ერთგულება ჯილდოვდება
1 ებრაელთა 11:6 გვეუბნება, რომ ღმერთი „თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“. ერთ-ერთი საშუალება, რითაც ის მიძღვნილ, ‘მცირედზე ერთგულ’, მსახურებს აჯილდოებს, არის ‘ბევრზე დაყენება’ (მათ. 25:23). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხშირად იეჰოვა კარგი მუშაობისთვის თავის ერთგულ მოწმეებს მსახურებაში დამატებით უპირატესობებს აძლევს.
2 მოციქული პავლეს ერთგულება ევროპისა და მცირე აზიის ქალაქებსა და სოფლებში მსახურებისთვის დანიშვნით დაჯილდოვდა (1 ტიმ. 1:12). თუმცა ამ მსახურების მთლიანად შესრულებას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა, პავლე დიდად აფასებდა მიღებულ უპირატესობას (რომ. 11:13; კოლ. 1:25). მან თავისი გულწრფელი მადლიერება ქადაგების შესაძლებლობების გულმოდგინე ძიებით გამოხატა. თავგამოდებული მოღვაწეობით მან აშკარად აჩვენა, რომ თავის რწმენას აცოცხლებდა. მისი მაგალითი აღგვძრავს, დიდად დავაფასოთ მსახურებაში ჩვენი უპირატესობები.
3 მსახურება იეჰოვამ დაგვავალა: როგორ ვაჩვენებთ, რომ მსახურების უპირატესობასთან დაკავშირებით პავლეს მსგავსი შეხედულება გვაქვს? ვეძებთ მსახურებაში მონაწილეობის გაზრდის საშუალებებს. ვსარგებლობთ ყოველი შესაძლებლობით, დავამოწმოთ როგორც არაფორმალურად, ისე კარდაკარ. ხელმეორედ მივდივართ იქ, სადაც სახლში არ გვხვდებიან, ხოლო ყველა დაინტერესებულ პირთან განმეორებით მონახულებაზე მივდივართ. შეთანხმების თანახმად, ვატარებთ ბიბლიის საშინაო შესწავლებს.
4 მსახურებასთან დაკავშირებით პავლე გვირჩევდა, გვექადაგა ‘გადაუდებლად’ (2 ტიმ. 4:2, აქ). გადაუდებლობა დაუყოვნებელ ყურადღებას მოითხოვს. ვეკიდებით თუ არა მსახურებას, როგორც გადაუდებელ საქმეს, და პირველ ადგილზე ვაყენებთ თუ არა მას ჩვენს ცხოვრებაში? მაგალითად, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ შაბათ-კვირის გართობებმა და პირადმა მისწრაფებებმა წაგვართვას სამქადაგებლო მსახურებისთვის გამოყოფილი დრო. რადგან დარწმუნებული ვართ, რომ ამ სისტემის აღსასრული სწრაფად გვიახლოვდება, იმაშიც ვართ დარწმუნებული, რომ სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგება ყველაზე მნიშვნელოვანია იმ საქმეთა შორის, რის კეთებაც შეგვიძლია.
5 ღვთისადმი ჩვენი თავდადება მასთან მეგობრობითა და მისადმი ურყევი ერგულებით, ასევე მის მიერ ჩვენთვის განკუთვნილი სამუშაოს მუდმივად შესრულებაში გამოიხატება. მოდი მთლიანად შევასრულოთ მსახურება, ისე რომ იეჰოვამ უხვად დაგვაჯილდოოს ერთგულებისთვის.