მშობლებო — ასწავლეთ თქვენს შვილებს ქადაგება
1 ჩვენი კრებები კურთხეულია მრავალი ბავშვით, რომლებსაც გულწრფელად სურთ, ემსახურონ ღმერთს (ეკლ. 12:1). ისინი მათ შორის არიან, რომლებიც იეჰოვამ მოიწვია, რათა მონაწილეობა მიიღონ მის განდიდებაში (ფსალმ. 148:12–14). ამიტომ, მშობლების მიერ შვილების ყოველდღიურ აღზრდაში უნდა შედიოდეს სწავლება, როგორ გაუზიარონ რწმენა სხვებს სამეფოს შესახებ ქადაგებისას (რჯლ. 6:6, 7).
2 აღზარდე შვილები თანამიმდევრული ნაბიჯებით. აუცილებელია, მშობლებმა შვილებს ძალიან ადრეული ასაკიდანვე ასწავლონ და მსახურებაში ატარონ. მსახურებაში წაყვანამდე მოამზადე შვილი მნიშვნელოვანი მონაწილეობის მისაღებად. წინასწარ განსაზღვრე, კართან როგორ მოქმედებას ელი მისგან. ძალიან პატარა ბავშვებს შეუძლიათ ტრაქტატის მიცემა მობინადრისთვის და მათი კრებების შეხვედრებზე მიწვევა. კარგი კითხვის მცოდნე ახალგაზრდებს შეგიძლია სთხოვო კართან ბიბლიის მუხლების წაკითხვა. მათ შეუძლიათ ჟურნალების მიცემა მოკლე შეთავაზების გამოყენებით. როდესაც გამოცდილებას მიიღებენ, ასწავლე ბიბლიის გამოყენება შეთავაზებისას. მრავალმა ახალგაზრდა მაუწყებელმა პირადად დაიწყო ჟურნალების დატარება მარშრუტით და განმეორებითი მონახულებების გაკეთება. ბავშვისთვის უკეთესია სრულწლოვანთან მსახურება, ვიდრე სხვა მცირეწლოვანთან. სრულწლოვანს შეუძლია აუხსნას მობინადრეს, რომ ახალგაზრდა სწავლობს მსახურებას.
3 ერთმა პატარა გოგონამ უხუცესებს დახმარება სთხოვა, რათა გამხდარიყო სამეფოს უნარიანი მაუწყებელი. მიუხედავად იმისა, რომ ის იმ დროს მხოლოდ 5 წლის იყო და წერა-კითხვა არ იცოდა, შეეძლო სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ეფექტურად შეთავაზება კართან. ის იმახსოვრებდა სად ეწერა მუხლები, უჩვენებდა მობინადრეებს, სთხოვდა მათ წაეკითხათ და შემდეგ ის უხსნიდა.
4 შვილებმა ასევე უნდა ისწავლონ მშობლების მაგალითიდან მსახურებაში რეგულარულად მონაწილეობის მისაღებად კარგი განრიგის ფასი. მშობლებმა უნდა დაადგინონ მყარი ყოველკვირეული გეგმა სამქადაგებლო მსახურებისთვის და უნდა მიყვნენ მას, რათა შვილებმა იცოდნენ, კვირის რომელი ნაწილია გამოყოფილი ყოველთვის საქადაგოდ.
5 როცა ბავშვებს ყრმობიდანვე აქვთ ნასწავლი, სიყვარული და სიხარული იგრძნონ მსახურებით, ისინი აღძრულები იქნებიან, უფრო დიდ უპირატესობებს მიაღწიონ მომავალში, შესაძლოა პიონერულ მსახურებასაც კი (1 კორ. 15:58). ყველა ჩვენგანმა უნდა აღძრას ჩვენს შორის მყოფი ბავშვები, წარმატებებს მიაღწიონ როგორც იეჰოვას განმადიდებლებმა.