საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w04 12/15 გვ. 23-25
  • დაუვიწყარი გამოსაშვები დღე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დაუვიწყარი გამოსაშვები დღე
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • სტუდენტებისადმი მიმართული გამამხნევებელი სიტყვები
  • შესანიშნავი შემთხვევები და ინტერვიუები
  • მსახურების შესასრულებლად აღძრულები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • გალაადისკენ — მზადყოფნის სულისკვეთებით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • „გალაადი“ აგზავნის მისიონერებს „ქვეყნის კიდემდე“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • „გალაადის“ კურსდამთავრებულებს მოუწოდებენ, ილაპარაკონ „დიად საქმეებზე“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
w04 12/15 გვ. 23-25

დაუვიწყარი გამოსაშვები დღე

„მართლაც რომ მშვენიერი დღეა. მზე ანათებს. ცა მოწმენდილია. ირგვლივ სიმწვანეა. ჩიტები ჭიკჭიკებენ. შესანიშნავი დღეა და ჩვენ არ ვაპირებთ დამწუხრებას. იეჰოვა არ არის მწუხარების ღმერთი. იეჰოვა კურთხევების ღმერთია“.

ამ სიტყვებით გახსნა „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 117-ე კლასის გამოსაშვები საღამოს პროგრამა სამუელ ჰერდმა, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა. 2004 წლის 11 სექტემბერს ჩატარებულ ამ შესანიშნავ პროგრამაში შედიოდა ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევები, ადგილობრივი შემთხვევები და მისიონერების მიერ მოყოლილი შემთხვევები. ეს ნამდვილად დაუვიწყარი დღე იყო 6 974 დამსწრისთვის, რომლებიც პატერსონში (ნიუ-იორკის შტატი) არსებულ „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში პროგრამას უშუალოდ ისმენდნენ, ხოლო ბრუკლინსა და უოლკილში — ტრანსლაციის მეშვეობით.

სტუდენტებისადმი მიმართული გამამხნევებელი სიტყვები

ჯონ კიკოტმა, შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტის წევრმა მოხსენება გამამხნევებელ სიტყვებზე ააგო — მისი თემის სათაური იყო: „შეინარჩუნეთ სიხარული მისიონერულ მსახურებაში“. მან აღნიშნა, რომ გალაადის სტუდენტები ცნობილნი არიან თავიანთი სიხარულით და ამას ეს გამოსაშვები დღეც ადასტურებდა. კურსის განმავლობაში მიღებულმა ბიბლიურმა სწავლებამ სტუდენტებს სიხარული მოუტანა და ახლა ისინი მომზადებულნი არიან სხვების დასახმარებლად, რათა მათაც განიცადონ მსგავსი სიხარული. როგორ შეძლებენ ამას? აქტიური მისიონერული მსახურებით. იესომ თქვა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). სანამ მისიონერები ბაძავენ იეჰოვას — გულუხვ და „ბედნიერ ღმერთს“, რომელიც არ უკავებს ჭეშმარიტებას სხვებს — ისინი შეძლებენ მსახურებაში სიხარულის შენარჩუნებას (1 ტიმოთე 1:11).

შემდეგი გამომსვლელი იყო ხელმძღვანელი საბჭოს კიდევ ერთი წევრი, დეივიდ სპლეინი. მან წარმოთქვა მოხსენება სათაურით „რის გაკეთებას აპირებთ, სხვებთან სასიამოვნო ურთიერთობა რომ გქონდეთ?“ უეჭველია, ‘ერთობაში ცხოვრება’ კარგია და სასიამოვნო, თუმცა ამისათვის შეიძლება საჭირო იყოს, რომ ‘ყველასთვის ყველაფერი გახდეთ’ (1 კორინთელები 9:22; ფსალმუნები 133:1, აქ [132:1]). ძმა სპლეინმა აღნიშნა, რომ კურსდამთავრებულებს მისიონერული მსახურებისას მრავალ ადამიანთან მოუწევთ ურთიერთობა — მათ გარშემო მცხოვრებ მოსახლეობასთან, სხვა მისიონერებთან, ახალი კრების და-ძმებთან და ფილიალში მომსახურე ძმებთან, რომლებიც ქადაგებისა და სწავლების საქმეს ხელმძღვანელობენ. მან მომავალ მისიონერებს პრაქტიკული რჩევები მისცა იმის შესახებ, თუ როგორ გახადონ სხვებთან ურთიერთობა რაც შეიძლება სასიამოვნო: „ისწავლეთ ადგილობრივი ენა, მოერგეთ ადგილობრივ ჩვეულებებს, პატივი ეცით თანამისიონერთა უფლებებს და დაემორჩილეთ მათ, ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია“ (ებრაელები 13:17).

მომდევნო გამომსვლელმა, გალაადის სკოლის ინსტრუქტორმა ლორენს ბოუენმა, დასვა შეკითხვა: „როგორი აზროვნება გაქვთ?“ მან სტუდენტებს შეახსენა, რომ მათ, ვინც ‘გარეგნობის მიხედვით ასამართლებდა’, იესო მესიად არ აღიარეს (იოანე 7:24). ვინაიდან არასრულყოფილები ვართ, ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ღვთიურის ნაცვლად ‘ადამიანურზე არ ვიფიქროთ’ (მათე 16:22, 23). თვით სულიერი პიროვნებებისთვისაც კი აუცილებელია, რომ განაგრძონ აზროვნებაში შესწორებების შეტანა. ზღვაში გასული გემივით, ამაზეა დამოკიდებული, დაიმსხვრევა ჩვენი სულიერი ხომალდი თუ მივაღწევთ მიზანს. რეგულარულად ბიბლიის შესწავლა და კონტექსტის მხედველობაში მიღება დაგვეხმარება, რომ ‘ღვთიურზე ვიფიქროთ’.

პროგრამის ეს ნაწილი დაასრულა სკოლა „გალაადის“ ინსტრუქტორმა, უოლეს ლივერანსმა. მისი თემა — „რას იყიდით?“ — დაფუძნებული იყო ესაიას 55:1-ზე. მან მოუწოდა სტუდენტებს, ‘ეყიდათ’ გამომაცოცხლებელი, სიხარულის მომტანი და მასაზრდოებელი საშუალებები, რომელთა მიღებაც ჩვენს დროსთან დაკავშირებული წინასწარმეტყველური ცნობიდან შეიძლება. ესაიას წინასწარმეტყველება ღვთის სიტყვას წყალს, ღვინოსა და რძეს ადარებს. როგორ შეიძლება ამის ყიდვა „უფულოდ და უსასყიდლოდ“? ძმა ლივერანსმა განმარტა, რომ ადამიანი ამას შეძლებს, თუ ყურადღებით შეისწავლის ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს და ხორციელ აზროვნებასა და გზებს ღვთის აზროვნებითა და გზებით შეცვლის (ესაია 55:2, 3, 6, 7). ასე მოქმედება ახალ მისიონერებს საშუალებას მისცემს, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეასრულონ თავიანთი დავალებები უცხო ქვეყნებში. არასრულყოფილი ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ ბედნიერება დამოკიდებულია მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვაზე. „ნუ დაიჯერებთ ამას, — მოუწოდა მსმენელებს მომხსენებელმა. — ნუ გექნებათ ასეთი აზროვნება. აუცილებლად გამოყავით დრო ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვის ნაყოფიერი შესწავლისთვის. ეს ახალ ძალებს შეგძენთ, განგამტკიცებთ და სიხარულს მოგიტანთ მისიონერულ მსახურებაში“.

შესანიშნავი შემთხვევები და ინტერვიუები

სტუდენტები რეგულარულად იღებდნენ მონაწილეობას სამქადაგებლო საქმიანობაში. გალაადის ერთ-ერთი ინსტრუქტორი, მარკ ნიუმარი, უძღვებოდა განხილვას, რომელშიც შედიოდა რეალურად მომხდარი რამდენიმე შემთხვევის ინსცენირება, რითაც ხაზი ესმებოდა თემას „არ გვრცხვენია სასიხარულო ცნობის გამო“ (რომაელები 1:16). აუდიტორია სიამოვნებით ისმენდა, თუ როგორ ქადაგებდნენ ეს გამოცდილი მაუწყებლები კარდაკარ, ქუჩებში და სავაჭრო ცენტრებში. ის სტუდენტები, რომლებმაც სხვა ენები იცოდნენ, ინიციატივას ავლენდნენ, რომ თავიანთი კრებების ტერიტორიაზე ამ ენებზე მოლაპარაკე ადამიანებისთვის ექადაგათ. სხვები ეფექტურად იყენებდნენ იეჰოვას მოწმეთა მიერ გამოცემულ, ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს განმეორებითი მონახულებების დროს და ბიბლიის შესწავლების დასაწყებად. მათ ‘არ რცხვენოდათ’ სასიხარულო ცნობის ქადაგება.

ძმა უილიამ ნონკესმა, რომელიც სამსახურებრივ განყოფილებაში მსახურობს, ინტერვიუ აიღო გამოცდილი მისიონერებისგან, რომლებიც მსახურობენ ბურკინა-ფასოში, ლატვიასა და რუსეთში. მათ კურსდამთავრებულებს გაუზიარეს პრაქტიკული რჩევები, რომლებიც ეხებოდა თემას „იეჰოვა სიყვარულით აჯილდოებს ერთგულებს“. ერთ-ერთმა ძმამ თავის ინტერვიუში სტუდენტები წაახალისა, რომ ხსომებოდათ გედეონის 300 მეომრის მაგალითი. თითოეულ მეომარს თავისი დავალება ჰქონდა, რამაც ხელი შეუწყო გედეონის სამხედრო ოპერაციის წარმატებას (მსაჯულთა 7:19—21). ამის მსგავსად, კურთხეულნი არიან მისიონერები, რომლებიც ერთგულად განაგრძობენ თავიანთი დავალების შესრულებას.

„ყველასათვის ყველაფერი გახდით“ — ამ თემას ესმებოდა ხაზი მომდევნო ინტერვიუებში, რომელთაც გაუძღვა სამუელ რობერსონი. იგი პატერსონში ინსტრუქტორად მსახურობს. მან ინტერვიუ აიღო ფილიალის კომიტეტის ოთხი წევრისგან, რომლებიც მსახურობენ სენეგალში, გუამში, ლიბერიასა და მადაგასკარში. ამ ქვეყნებში სულ 170 მისიონერი მსახურობს. კურსდამთავრებული სტუდენტები ინტერესით ისმენდნენ მათგან, თუ რა დახმარებას უწევენ ფილიალის კომიტეტები ახალ მისიონერებს თავიანთ დანიშნულებებთან შესაგუებლად. ხშირად ეს ნიშნავს ისეთ ჩვეულებებთან შეგუებას, რომლებიც დასავლური კულტურისთვის უცნაურად გამოიყურება. მაგალითად, ზოგ ქვეყანაში ჩვეულებრივია ისეთი მამაკაცების — მათ შორის ქრისტიანული კრების წევრების — დანახვა, რომლებიც მეგობრობის ნიშნად ხელიხელჩაკიდებულები მიდიან. იმ ტერიტორიის ზოგ ადგილზე, რომელსაც გუამის ფილიალი ზედამხედველობს, სტუმრებს უჩვეულო საკვებით უმასპინძლდებიან. მაგრამ სხვები შეეგუვნენ ამას, და ახლებსაც შეუძლიათ შეეგუონ.

ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა გაი პიერსმა ისაუბრა თემაზე „კვლავაც უერთგულეთ ‘ჩვენი უფლის სამეფოს’“. გაი პიერსმა აუდიტორიას შეახსენა: „შემოქმედებისას იეჰოვას ჰქონდა მიზანი. თავისი ქმნილებებისთვის მას რაღაც ჩანაფიქრი ჰქონდა. მისი განზრახვა დედამიწასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. ეს მიზანი შესრულებას უახლოვდება და ვერავინ დააბრკოლებს მას“ (დაბადება 1:28). ძმა პიერსმა ყველას მოუწოდა, რომ ერთგულად დამორჩილებოდნენ ღვთის უზენაესობას იმ სირთულეების მიუხედავად, რომლებიც პირველი ადამიანის, ადამის, ცოდვის მიზეზით არსებობს. „ჩვენ სასამართლოს საათის პერიოდში ვცხოვრობთ. ჩვენ ცოტა დროღა დაგვრჩა გულწრფელი ადამიანების მოსაძებნად, რათა მათაც დავეხმაროთ ჭეშმარიტების გაგებაში. ეფექტურად გამოიყენეთ დრო იმისათვის, რომ სამეფოს სასიხარულო ცნობა მიაწვდინოთ ადამიანებს“, — ამ სიტყვებით გაამხნევა ძმა პიერსმა აუდიტორია. მათ, ვინც მხარს უჭერს ღვთის სამეფოს, შეუძლიათ მისი დახმარების იმედი ჰქონდეთ (ფსალმუნები 17:26).

დასასრულს შეხვედრის თავმჯდომარემ წაიკითხა მოკითხვები და მსოფლიოს სხვადასხვა ფილიალიდან მიღებული კეთილი სურვილების გამომხატველი სიტყვები. შემდეგ მან კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა. ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა კი კლასის სახელით წაიკითხა წერილი, რომელშიც გამოხატული იყო გულწრფელი მადლიერება მიღებული სწავლებისათვის. ეს იყო ამ ლამაზი დღის დამაგვირგვინებელი შესაფერისი დასასრული. ეს დღე კიდევ დიდხანს დარჩება თითოეული მსმენელის მეხსიერებაში.

[ჩარჩო 23 გვერდზე]

კლასის სტატისტიკური მონაცემები

წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა: 11

ქვეყნების რაოდენობა, სადაც მისიონერები დაინიშნნენ: 22

სტუდენტების რაოდენობა: 48

საშუალო ასაკი: 34, 8

ჭეშმარიტებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 18, 3

სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 13, 4

[სურათი 24 გვერდზე]

„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 117-ე კლასი

რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ

1) ე. ტომსონი, გ. ნორველი, ტ. პოუელი, მ. კოზა, თ. მაკინტირი. 2) ა. რაილი, კ. კლეიტონი, ჟ. ალანი, ა. ბლანკო, ლ. მუნიოსი, ნ. რუსტადი. 3) ზ. გუერერო, კ. გარსია, დ. მაკკერლი, ტ. იშიკავა, გ. ბლანკო. 4) ს. მაკინტირი, ე. კრუზი, ჯ. გუერერო, ო. რიჩი, ლ. აველანედა, რ. გარსია. 5) გ. პოუელი, ჰ. ფისკა, ვ. მუნიოსი, დ. ბაუმანი, ს. შო, კ. ბრაუნი, ლ. ბრაუნი. 6) კ. შო, ა. რაილი, კ. ფილოქვინი, ნ. მიუნჩი, დ. მაკკერლი, კ. იშიკავა. 7) მ. მიუნჩი, ჯ. ფილოქვინი, ტ. კოზა, მ. აველანედა, კ. ალანი, ე. რიჩი, ტ. ნორველი. 8) ჯ. კრუზი, ჰ. ბაუმანი, ზ. კლეიტონი, ე. ფისკა, მ. ტომსონი, ჯ. რუსტადი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება