შეთავაზების ნიმუშები
ნოემბრის პირველ შაბათს ბიბლიის შესწავლების დაწყება
„ნახეთ, რა საინტერესო შეკითხვაა. [წაიკითხე 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკის“ ბოლო გვერდზე მოცემული პირველი შეკითხვა.] რას ფიქრობთ? [წაიკითხე ამ კითხვის ქვეშ მოცემული ორი აბზაცი და, სულ მცირე, ერთი ბიბლიური მუხლი.] თუ ნებას დამრთავთ, გამოგივლით და ვისაუბროთ, რატომ აღადგინა იესომ მკვდრები და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის“.
საგუშაგო კოშკი 1 ნოემბერი
«გიფიქრიათ, რატომ ხდება ამდენი საზარელი რამ მსოფლიოში? [დაელოდე, გიპასუხოს.] ამ კითხვაზე პასუხს ბიბლიის წიგნი „გამოცხადება“ გვცემს, კერძოდ, 12:9. [წაიკითხე.] თუმცა მე-12 მუხლი გვაიმედებს [წაიკითხე გამოცხადების 12:12.] ძალიან მალე ყველა გავთავისუფლდებით სატანის კლანჭებიდან. სტატიაში, „უნდა გვეშინოდეს სატანის?“, საუბარია, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი სატანის ზეგავლენისგან დღესვე; მასში აგრეთვე ახსნილია, თუ რა ბედი ეწევა მას მომავალში. აი, ინებეთ და გაეცანით».
გამოიღვიძეთ! ნოემბერი
„ბედნიერება ყველას გვსურს, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ძალიან ბევრი უბედურია. თქვენი აზრით, რა არის ბედნიერების საწინდარი? [დაელოდე, გიპასუხოს.] პირადად მე ბიბლიის დახმარებით დღეს ბედნიერი ვარ. ყურადღება მიაქციეთ ამ ბიბლიურ პრინციპს. [წაიკითხე ებრაელების 13:5.] ამ ჟურნალში მოყვანილია ბიბლიაზე დაფუძნებული ოთხი საშუალება, რომელიც ნამდვილი ბედნიერების მიღწევაში დაგეხმარებათ“.