შეთავაზების ნიმუშები
იანვრის პირველ შაბათს ბიბლიის შესწავლების დაწყება
„ყველას თავისი აზრი აქვს ღმერთზე. ზოგი ამბობს, რომ ის რაღაც იდუმალი ძალაა. ზოგი თვლის, რომ ის მოსიყვარულე მამაა. თქვენი აზრით, როგორია ღმერთი?“ [დაელოდე, გიპასუხოს.] აჩვენე 1 იანვრის „საგუშაგო კოშკის“ ბოლო გვერდი და ერთად განიხილეთ პირველი კითხვის ქვეშ მოცემული ინფორმაცია და წაუკითხე სულ მცირე ერთი ბიბლიური მუხლი მაინც. შესთავაზე ჟურნალები და შეთანხმდით განმეორებით მონახულებაზე, რომ პასუხი გასცეთ მომდევნო კითხვას.
საგუშაგო კოშკი 1 იანვარი
„ჩვენ ხალხს იმის შესახებ ვესაუბრებით, რაც ყველა ჩვენგანს აწუხებს, ეს არის საყვარელი ადამიანის დაკარგვა. თქვენც ეთანხმებით იმ აზრს, რომ საყვარელი მეგობრის ან ოჯახის წევრის სიკვდილზე ძნელი არაფერია ამ ქვეყნად? [დაელოდე, გიპასუხოს.] ბევრს ამ ბიბლიურმა მუხლმა ნუგეში და სიმშვიდე მოჰგვარა [წაიკითხე ესაიას 25:8.] ეს ჟურნალი საუბრობს იმ დანაპირებზე, რომლის თანახმადაც, მალე სიკვდილი აღარ იარსებებს და ჩვენი საყვარელი გარდაცვლილები სიცოცხლეს დაუბრუნდებიან“.
„გამოიღვიძეთ!“ იანვარი
„თქვენც ეთანხმებით იმ აზრს, რომ ოჯახები დღეს დიდი წნეხის ქვეშ არიან? [დაელოდე, გიპასუხოს.] ეს ბიბლიური იგავი გვეუბნება, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ოჯახი მტკიცე იყოს [წაიკითხე იგავების 24:3.] ბევრი ენდობა ბიბლიას, როგორც სიბრძნის წიგნს. ეს ჟურნალი საუბრობს იმ უნიკალურ ვებ-გვერდზე, რომელიც ბიბლიურ ცნობებზე დაყრდნობითაა შედგენილი და რომელიც ოჯახებს უფასოდ სთავაზობს ძვირფას რჩევებს“.