთვარის შესახებ ნათქვამია: ‘ჭეშმარიტი [ერთგული, აქ] მოწმეა ზეცაში.’ ღვთის სიტყვებსაც ეწოდება ერთგული. გამოცხადების 21:5-ში ნათქვამია: «თქვა ტახტზე მჯდომარემ: „აჰა, ვქმნი ყოველივე ახალს“. და მითხრა მე: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო [ერთგული, აქ] და ჭეშმარიტია“». აქ გამოყენებულია სიტყვები ერთგული, საიმედო, მაგრამ ისინი ვერ გამოხატავენ ისეთ სიყვარულსა და მორალურ თვისებებს, როგორსაც შეიცავს „ურყევი ერთგულება“.

იეჰოვა ცნობილია, როგორც ურყევად ერთგული

8. რომელი ბიბლიური მტკიცება გვთავაზობს ურყევი ერთგულების შესანიშნავ მაგალითს?

8 არავითარ ეჭვს არ ექვემდებარება, რომ იეჰოვა ღმერთი ურყევი ერთგულების უდიდესი მაგალითია. იეჰოვა ურყევად ერთგულია ადამიანთა მოდგმის მიმართ და მან საკუთარი ძეც კი გამოგზავნა, რომ ადამიანებმა მარადიულ სიცოცხლეს მიაღწიონ (იოანე 3:16). იერემიას 3:12-ში ვკითხულობთ: „მოიქეცი, განდგომილო ისრაელო, ამბობს უფალი. არ მოვაწევ თქვენზე რისხვას, რადგან მოწყალე [ურყევად ერთგული, აქ] ვარ“. იეჰოვას ურყევი ერთგულების შემდეგი მაგალითი ჩაწერილია გამოცხადების 16:5-ში: „მართალი [ურყევად ერთგული, აქ] ხარ შენ, რომელიც ხარ და იყავი, წმიდაო“. შემდეგ ფსალმუნის 144:17-ში ნათქვამია: „მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალე [ურყევად ერთგული, აქ] ყველა თავის საქმეში“. ფაქტია, რომ იეჰოვა ურყევი ერთგულებით ყველაზე გამოჩენილია და გამოცხადების 15:4-შიც ეს არის აღნიშნული: „ვის არ შეეშინდება, უფალო, და არ ადიდებს შენს სახეს [სახელს, აქ]? რადგან მხოლოდ შენა ხარ წმიდა [ურყევად ერთგული, აქ]“. იეჰოვა ღმერთი აღმატებულად ავლენს ურყევ ერთგულებას.

9, 10. როგორ გაითქვა სახელი იეჰოვამ ისრაელისადმი გამოვლენილი ურყევი ერთგულებით?

9 განსაკუთრებით ისრაელის ისტორიაში ჩანს იეჰოვას ურყევი ერთგულების უამრავი მტკიცება ისრაელი ხალხისადმი. მსაჯულების დროს, ისრაელმა არაერთხელ გადაუხვია ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას, მაგრამ იეჰოვამ მრავალჯერ შეიბრალა ისინი და იხსნა (მეორე რჯული 2:15–22). ხუთი საუკუნის განმავლობაში, როდესაც ისრაელს ჰყავდა მეფეები, იეჰოვა ურყევ ერთგულებას ავლენდა ისრაელის მიმართ.

10 იეჰოვა ურყევი ერთგულების გამო მომთმენი იყო თავის ხალხთან, როგორც მეორე ნეშტთას 36:15, 16-შია აღნიშნული: „უფალი, მათი მამა-პაპის ღმერთი ადრიდანვე უგზავნიდა და უგზავნიდა მათ სიტყვას თავის მოციქულთა ხელით, რადგან ებრალებოდა მას თავისი ერი და თავისი სამყოფელი. მაგრამ ისინი აბუჩად იგდებდნენ მოციქულებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს, ვიდრე მის ერს უფლისაგან უსაშველო რისხვა არ დაატყდა“.

11. რა რწმენასა და ნუგეშს გვაძლევს ის, რომ იეჰოვა არის ურყევად ერთგული?

11 რადგანაც იეჰოვას მიერ გამოვლენილი ურყევი ერთგულება ყველაზე აღმატებულია, პავლე მოციქული რომაელთა 8:38, 39-ში წერდა: „მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში“. დიახ, იეჰოვა გვარწმუნებს: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“ (ებრაელთა 13:5). ნამდვილად სანუგეშოა იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ღმერთი ყოველთვის ურყევად ერთგულია!

იესო ქრისტე, ურყევად ერთგული ძე

12, 13. რა მტკიცება გვაქვს ღვთის ძის ურყევ ერთგულებასთან დაკავშირებით?

12 ურყევი ერთგულების გამოცდის წინაშე ყოფნის დროს იესო ქრისტე სრულყოფილად ბაძავდა და ბაძავს იეჰოვას. პეტრე მოციქულმა მართებულად მოიყვანა ციტატა ფსალმუნის 15:10-დან და ქრისტესთან დაკავშირებით გამოიყენა საქმეების 2:27-ში: „ჩემს სულს არ მიატოვებ ჯოჯოხეთში და არ გაიმეტებ შენს წმიდას [ურყევად ერთგულს, აქ] იხილოს ხრწნილება“. იესო ქრისტეს დამსახურებულად ეწოდა „ურყევად ერთგული“. ის ნებისმიერ საკითხში ურყევად ერთგულია თავისი მამისა და მამის აღთქმული სამეფოს მიმართ. პირველად სატანამ სცადა გაეტეხა მისი უმწიკვლოება მრავალი ცდუნებით, ცდილობდა ეგოისტური სურვილები აღეძრა მასში. რადგან სატანამ ამ ხერხით წარმატებას ვერ მიაღწია, სხვა საშუალებებს მიმართა, დაიწყო მისი დევნა, ბოლოს კი მისი მცდელობით, იესო წამების ძელზე სიკვდილით იქნა დასჯილი. ზეციერი მამის, იეჰოვა ღმერთის მიმართ ურყევი ერთგულებისთვის იესოს არასოდეს უქცევია ზურგი (მათე 4:1–11).

13 იესო ქრისტე ურყევად ერთგული იყო თავისი მიმდევრების მიმართაც, რადგან შეასრულა დანაპირები, რომელიც ჩაწერილია მათეს 28:20-ში: „აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე საუკუნის დასასრულამდე“. ამ დანაპირების შესასრულებლად, იესო ურყევი ერთგულებით ხელმძღვანელობს თავის კრებას ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან დღევანდლამდე.

ურყევად ერთგული არასრულყოფილი ადამიანები

14. რა მაგალითი დაგვიტოვა იობმა ურყევ ერთგულებასთან დაკავშირებით?

14 რა შეიძლება ითქვას არასრულყოფილი ადამიანების შესახებ? შეუძლიათ თუ არა მათ ურყევად ერთგულები იყვნენ ღვთის მიმართ? ჩვენ შესანიშნავი მაგალითი იობის ცხოვრებიდან გვაქვს. სატანამ აშკარად გამოთქვა ეჭვი იობთან დაკავშირებით. იყო თუ არა იობი ურყევად ერთგული იეჰოვას მიმართ, თუ მხოლოდ ანგარების მიზნით ემსახურებოდა? სატანა იკვეხნიდა, რომ ისეთ უბედურებებს დაატეხდა იობს, რომ იობი ზურგს შეაქცევდა იეჰოვას. როდესაც იობმა დაკარგა მთელი ქონება, ყველა შვილი და თვითონაც დაავადდა, საკუთარმა ცოლმა უთხრა: „ბარემ დაგმე ღმერთი და მოკვდი!“ მაგრამ იობმა შეინარჩუნა ურყევი ერთგულება და პასუხად მიუგო: „ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ! სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისაგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა! არც ახლა სცოდა იობმა თავისი ბაგეებით“ (იობი 2:9, 10). იობმა ვითომდა ნუგეშისმცემლებს უთხრა: „კიდეც რომ მომკლას [ღმერთმა], მასზე ვარ დანდობილი“ (იობი 13:15). არ არის გასაკვირი, თუ რატომ დაიმსახურა იობმა იეჰოვას მოწონება! ამიტომ უთხრა იეჰოვამ ელიფაზ თემანელს: „აინთო ჩემი რისხვა შენს მიმართ და შენი ორი მეგობრის მიმართ, რადგან ჩემი მორჩილი იობივით გულწრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე“ (იობი 42:7, 10–16; იაკობი 5:11).

15. რა ბიბლიური მტკიცებები გვაქვს იეჰოვა ღმერთის ერთგული მსახურების ურყევ ერთგულებასთან დაკავშირებით?

15 ებრაელთა მეთერთმეტე თავში აღწერილ მორწმუნე მამაკაცებსა და ქალებზე შეიძლება ითქვას, რომ ურყევად ერთგულები იყვნენ. ისინი არა მხოლოდ ერთგულები იყვნენ, არამედ ურყევად ერთგულები მძიმე განსაცდელების დროს. მათ შესახებ ვკითხულობთ: „რომლებიც რწმენით. . . პირს უკრავდნენ ლომებს, შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს. . . ზოგმა დაითმინა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები. მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ; მახვილით იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, შეჭირვებულნი, შევიწროებულნი, დათრგუნულნი“ (ებრაელთა 11:33–37).

16. ურყევი ერთგულების რომელი მაგალითი დაგვიტოვა პავლემ?

16 ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მოცემულია პავლე მოციქულის გასაოცარი მაგალითი. მან თავისი მსახურების შესახებ თესალონიკელ ქრისტიანებს სათანადოდ მისწერა: „თქვენ მოწმენი ხართ და ღმერთიც, თუ რა წმიდად [ურყევი ერთგულებით, აქ], სამართლიანად და უმწიკვლოდ ვიქცეოდით თქვენს მიმართ, მორწმუნენო“ (1 თესალონიკელთა 2:10). პავლეს მიერ გამოვლენილი ურყევი ერთგულების შემდეგი მტკიცება შეგვიძლია დავინახოთ მის სიტყვებში, რომელიც ჩაწერილია 2 კორინთელთა 6:4, 5-ში: „ყველაფერში წარმოვდგებით, როგორც ღვთის მსახურნი: დიდ მოთმინებაში, მწუხარებაში, გაჭირვებაში, შევიწროებაში, ცემაში, საპყრობილეებში, შფოთში, უძილობაში, მარხვაში [საკვების ნაკლებობაში, აქ]“. ყოველივე ეს ადასტურებს, რომ მოციქულ პავლეს ჰქონდა პირადი ღირსება, რადგან პავლე ურყევად ერთგული იყო.

ურყევად ერთგულები ჩვენს ეპოქაში

17. ჯ. ფ. რუტერფორდის რომელი სიტყვები ცხადყოფს, რომ მისი გადაწყვეტილება იყო, ყოფილიყო ურყევად ერთგული?

17 ჩვენს ეპოქაში შესანიშნავი ნიმუშები გვაქვს, მაგალითად, ისინი, რომლებიც უკვე მოვიხსენიეთ სტატიის დასაწყისში. ყურადღება მიაქციე იმას, თუ რა არის აღნიშნული წიგნში, «მსოფლიო უსაფრთხოება „მშვიდობის მთავრის“ მმართველობით» (ინგლ.), 146-ე გვერდზე ქვესათაურით „ურყევი ერთგულება ციხეში ყოფნის დროს“. სტატიაში ნათქვამია: «იეჰოვას ორგანიზაციის მიმართ ურყევი ერთგულება გამოავლინა ციხეში ყოფნის დროს საგუშაგო კოშკის საზოგადოების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ფ. რუტერფორდმა, როდესაც 1918 წლის 25 დეკემბერს წერილში დაწერა: „რადგან კომპრომისზე არ წავედი ბაბილონთან და ვცდილობდი ერთგულად მემსახურა უფლისთვის, აღმოვჩნდი ციხეში, რისთვისაც მადლობელი ვარ. . . მე უფრო უფლის მოწონება, მისი ღიმილი და ციხეში ჯდომა მირჩევნია, ვიდრე ის, რომ დავეთანხმო ან დავნებდე მხეცს და ამით მივაღწიო ციხიდან გათავისუფლებას, თუნდაც მთელი წუთისოფელი ტაშს მიკრავდეს“»b.

18, 19. ახლანდელი ეპოქის რომელი სრულფასოვანი მაგალითებია მოცემული ურყევ ერთგულებასთან დაკავშირებით?

18 ჩვენ შესანიშნავი მაგალითები გვაქვს მრავალი დევნილი ქრისტიანის ურყევ ერთგულებასთან დაკავშირებით. ასეთ ერთგულთა შორის არიან ნაცისტური რეჟიმის დროს გერმანიაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები, ყოველივე ეს ასახულია ვიდეოფილმში „იისფერი სამკუთხედები“, რომელიც გავრცელდა ინგლისურ ენაზე. აგრეთვე აღსანიშნავია აფრიკაში მცხოვრები მრავალი ურყევად ერთგული მოწმე, მაგალითად მალავის მკვიდრნი. იქ ციხის ერთ-ერთმა მცველმა იეჰოვას მოწმეების ურყევი ერთგულების შესახებ თქვა: „ისინი არასოდეს მიდიან კომპრომისზე. მათი რიცხვი უფრო იზრდება“.

19 ადამიანი ისე ვერ წაიკითხავს გასული წლის „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეულს“ (ინგლ.), რომ არ აღფრთოვანდეს ჭეშმარიტი ქრისტიანების მიერ გამოვლენილი ურყევი ერთგულებით, მაგალითად, საბერძნეთში, მოზამბიკსა და პოლონეთში მცხოვრები მოწმეების ერთგულებით. მრავალი მათგანი საშინლად, არაადამიანურად აწამეს; და მრავალიც მოკლეს. ეთიოპელი 9 ქრისტიანი მამაკაცის სურათი მოცემულია 1992 წლის „წელიწდეულის“ 177-ე გვერდზე, რომელთა ურყევი ერთგულება თვით სიკვდილამდე გამოიცადა. როგორც იეჰოვას მოწმეები, ნუთუ მოხარულები არა ვართ ასეთი შესანიშნავი მაგალითებით, რომ წახალისებულები ვიყოთ მტკიცედ გადავიტანოთ ურყევი ერთგულების გამოცდა?

20. რა მოჰყვება იმას შედეგად, თუ ურყევად ერთგულები დავრჩებით?

20 ურყევი ერთგულებით განსაცდელებისა და სხვადასხვა ზემოქმედების გადატანისას ვამტკიცებთ საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას. ვის მხარეს გვსურს რომ ვიყოთ იმ საკამათო საკითხში, რომელიც ურყევ ერთგულებას შეეხება? თუ უმწიკვლოდ გადავიტანთ ურყევი ერთგულების გამოცდას, იეჰოვა ღმერთის მხარეს დავიკავებთ საკამათო საკითხში და დავამტკიცებთ, რომ სატანა ეშმაკი არის ბილწი, ვერაგი მატყუარა, რასაც მართლაც წარმოადგენს! ასეთი მოქმედებით დავიმსახურებთ ჩვენი შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის მოწონებასა და ჯილდოს — მარადიულ, ბედნიერ სიცოცხლეს (ფსალმუნი 36:29; 143:15ბ). ის, თუ რა არის საჭირო, ურყევი ერთგულების გამოცდის წარმატებით გადასალახავად განხილული იქნება შემდეგ.

[სქოლიოები]

a ბიბლიის ორტომიანი ენციკლოპედია, რომელიც გამოქვეყნებულია საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადობის მიერ, ნიუ-იორკი (ინგლ.).

b გამოქვეყნებულია საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ, ნიუ-იორკი.

როგორ უპასუხებდი?

◻ რატომ არის ძნელი იყო ურყევად ერთგული?

◻ რატომ შეიძლება ითქვას, რომ „ურყევი ერთგულება“ მრავლისმომცველი სიტყვაა?

◻ რომელი ბიბლიური მაგალითები გვაქვს არასრულყოფილი ადამიანების ურყევ ერთგულებასთან დაკავშირებით?

◻ ჩვენი ეპოქის რომელი შესანიშნავი მაგალითები გვაქვს ურყევ ერთგულებასთან დაკავშირებით?

[სურათი მე-10 გვერდზე]

ჩარლზ ტეის რასელი.

[სურათი მე-11 გვერდზე]

იესო ნამდვილად იყო იეჰოვასადმი ‘ურყევად ერთგული’ პიროვნება.

[სურათი მე-12 გვერდზე]

არასრულყოფილების მიუხედავად, იობმა დაამტკიცა ღვთისადმი ურყევი ერთგულება.

[სურათი მე-13 გვერდზე]

იეჰოვასადმი ურყევი ერთგულების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა პავლემ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება