სიხარულით განაწყვე გული გახსენების საღამოსთვის
1. რა ბრწყინვალე შესაძლებლობა გვეძლევა გახსენების საღამოს პერიოდში?
1 გახსენების საღამოს, რომელიც ჩატარდება სამშაბათს 26 მარტს, ბრწყინვალე შესაძლებლობა გვეძლევა, გავიხაროთ იმით, რაც ღმერთმა ჩვენ სახსნელად გააკეთა (ეს. 61:10). სანამ ეს დრო დადგება, დადებითი განწყობა დაგვეხმარება კარგად მომზადებაში. როგორ არის ეს შესაძლებელი?
2. რა აღგვძრავს, მოვემზადოთ გახსენების საღამოსთვის?
2 გახსენების საღამოსთვის მზადება. უფლის გახსენების საღამოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ თავად საღამო მარტივად აღინიშნება. თუმცა საჭიროა წინასწარ დაგეგმვა, რათა მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოგვრჩეს (იგავ. 21:5). საჭიროა დროისა და შესაბამისი ადგილის შერჩევა, სიმბოლოების მომზადება. შეხვედრის ადგილი უნდა დასუფთავდეს და მომზადდეს გახსენების საღამოსთვის. მომხსენებელი გულდასმით უნდა მოემზადოს. მომწესრიგებლებსა და იმ ძმებს, რომლებიც სიმბოლოებს ჩამოატარებენ, წინასწარ უნდა მიეცეთ მითითებები. უეჭველია, ამ ჩამონათვალიდან უმეტესობა უკვე მოგვარებულია. მადლიერების გრძნობა გამოსასყიდისადმი, რომელსაც ხსნის ძალა აქვს, აღგვძრავს, საუკეთესოდ მოვემზადოთ ამ განსაკუთრებული ღონისძიებისადმი (1 პეტ. 1:8, 9).
3. როგორ შეგვიძლია განვაწყოთ გული უფლის გახსენების საღამოსთვის?
3 განაწყვეთ გული. ასევე მნიშვნელოვანია, განაწყოთ გული, რათა სრულად ჩასწვდეთ გახსენების საღამოს მნიშვნელობას (ეზრ. 7:10). ამიტომ დრო უნდა გამოვყოთ, რომ წავიკითხოთ გახსენების საღამოსთვის განკუთვნილი ბიბლიური მონაკვეთები და ვიფიქროთ დედამიწაზე იესოს ცხოვრების ბოლო დღეებზე. იესოს თავგანწირვის სულზე ფიქრი აღგვძრავს, მივბაძოთ მას (გალ. 2:20).
4. რას მოაქვს შენთვის ყველაზე დიდი სიხარული ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლიდან?
4 ქრისტეს სიკვდილი ამტკიცებს იეჰოვას უზენაესობას. მისი მსხვერპლი გვათავისუფლებს ცოდვისა და სიკვდილისგან (1 იოან. 2:2). ის ასევე გზას გვიხსნის, კარგი ურთიერთობა გვქონდეს ღმერთთან და მივიღოთ მარადიული სიცოცხლე (კოლ. 1:21, 22). ამასთანავე, ქრისტეს სიკვდილი გვეხმარება, ვიცხოვროთ იეჰოვასადმი მიძღვნის თანახმად და ჩვენ, როგორც ქრისტეს მოწაფეებმა, შევინარჩუნოთ სიმტკიცე (მათ. 16:24). დაე, გახსენების საღამოსთვის მომზადებამ და მასზე დასწრებამ უფრო მეტი სიხარული მოგანიჭოთ.