სარგებლობის მიღება ჯგუფური ქადაგებიდან
1 ხშირად ქადაგებ მარტო? ჩვენგან ძალზე მცირედი თუ აკეთებს ამას. უფრო მეტად გამამხნევებელია, როცა ვინმე კარდაკარ ან იმავე ტერიტორიაზე შენთან ერთად ქადაგებს. ერთმა მაუწყებელმა აღნიშნა: „დამხმარეა იმის ცოდნაც კი, რომ ვიღაც შენს ახლოს არის“. სამქადაგებლო მსახურებაში წასვლა სიხარულით აღსავსე ჯგუფთან ერთად, მსახურებას უფრო სასიამოვნოს ხდის.
2 ჯგუფური ქადაგება სიახლე არ არის. ლუკას მე-10 თავში მოთხრობილია, თუ რა სიხარული განიცადეს მოციქულებმა ერთად მსახურებით. აღსანიშნავია, რომ იესომ, სანამ 70 მოწაფეს გაგზავნიდა, პირველ რიგში მითითებები მისცა მათ. მისი მაგალითიდან ვხედავთ, თუ უმეტეს შემთხვევაში რატომ არის კარგი სამქადაგებლო მსახურებაში გასვლამდე ერთად შეკრება (ლუკ. 10:1—16).
3 როგორც ‘საძმოს’, გვსურს დავეხმაროთ ერთმანეთს (1 პეტ. 2:17). ანგარიშებიდან ჩანს, რომ მრავალ კრებაში კარგი გამოხმაურება მოჰყვა სპეციალურ ღონისძიებებს შაბათ-კვირას მსახურებისთვის. ზოგიერთი უხუცესი ამბობს, რომ ამ ღონისძიებებმა კრების წევრები უფრო დააახლოვა. იქ, სადაც შეხვედრები კვირადილაობით ტარდება, ზოგიერთ მაუწყებელს საუზმე მოაქვს სახლიდან და შემდეგ, სახლში დაბრუნებამდე, სამქადაგებლო მსახურებაში მიდის. გვიხარია ამ სასიამოვნო ცნობების მიღება. ამან ყველა უნდა გაგვამხნეოს, რომ კვლავაც ვისარგებლოთ ჯგუფური ქადაგებისთვის დაგეგმილი ადგილობრივი ღონისძიებებით.
4 სამქადაგებლო მსახურებისთვის შეხვედრა და სხვებთან ერთად ჯგუფურად ქადაგება როგორც ახალ, ისე გამოცდილ მაუწყებლებთან ქადაგების საშუალებას გვაძლევს. უხუცესებსა და სამსახურებრივ თანაშემწეებს შეუძლიათ უკეთესად გაიცნონ და-ძმები მათთან მსახურების დროს. ეს ურთიერთგამხნევების კარგ შესაძლებლობას აძლევს ყველას.
5 ჯგუფთან შეხვედრას ბევრი დრო არ სჭირდება. ჩვეულებრივ, ჯგუფი შეიძლება შეიკრიბოს და მსახურებაში გავიდეს 10 ან 15 წუთის განმავლობაში. სამსახურებრივი ზედამხედველი მზად უნდა იყოს ძმების დასახმარებლად, რომ გაუმკლავდნენ ჯგუფებად შეკრების ორგანიზების პრობლემებს ისე, რომ უფრო მეტი დრო გაატარონ მსახურებაში.
6 ჯგუფური ქადაგება შეიძლება სამუშაო დღეებშიც დაიგეგმოს. მრავალი და იყენებს ამ შესაძლებლობას. აგრეთვე მრავალი პიონერი მსახურობს სამუშაო დღეებში. პიონერებთან მსახურებით გამხნევდები და თავადაც გაამხნევებ მათ. ახალგაზრდებო, რადგან ახლა, ზაფხულში სკოლაში არ სწავლობენ, რატომ არ დაგეგმავდით დასვენების დღეებიდან ზოგიერთის დათმობას შუა კვირას დაგეგმილი ჯგუფური ქადაგებისთვის?
7 ზოგიერთმა აღნიშნა, რომ კვირის განმავლობაში სულ უფრო მეტი ადამიანი არ ხვდებათ სახლში. მოგიწოდებთ, რომ გააკეთოთ კარდაკარ მსახურების ზუსტი ჩანაწერები, რომ შენ ან მათ, ვინც საღამოს საათებში ან შაბათ-კვირას მსახურობენ, შესძლოთ მათთან მისვლა, ვინც სახლში არ დაგხვდათ. ნუთუ კარგი არ იქნებოდა ზაფხულის თვეებში გარკვეული ღონისძიებების დაგეგმვა საღამოს საათებში ჯგუფური ქადაგებისთვის? ზოგიერთმა უხუცესმა და სამსახურებრივმა თანაშემწემ შეიძლება შესძლოს ჯგუფთან შეხვედრა იმ საღამოს, რომელიც მოსახერხებელი იქნება კრებისთვის. რადგან, ჩვეულებრივ, საღამო საუკეთესო დროა, რომ ადამიანები სახლში ვიპოვოთ, სამსახურებრივმა ზედამხედველმა უნდა გამოიკვლიოს, აქვს თუ არა კრებას ამ დროს ქადაგების შესაძლებლობა.
8 გვსურს, კეთილი ცნობა მივაწვდინოთ შეძლებისდაგვარად მეტ ადამიანს, სანამ ჯერ კიდევ არის ამის დრო. ამიტომ იქ, სადაც მდგომარეობა საშუალებას იძლევა, ზოგიერთმა მაუწყებელმა შეიძლება მარტო მსახურება მოისურვოს. სხვა ტერიტორიებზე კი კარდაკარ მარტო მსახურება შეიძლება არაგონივრული იყოს. ან დაქორწინებული წყვილი შეიძლება უფრო ეფექტურად ესაუბროს ადამიანებს. აგრეთვე, როდესაც ჯგუფში ბავშვებიც არიან, გონივრული იქნებოდა, თითოეულ ბავშვს უფროსებთან ერთად ექადაგა. ნებისმიერ შემთხვევაში, განსჯის უნარმა და ყოველივე საუკეთესოს კეთების სურვილმა უნდა გვიხელმძღვანელოს ასეთი შეხვედრების ორგანიზებისას.
9 გვსურს, ყოველი თქვენგანი შეგაქოთ სამქადაგებლო საქმაინობისთვის შესრულებული თქვენი კარგი საქმისათვის. ჩვენ ვხედავთ იმ ახლების რაოდენობის ზრდას, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ქადაგებაში და ეს ყველას გვახარებს. დაე იეჰოვამ კვლავაც „გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“ (ლუკ. 10:2).