შეხსენებები გახსენების საღამოსთვის
წელს გახსენების საღამო აღინიშნება 16 აპრილს, ოთხშაბათს. უხუცესებმა ყურადღება უნდა მიაქციონ შემდეგ საკითხებს:
◼ შეხვედრა ისეთ დროს დანიშნეთ, რომ სიმბოლოები მზის ჩასვლამდე არ ჩამოტარდეს.
◼ შეხვედრის ჩატარების ზუსტი დრო და ადგილი უნდა იცოდეს ყველამ, მომხსენებლის ჩათვლით.
◼ მზად უნდა გქონდეთ სათანადო პური და ღვინო (იხილე 2003 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 14, 15).
◼ შესაფერისი მაგიდა გადასაფარებლით, თეფშები და ჭიქები დარბაზში წინასწარ უნდა მიიტანოთ და თავის ადგილზე დააწყოთ.
◼ სამეფო დარბაზი ან შეხვედრისთვის განკუთვნილი სხვა ადგილი წინასწარ კარგად უნდა დასუფთავდეს.
◼ მომსახურეები წინასწარ უნდა აირჩიოთ და მისცეთ მითითება, თუ რომელი რას გააკეთებს; შეახსენეთ, ისე ჩაიცვან, რომ ამ საღამოს შესაფერისად გამოიყურებოდნენ.
◼ ორგანიზება უნდა გაუწიოთ ყოველი დავრდომილი ცხებულის მომსახურებას, რომლებიც ვერ ახერხებენ დასწრებას.
◼ თუ ერთი სამეფო დარბაზის გამოყენებას რამდენიმე კრება აპირებს, წინასწარი ზომები უნდა იქნეს მიღებული, რომ ვესტიბიული ან შემოსასვლელი, ტროტუარები და ავტოსადგომები არ გადაიტვირთოს. სადაც შესაძლებელია, შეეცადეთ რომ ერთ დარბაზში სხვადასხვა დროს დაგეგმილ შეხვედრებს შორის 45-წუთიანი ინტერვალი მაინც იყოს.