საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w05 7/15 გვ. 31
  • მკითხველთა შეკითხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა შეკითხვები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • მსგავსი მასალა
  • ვინ აღდგება?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • აღდგომის იმედის ძალა
    თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს
  • რა არის „შეოლი“ და „ჰადესი“?
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • სიკვდილის დამარცხების ერთადერთი საშუალება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
w05 7/15 გვ. 31

მკითხველთა შეკითხვები

ვინაიდან ძველი ისრაელის მეფე სოლომონმა სიბერეში ღვთისადმი ორგულობა გამოავლინა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არ აღდგება? (3 მეფეთა 11:3—9).

თუმცა ბიბლიაში სახელებით მოიხსენიება ღვთის ზოგი ერთგული მამაკაცი და ქალი, რომლებიც უეჭველად აღდგებიან, მასში კონკრეტულად არ არის ნათქვამი, აღდგომის როგორი იმედი აქვს წარსულში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს (ებრაელები 11:1—40). მაგრამ სოლომონის შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორ განაჩენს გამოუტანს იეჰოვა მას, თუ სიკვდილის წინ სოლომონისა და ზოგი ერთგული მსახურის ქმედებას შევადარებთ ერთმანეთს.

საღვთო წერილში მიცვალებულთა მხოლოდ ორ მდგომარეობაზე მახვილდება ყურადღება — დროებით არარსებობასა და მარადიულ სიკვდილზე. ვინც არ იმსახურებს აღდგომას, „გეენაშია“ ანუ „ცეცხლის ტბაში“, რაც მარადიულ განადგურებას ნიშნავს (მათე 5:22; მარკოზი 9:47, 48; გამოცხადება 20:14). მათ შორის არიან პირველი ადამიანები, ადამი და ევა, მოღალატე იუდა ისკარიოტელი და ისინი, ვისაც ღმერთმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, მაგალითად ნოეს დღეებში მცხოვრები ხალხი და სოდომისა და გომორას მოსახლეობაa. ისინი, რომლებიც აღდგებიან, ახლა კაცობრიობის საერთო სამარეში — შეოლში ანუ ჰადესში არიან. ბიბლიაში ნათქვამია, რა მომავალი აქვთ ასეთ ადამიანებს: „ზღვამ მისცა მასში მყოფი მკვდრები, სიკვდილმა და ჰადესმაც მისცეს მათში მყოფი მკვდრები და თითოეული თავისი საქმეებისამებრ გასამართლდა“ (გამოცხადება 20:13).

ებრაელების მე–11 თავში მოხსენიებული ღვთის ერთგული მსახურები ამჟამად შეოლში ანუ ჰადესში იმყოფებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ აღდგომის იმედი აქვთ. მათ შორის არიან ღვთის ერთგული მსახურებიც: აბრაამი, მოსე და დავითი. ახლა ყურადღება მივაქციოთ, რა არის ბიბლიაში ნათქვამი მათი, როგორც მიცვალებულთა, მდგომარეობის შესახებ. იეჰოვამ აბრაამს უთხრა: „შენ მიხვალ შენს მამებთან მშვიდობით და კეთილ სიბერეში დაიმარხები“ (დაბადება 15:15). მოსეს კი ასეთი სიტყვებით მიმართა: „აჰა, მიიძინებ შენს მამა–პაპასთან“ (მეორე რჯული 31:16, სსგ). სოლომონის მამის, დავითის, შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „განისვენა დავითმა თავის მამებთან და დაიმარხა დავითის ქალაქში“ (3 მეფეთა 2:10). გამოთქმა ‘განისვენა თავის მამებთან’ იგივეა, რაც შეოლში მოხვედრა.

რა დაემართა სოლომონს სიკვდილის შემდეგ? ბიბლია გვპასუხობს: „ხანი სოლომონის მეფობისა მთელს ისრაელზე იყო ორმოცი წელი. და განისვენა სოლომონმა თავის მამებთან და დამარხეს დავითის, მამამისის, ქალაქში“ (3 მეფეთა 11:42, 43). ამიტომ გონივრულია ვიფიქროთ, რომ სოლომონი შეოლში ანუ ჰადესში იმყოფება, საიდანაც აღდგება.

ზემოხსენებული დასკვნა იმაზე მიუთითებს, რომ აღდგომის შესაძლებლობა მათაც აქვთ, რომელთა შესახებაც საღვთო წერილი კონკრეტულად ამბობს: ‘თავიანთ მამებთან განისვენეს’. სინამდვილეში ბევრ მეფეზე, რომლებიც სოლომონის შემდგომ მეფობდნენ და ორგულები გახდნენ, მსგავსი სიტყვებია ნათქვამი. ეს გასაკვირი არც არის, რადგან „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15). რასაკვირველია, მხოლოდ მას შემდეგ გვეცოდინება დანამდვილებით, ვინ იმსახურებდა აღდგომას, რაც აღდგება „ყველა, ვინც სამარხებში“ არიან (იოანე 5:28, 29). ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ დოგმატურები ვიყოთ წარსულში მცხოვრები თითოეული ადამიანის აღდგომასთან დაკავშირებით, დაიმედებულნი ვართ იეჰოვას სრულყოფილ, სამართლიან გადაწყვეტილებაზე.

[სქოლიოები]

a იხილეთ 1988 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 22, 23 (რუს.).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება