როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 აგვ.
„ნახეთ, რა თქვა იესომ [წაიკითხე მათეს 5:5]. როგორ ფიქრობთ, როცა ეს დანაპირები შესრულდება, დედამიწაზე ასეთივე მდგომარეობა იქნება? [გიპასუხოს] ეს ჟურნალი ბიბლიის საფუძველზე ხსნის, თუ რა ცვლილებებს მოახდენს იესო დედამიწაზე; ასევე განმარტავს, ვინ დაიმკვიდრებს დედამიწას“.
გამოიღვიძეთ! აგვ.
„თქვენი აზრით, შესაძლებელია ოდესმე ვიხილოთ ჩვენი საყვარელი ადამიანები, რომლებიც გარდაიცვალნენ? [გიპასუხოს] ნახეთ, რა დაპირება მოგვცა იესომ მკვდრებთან დაკავშირებით [წაიკითხე იოანეს 5:28, 29]. ეს ჟურნალი ბიბლიის საფუძველზე განმარტავს, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ“. ეს სტატია იწყება 28–ე გვერდზე.
საგუშაგო კოშკი 1 სექტ.
„დღეს ბევრმა დაკარგა რელიგიისადმი ინტერესი. როგორ ფიქრობთ, შეუძლია არსებულ რელიგიებს უკეთეს პიროვნებად ჩამოაყალიბოს ადამიანი? [გიპასუხოს] ნახეთ, რა იწინასწარმეტყველა ბიბლიამ, თუ როგორი დამოკიდებულება ექნებოდა ზოგიერთს რელიგიისადმი ამ ბოლო დღეებში [წაიკითხე 2 ტიმოთეს 4:3, 4]. ეს ჟურნალი განმარტავს, თუ როგორ განადიდებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ღმერთს და რა სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის“.
გამოიღვიძეთ! სექტ.
«ბევრს უკვირს, როცა იგებს, რომ მეცნიერებს სწამთ ღვთის. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე ებრაელების 3:4] „გამოიღვიძეთის!“ ეს სპეციალური გამოშვება აჩვენებს, თუ რატომ სწამს ზოგიერთ მეცნიერს შემოქმედის».