შეკითხვების ყუთი
◼ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი შეხვედრების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად?
ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ მხოლოდ უხუცესები და სამსახურებრივი თანაშემწეები არიან პასუხისმგებელნი კრების შეხვედრების წარმატებაში, რადგანაც ისინი ხელმძღვანელობენ მათ და უმეტეს ნაწილს უძღვებიან. სინამდვილეში, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია წვლილის შეტანა შეხვედრების საინტერესოდ და სასარგებლოდ გახდენაში. უფრო ეფექტური რომ იყოს შეხვედრები შეიძლება დაგვეხმაროს შემდეგი ათი საშუალება:
წინასწარ მომზადება. როდესაც კარგად ვემზადებით შეხვედრები ჩვენთვის საინტერესოა. როდესაც ყოველი ჩვენგანი ასე იქცევა შეხვედრები ხალისიანი და უფრო აღმშენებლურია. რეგულარული დასწრება. დასწრების მაღალი მაჩვენებელი უფრო წამახალისებელია ყველასთვის და აძლიერებს მადლიერებას დასწრების მნიშვნელობისადმი. დროულად მოსვლა. თუ პროგრამის დაწყებამდე მოვალთ შეგვიძლია შევუერთდეთ დასაწყის სიმღერასა და ლოცვას და ამგვარად სრული სარგებლობა მივიღოთ შეხვედრიდან. ბიბლიისა და პუბლიკაციების მოტანა. თუ მოვიტანთ ბიბლიასა და სხვა პუბლიკაციებს, რომლებსაც შეხვედრაზე განვიხილავთ, კრების მსვლელობისას შეგვიძლია თვალი ვადევნოთ და უკეთესად გავიგოთ განხილული. ხელის შემშლელი მოქმედებების მორიდება. როდესაც წინ ვზივართ უკეთესად ვისმენთ. ჩურჩულმა და საპირფარეშოში ხშირად სიარულმა შეიძლება ჩვენი და სხვების ყურადღება გაფანტოს. მონაწილეობის მიღება. როდესაც უმეტესობა ხელს იწევს და მონაწილეობას იღებს კომენტარებში, ბევრი უფრო გამხნევებული და გაძლიერებულია რწმენის გამოვლენით. მოკლე კომენტარის გაკეთება. ეს რაც შეიძლება მეტს აძლევს მონაწილეობის მიღების საშუალებას. ჩვენი კომენტარი უნდა შემოიფარგლებოდეს შესასწავლი მასალით. დავალების შესრულება. როგორც თეოკრატიული სკოლის მოსწავლე ან სამსახურებრივი შეხვედრის მონაწილე, კარგად მოემზადე და ეცადე არ გააცდინო. მონაწილეთა შექება. უთხარი თუ რამდენად აფასებ მათ მცდელობას. ეს მათ გაამხნევებს და აღძრავს უკეთესად მოემზადონ მომავალში. ერთმანეთის წახალისება. გულთბილი მისალმება და გამამხნევებელი საუბარი შეხვედრის დაწყებამდე და შემდეგ, ხელს უწყობს სიამოვნებასა და სარგებლობას, რომელსაც კრების შეხვედრებზე დასწრებით ვიღებთ.