სკოლა გვამზადებს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის
1 ყველა, ვინც სკოლაში დადის, ღებულობს განათლებას, რაც ცხოვრებაში გარკვეული მიზნების მიღწევაში ეხმარება. მაგრამ, რა შეიძლება იყოს იმაზე მნიშვნელოვანი მიზანი, ვიდრე ჩვენი სიცოცხლის მბოძებლის განდიდება და მისი განზრახვებისა და გზების სხვებისთვის სწავლებაა? რასაკვირველია, ამას არაფერი შეედრება. თეოკრატიული სკოლის მიზანია, მოგვამზადოს საკუთარი რწმენის სხვებისთვის გასაზიარებლად. ამგვარად, თუ ყოველკვირეულად ვესწრებით სკოლას, ვეუფლებით სწავლების ხელოვნებას, რაც გვამზადებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობის შესასრულებლად.
2 „თეოკრატიული სამსახურის სკოლის გეგმა 2003 წლისთვის“ გამოქვეყნდა „ჩვენი სამეფო მსახურების“ წინა თვის ნომერში. გეგმაში დაწვრილებით არის ახსნილი, როგორ უნდა ჩატარდეს სკოლა. პრაქტიკული იქნება, თუ ამ გეგმას ჩადებ თეოკრატიული სამსახურის სკოლის სახელმძღვანელოში, რომელიც ყოველთვის უნდა ატარო კრების ამ შეხვედრაზე. განვიხილოთ 2003 წლის თეოკრატიული სამსახურის სკოლის ზოგიერთი განსაკუთრებული მხარე.
3 რჩევების განხილვა. იანვრიდან დაწყებული, თეოკრატიული სკოლა დაიწყება ხუთწუთიანი მოხსენებით, რომელიც განიხილავს სწავლებისა და მეტყველების უნარის გასაუმჯობესებელ რჩევებს, ან შეეხება კითხვის, შესწავლისა და სწავლების საკითხებს. ამ მოხსენებას წარმოთქვამს სკოლის ზედამხედველი ან სხვა გამოცდილი უხუცესი. მომხსენებელი იმსჯელებს, რას ნიშნავს და რამდენად მნიშვნელოვანია განხილული რჩევები. მან უნდა გაშალოს თემა ბიბლიური მაგალითების განხილვით და აჩვენოს, როგორ შეიძლება სწავლებისა და მეტყველების უნარის გასაუმჯობესებელი რჩევების გამოყენება. აგრეთვე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, თუ როგორ დაგვეხმარება ეს სამქადაგებლო საქმიანობის გაუმჯობესებაში.
4 დავალება №1. ძმებს, რომლებსაც ევალებათ ამ დამმოძღვრავი მოხსენების წარმოთქმა, უნდა შეახსენონ, რომ „ყურადღება გაამახვილონ განხილული ინფორმაციის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე“. ეს ნიშნავს, აჩვენო კრების წევრებს, როგორ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება. თუ ასეთი დავალება მიიღე, იხილე თეოკრატიული სამსახურის სკოლის სახელმძღვანელოს 48-ე და 49-ე გვერდები. იქ მოცემულია რჩევები, თუ როგორ მოემზადო, ხოლო შესწავლისთვის სასარგებლო მითითებების ნახვა შეგიძლია ამავე წიგნის ინდექსის ერთ-ერთი პუნქტის მეშვეობით, სათაურით „პრაქტიკული სარგებლობა“.
5 ბიბლიის კითხვის პროგრამა. თუ უწინ არ მიჰყვებოდი ბიბლიის ყოველკვირეული კითხვის პროგრამას, რატომ არ დაგეგეგმა ამის გაკეთება წელს? ყველა, ვინც ამ პროგრამით კითხულობს, ერთ წელიწადში დაასრულებს ქრისტიანულ-ბერძნული წერილების კითხვას. თუ რატომ არის სასარგებლო ბიბლიის კითხვის დაწყება ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან, განხილულია თეოკრატიული სამსახურის სკოლის სახელმძღვანელოს მე-10 გვერდზე.
6 მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან. ახლა პროგრამის ეს ნაწილი ათი წუთი გრძელდება და დამსწრეებს იმ კვირისთვის განკუთვნილ მასალაზე კომენტარის გაკეთების საშუალება ეძლევათ. პროგრამის ეს ნაწილი გამოყოფილ დროში უნდა დასრულდეს. ის ყოველკვირეულად ჩატარდება იმ კვირის გარდა, როდესაც ზეპირი გამეორებაა. ბიბლიის განსაზღვრული თავების წაკითხვისას ამახვილებთ ყურადღებას აზრებზე, რომლებიც სასარგებლო იქნება თქვენი ოჯახური შესწავლის და მსახურების დროს, ან ცხოვრების სხვა მხარეებისთვის? რა თვისებებს ავლენდა იეჰოვა ადამიანებთან და მთლიან ერებთან დამოკიდებულებაში? რამ გაგიძლიერა რწმენა და გაგიღრმავა იეჰოვასადმი მადლიერება? თავისუფლად გამოთქვი აზრები წასაკითხ თავებში მოცემული ნებისმიერი მუხლის შესახებ. შეგიძლია იმ მუხლების კომენტარიც გააკეთო, რომლებსაც წაიკითხავს №2 დავალებით გამომსვლელი, ვინაიდან ის არ გაუკეთებს კომენტარს წაკითხულ მუხლებს.
7 დავალება №2. მოსწავლე, რომელსაც მიეცემა ეს ყოველკვირეული დავალება, დაიხვეწება საჯაროდ კითხვაში. წასაკითხი მასალა აღებული იქნება ბიბლიის ყოველკვირეული კითხვის პროგრამიდან, გარდა თვის ბოლო კვირისა. ამ კვირას წასაკითხი მასალა აღებული იქნება „საგუშაგო კოშკიდან“. მოსწავლემ უნდა წაიკითხოს მიცემული მონაკვეთი შესავლისა და დასკვნის გარეშე. ეს საშუალებას მისცემს მას, რომ ძირითადი ყურადღება კითხვის გაუმჯობესებაზე გაამახვილოს (1 ტიმ. 4:13).
8 დავალება №3 და №4. ზოგს ამ დავალების შესასრულებლად მითითებული ექნება უფრო მეტი მასალა, ვიდრე სხვებს; ზოგი კი მიიღებს მხოლოდ თემას. ყველა, ვისაც მიეთითება მცირეოდენი მასალა, ან მიეცემა მხოლოდ თემა, ამ დავალების მომზადებისას შესაძლებლობა ექნება, პირადად გამოიკვლიოს ჩვენი ქრისტიანული პუბლიკაციები. ეს გაუადვილებს დებს დავალების მომზადებას, ვინაიდან საშუალება ექნებათ, შეუსაბამონ დამხმარეებს პირობითი სიტუაცია.
9 პირობითი სიტუაციები. როგორც ნაჩვენებია თეოკრატიული სამსახურის სკოლის სახელმძღვანელოს 45-ე გვერდზე, სკოლის ზედამხედველს დავალების მიცემისას შეუძლია შეარჩიოს პირობითი სიტუაცია. სხვა შემთხვევაში, თავად დებს შეუძლიათ მისი შერჩევა 82-ე გვერდზე მოცემული ჩამონათვლიდან. თუ დებს დავალებით გამოსვლა ორ თვეში ერთხელ უწევთ, 30 პირობითი სიტუაცია საკმარისი იქნება ხუთი წლის განმავლობაში. თუ დები ირჩევენ №30-ს, პირობითი სიტუაცია დავალების ბლანკის (S-89) ქვემო ნაწილში ან უკანა მხარეს უნდა მიუთითონ. სკოლის ზედამხედველი მოსწავლის გამოსვლის თარიღს მისსავე წიგნის 82-ე გვერდზე — შერჩეული პირობითი სიტუაციის გასწვრივ — დაწერს მაშინვე, როგორც კი აღნიშვნას გააკეთებს რჩევების ბლანკზე.
10 რჩევების ბლანკი. რჩევების ბლანკი მოცემულია სახელმძღვანელოში, 79—81-ე გვერდებზე. ამიტომ, ყოველი გამოსვლის შემდეგ შენი წიგნი უნდა მისცე სკოლის ზედამხედველს. მან უნდა აღნიშნოს, რომელ რჩევაზე მუშაობ.
11 ზეპირი გამეორება. თეოკრატიული სამსახურის სკოლის გამეორება ტარდება ზეპირად ყოველ ორ თვეში ერთხელ და გრძელდება 30 წუთი. განსახილველი კითხვები მოცემული იქნება „ჩვენს სამეფო მსახურებაში“. თუ ზეპირი გამეორების კვირა ემთხვევა სარაიონო კონგრესს ან სარაიონო ზედამხედველის მონახულებას, მაშინ განხილული იქნება მომდევნო კვირის პროგრამა, ხოლო ზეპირი გამეორება შემდეგ კვირას ჩატარდება.
12 დამატებითი კლასები. კრებებში, სადაც თეოკრატიული სამსახურის სკოლაში 50-ზე მეტი მოსწავლეა ჩაწერილი, უხუცესებმა უნდა განიხილონ დამატებითი კლასების გახსნის საკითხი. „კლასები შეიძლება ორგანიზებული იყოს ყველა სასწავლო მოხსენებისთვის ან მხოლოდ ბოლო ორისთვის“ („თეოკრატიული სამსახურის სკოლა“, გვერდი 285). ეს ბოლო რჩევა უნდა გაითვალისწინონ იმ კრებებმა, სადაც საკმაოდ ბევრი დაა, მაგრამ შედარებით ცოტა ძმა, რომლებიც წასაკითხი დავალებით გამოდიან. უხუცესებმა ამ კლასების ჩასატარებლად გამოცდილი ძმები უნდა შეარჩიონ.
13 დამხმარე მრჩეველი. როგორც მითითებული იყო თეოკრატიული სამსახურის სკოლის პროგრამაში, უხუცესთა საბჭო ირჩევს დამხმარე მრჩეველს, რათა მან პირადად მისცეს რჩევები იმ უხუცესებსა და თანაშემწეებს, რომლებიც წარადგენენ დამმოძღვრავ მოხსენებებსა და მნიშვნელოვან აზრებს ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან. ის უნდა იყოს გამოცდილი ძმა, რომლის რჩევებსაც პატივისცემით მიიღებენ სხვა უხუცესები. მან სასარგებლო რჩევა უნდა მისცეს გამომსვლელს; შეაქოს ის კარგი მოხსენებისა და სწავლების ამა თუ იმ მეთოდის გამოყენებისთვის. ამასთან ერთად, უნდა მოიხსენიოს ერთი ან ორი მხარე, რაშიც გამომსვლელს გაუმჯობესება ესაჭიროება. არ არის აუცილებელი რჩევის მიცემა ყოველი მოხსენების შემდეგ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძმა ხშირად გამოდის. მაგრამ დამხმარე მრჩევლები უნდა აცნობიერებდნენ და ესმოდეთ, რომ ეს რჩევები სასარგებლო იქნება მათთვისაც კი, ვინც უკვე საჯარო მოხსენებებით გამოდის, რათა შემდგომ წარმატებებს მიაღწიონ (1 ტიმ. 4:15).
14 რას უნდა მიაქციონ ყურადღება მათ, რომლებიც რჩევებს იძლევიან. რა დაეხმარება რჩევების მიმცემს, მართებულად შეაფასოს გამოსვლა? თეოკრატიული სამსახურის სკოლის სახელმძღვანელოს თითქმის ყველა გაკვეთილის მესამე ჩარჩოში მოცემულია მოკლე შეჯამება იმისა, თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება. სკოლის ზედამხედველმა აგრეთვე ყურადღება უნდა მიაქციოს წიგნში მოცემულ სხვა მითითებებსა თუ რჩევებს, რათა მოკლედ შეაფასოს, რამდენად ლოგიკურად და ეფექტურად იყო წარმოდგენილი თემა. მაგალითად, ყურადღება მიაქციე 55-ე გვერდზე მოცემულ რამდენიმე კითხვას და 163-ე გვერდზე, ბოლო აბზაცში, მოცემულ აზრებს.
15 ბლანკების შევსება. გარდა წიგნის განიერი არშიისა, თეოკრატიული სამსახურის სკოლის სახელმძღვანელოში მოცემულია ბლანკები იმისათვის, რომ ჩანაწერები გააკეთო პირადი შესწავლისა თუ თეოკრატიული სამსახურის სკოლაში დასწრების დროს (იხილე გვერდები: 77, 92, 165, 243, 246 და 250). სკოლის ყოველ შეხვედრაზე წიგნი თან გქონდეს. პირველი მოხსენების დროს თვალი მიადევნე წიგნს და გადაშლილი გქონდეს მთელი შეხვედრის განმავლობაში. მოკლედ ჩაიწერე სკოლის ზედამხედველის რჩევები. დაუკვირდი სწავლების მეთოდებს, კითხვებს, მაგალითებს, მეტაფორულ გამოთქმებს, ილუსტრაციებს, თვალსაჩინო მაგალითებსა და ურთიერთდაპირისპირებებს, რომელსაც მომხსენებელი იყენებს. კარგი ჩანაწერების გაკეთებით სკოლაში გამოთქმული ბევრი შესანიშნავი აზრის გახსენებასა და გამოყენებას შეძლებ.
16 იესო ქრისტე აცნობიერებდა, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება უდიდესი პატივია, რაც ყველას შეიძლება ხვდეს წილად. ქადაგება მისი უმთავრესი საქმე იყო (მარ. 1:38). მან თქვა: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვახარო ღვთის სასუფეველი, ვინაიდან ამისთვის ვარ მოვლენილი“ (ლუკ. 4:43). რადგან გამოვეხმაურეთ მოწვევას, გავმხდარიყავით იესოს მიმდევრები, ჩვენ ძალ-ღონეს არ ვზოგავთ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში მონაწილეობის მისაღებად და ყოველთვის ვცდილობთ, უფრო ხარისხიანად შევწიროთ „ქების მსხვერპლი“ (ებრ. 13:15). ამ მიზნის მისაღწევად მოდი მტკიცედ გადავწყვიტოთ, რომ რეგულარულად მივიღოთ მონაწილეობა თეოკრატიული სამსახურის სკოლაში, რომელიც გვამზადებს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის.