საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 10/10 გვ. 2
  • შევთავაზოთ ახალი ბროშურა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შევთავაზოთ ახალი ბროშურა
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2010
  • მსგავსი მასალა
  • როგორ გამოვიყენოთ ბროშურა „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
  • მიბაძე იეჰოვას სხვებზე წრფელად ზრუნვაში
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
  • იყენებ ამ ბროშურებს?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2012
  • აუწყე კეთილი ცნობა სამეფოს შესახებ ბროშურებით
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2010
km 10/10 გვ. 2

შევთავაზოთ ახალი ბროშურა

1. რას გავავრცელებთ ნოემბერში და რა არის ამ პუბლიკაციის მიზანი?

1 2009 წელს საოლქო კონგრესზე დევიზით „იფხიზლეთ!“ გამოვიდა ახალი ბროშურა „რას გვამცნობს ბიბლია?“. მთელ მსოფლიოში კრებები მის გავრცელებას პირველად ნოემბრის თვეში დაიწყებენ. როგორ დაეხმარება ეს პუბლიკაცია ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს? ბევრმა, განსაკუთრებით მათ, ვინც ქრისტიანულ რელიგიებს არ მიეკუთვნება, ცოტა იცის ბიბლიის შესახებ. ამიტომ ბროშურის მე-3 გვერდზე ნათქვამია, რომ ის ნათელ წარმოდგენას შეუქმნის ხალხს ბიბლიაზე.

2. როგორ შევთავაზოთ ბროშურა?

2 როგორ შევთავაზოთ: შეგვიძლია ვუთხრათ: „გვაინტერესებს თქვენი აზრი ამ სიტყვებზე [წაიკითხე 2 ტიმოთეს 3:16.] ბევრი ეთანხმება ამ სიტყვებს, სხვებისთვის კი ბიბლია მხოლოდ კარგი წიგნია. თქვენ რას ფიქრობთ ბიბლიაზე? [დაელოდე, გიპასუხოს.] რომელ რელიგიასაც არ უნდა მივეკუთვნებოდეთ, საკმარისად გვაქვს მიზეზები, რომ პირადად გამოვიკვლიოთ ბიბლია [წაიკითხე ბროშურის მე-3 გვერდის დასაწყისში მოყვანილი აბზაცი]. თუ წაიკითხავთ ამ ბროშურაში ბიბლიის მოკლე შინაარსს, აღმოაჩენთ, რომ მთელ ბიბლიას ერთი თემა გასდევს“.

3. კიდევ როგორ შეგვიძლია ამ ბროშურის შეთავაზება განსაკუთრებით იქ, სადაც ხალხი ქრისტიანულ რელიგიებს არ მიეკუთვნება?

3 განსაკუთრებით იქ, სადაც ხალხი ქრისტიანულ რელიგიებს არ მიეკუთვნება, შეგიძლიათ უთხრათ: „ამ მუხლთან (ან ამ წმინდა წიგნთან) დაკავშირებით თქვენი აზრი გვაინტერესებს [წაიკითხე ფსალმუნის 37:11]. რას ფიქრობთ, როგორი იქნება დედამიწა, როცა ეს წინასწარმეტყველება შესრულდება? [დაელოდე, გიპასუხოს.] ეს არის იმედისა და ნუგეშის ერთ-ერთი მაგალითი, რომლის მიღებაც ყველანაირი კულტურისა და მრწამსის ადამიანს შეუძლია ბიბლიიდან“. წაიკითხე ბროშურის მე-3 გვერდის დასაწყისში მოყვანილი აბზაცი და შესთავაზე ბროშურა.

4. როგორ შეგვიძლია ამ ბროშურის დახმარებით ბიბლიის შესწავლის დაწყება?

4 დაიწყე ბიბლიის შესწავლა: განმეორებითი მონახულების დროს შეგვიძლია მობინადრეს წინა საუბარი შევახსენოთ და ამ საკითხთან დაკავშირებით მასთან ერთად განვიხილოთ წინასწარ შერჩეული ერთი ან ორი აბზაცი თანდართული კითხვების დახმარებით. ან თუ გვინდა, მაშინვე შევთავაზოთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“, შეგვიძლია მასთან ერთად წავიკითხოთ ბროშურის ბოლო გვერდი, მივაწოდოთ წიგნი და ვკითხოთ, რომელი თავი აინტერესებს; შემდეგ ამ თავიდან მასთან ერთად განვიხილოთ ერთი-ორი აბზაცი. დაე, ნოემბერში თითოეულმა სრული მონაწილეობა მივიღოთ ამ ბროშურის გავრცელებაში!

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება