როგორ მოვემზადოთ სამსახურებრივი შეხვედრისთვის?
1. რაში გვეხმარება სამსახურებრივი შეხვედრა და როდის მოაქვს მას სრული სარგებლობა?
1 სამსახურებრივი შეხვედრა გვეხმარება, რომ ეფექტური მქადაგებლები ვიყოთ. ეს შეხვედრა გვამზადებს, რომ ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა, მოვამზადოთ მოწაფეები და გავაცხადოთ მოახლოებული სასამართლოს დღის შესახებ (მათ. 28:20; მარ. 13:10; 2 პეტ. 3:7). ამ მნიშვნელოვან შეხვედრას ჩვენთვის სრული სარგებლობა მაშინ მოაქვს, როცა კარგად ვემზადებით და მონაწილეობას ვიღებთ პროგრამაში.
2. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ მოხსენება ჩვენთვის უფრო საინტერესო გახდეს?
2 მოხსენება: წყარო, რაზეც მოხსენებაა დაფუძნებული, ჩვეულებრივ, მოცემულია მომხსენებლისთვის განკუთვნილ მითითებებში. შენ შეგიძლია წინასწარ მოამზადო განსახილველი მასალა, წაიკითხო მასში მოყვანილი მუხლები და დაფიქრდე, როგორ შეგიძლია ამ რჩევების გამოყენება თქვენს ტერიტორიაზე.
3. როგორ უნდა მოვემზადოთ კითხვა-პასუხებით განხილვისთვის?
3 კითხვა-პასუხებით განხილვა: პროგრამის ეს ნაწილი უნდა გაკეთდეს „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის მსგავსად მოკლე შესავლითა და დასკვნით. ყურადღება გაამახვილე თითოეული აბზაცის მთავარ აზრებზე და მოამზადე მოკლე და აზრიანი კომენტარები.
4. როგორ მოვემზადოთ აუდიტორიასთან განხილვაში მონაწილეობისთვის?
4 აუდიტორიასთან განხილვა: ეს ნაწილი მოხსენების სახით უნდა გაკეთდეს, ოღონდ მომხსენებელი აუდიტორიასაც მიაღებინებს მონაწილეობას. თუ ყურადღებას მიაქცევ მთავარ აზრებს და თვალს მიადევნებ მუხლებს, ეს კარგი კომენტარების გაკეთებაში დაგეხმარება. ძმა, რომელიც ამ ნაწილს წაუძღვება, შეეცდება, რომ აუდიტორიამ მთავარი აზრების განხილვაში მიიღოს მონაწილეობა.
5. რა დაგვეხმარება, რომ დავიმახსოვროთ და ეფექტურად გამოვიყენოთ შეთავაზებები?
5 ინსცენირებები: პროგრამის ზოგ ნაწილში ჩართულია ინსცენირებები, თუ როგორ შეიძლება ამა თუ იმ რჩევის გამოყენება ადგილობრივ ტერიტორიაზე. ინსცენირებებს გააკეთებენ უხუცესები, გამოცდილი მაუწყებლები ან პიონერები. შენც შეგიძლია მოემზადო ინსცენირებისთვის იმით, თუ წინასწარ იფიქრებ იმ შეთავაზებებზე, რომლებსაც კრებაში წარმოადგენენ. როდესაც „ჩვენი სამეფო მსახურების“ ბოლო გვერდზე დაბეჭდილი შეთავაზებების ინსცენირებაა გასაკეთებელი, იფიქრე, შენ როგორ იტყოდი ამას და როგორ შეცვლიდი მობინადრესთან საუბრისას სხვადასხვა სიტუაციაში. თან გქონდეს ჟურნალები, რომელთა ინსცენირებაც შეხვედრაზე უნდა გაკეთდეს. ოჯახური თაყვანისმცემლობის საღამოს შეიძლება თქვენთვის სასარგებლო იყოს ზოგიერთი ამ შეთავაზების ინსცენირება.
6. რატომ უნდა მოვემზადოთ წინასწარ სამსახურებრივი შეხვედრისთვის?
6 სამსახურებრივი შეხვედრა ჩვენთვის უფრო სასიამოვნო და გამამხნევებელია, როცა წინასწარ ვამზადებთ პროგრამას და ვფიქრობთ განსახილველ მასალაზე (რომ. 1:11, 12). თუ საკმარის დროს გამოვუყოფთ სამსახურებრივი შეხვედრისთვის მომზადებას, ეს უკეთ მოგვამზადებს დაკისრებული დავალების შესასრულებლად (2 ტიმ. 3:17).