შეკითხვების ყუთი
◼ რა უნდა უყოს მდივანმა ბიბლიის შესწავლის ანგარიშებს სამქადაგებლო სამსახურის ყოველთვიური ანგარიშის შედგენის შემდეგ?
მდივანმა ბიბლიის შესწავლის ანგარიშები ორი თვე უნდა ინახოს კარტოთეკაში; შემდეგ შეუძლია ისინი კრების წიგნის შესწავლის ხელმძღვანელებს მისცეს. ეს ანგარიშები საშუალებას მისცემს მათ, გაამხნეონ და პირადი დახმარება აღმოუჩინონ იმ მაუწყებლებს, რომლებიც ბიბლიის საშინაო შესწავლას ატარებენ, აგრეთვე დაეხმარონ თვითონ შემსწავლელებს.
წიგნის შესწავლის ხელმძღვანელები უნდა გაეცნენ დაინტერესებულებს და წაახალისონ ისინი, რომ, თუ შესაძლებელია, წიგნის შესწავლის ადგილობრივ ჯგუფს დაუკავშირდნენ. მათ შეუძლიათ, მაგალითად, კრების ყოველკვირეული შეხვედრების დაწყებამდე ან დამთავრების შემდეგ გამამხნევებლად ელაპარაკონ ძმებსა და დებს ბიბლიის იმ საშინაო შესწავლის შესახებ, რომლებსაც ისინი ატარებენ. შეუძლიათ აგრეთვე ბიბლიის საშინაო შესწავლაზე გაჰყვნენ ზოგ მაუწყებელს და ამგვარად გაამხნეონ ისინი სულიერად. ბიბლიის საშინაო შესწავლის ანგარიში სამსახურებრივ ზედამხედველსაც დაეხმარება, გამამხნევებელი აზრები მოიხსენიოს ბიბლიის საშინაო შესწავლასთან დაკავშირებით კრების წიგნის შესწავლის ჯგუფის მონახულების დროს.
როდესაც კრებას სარაიონო ზედამხედველი ინახულებს, მას ბიბლიის შესწავლის ანგარიშებიც უნდა გადაეცეს. მასაც შეუძლია გაჰყვეს ზოგ მაუწყებელს ბიბლიის შესწავლაზე. შემსწავლელისთვის ეს განსაკუთრებით გამამხნევებელი იქნება, შესწავლის ჩამტარებლისთვის კი — დამხმარე. სარაიონო ზედამხედველს შეუძლია ზოგი დაინტერესებული მონახულების პერიოდში სხვა დროს ინახულოს.
როცა ბიბლიის შესწავლა წყდება, ბიბლიის შესწავლის ანგარიშის ფურცელზე მიზეზი უნდა მიეთითოს. კრების მონახულების დროს სარაიონო ზედამხედველი გადახედავს ბიბლიის შესწავლის ანგარიშებს. შეიძლება ზოგს, ვინც შესწავლას თავი დაანება, დახმარება გაეწიოს, რომ უფრო მეტად დააფასონ თავიანთი სულიერი მოთხოვნილებები. რა კარგი იქნებოდა ზოგი შეწყვეტილი შესწავლის განახლება და ვინმესთვის კვლავ სულიერი დახმარების აღმოჩენა!
ყველა დიდად ვართ დაინტერესებული მოწაფეების მომზადების საქმით და გვინდა ნებისმიერი შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ გავამხნეოთ და დავეხმაროთ იმ ახლებს, ვინც ჭეშმარიტებას ეცნობა. ამაში ბიბლიის საშინაო შესწავლის ანგარიშები დაგვეხმარება. კრების წიგნის შესწავლის ხელმძღვანელს შეუძლია ყოველთვე, როცა კი მდივნისგან ახალი ანგარიშის ფურცლებს მიიღებს, ძველები გადაყაროს.