ღვთის სიტყვის საუნჯე | ფსალმუნები 34—37
მიენდე იეჰოვას და კარგი აკეთე
„ნუ შეგშურდება მათი, ვინც უმართლობას სჩადის“
არ დაუშვა, რომ ბოროტი ადამიანების დროებითმა წარმატებამ იეჰოვასადმი მსახურებაში შეგიშალოს ხელი. იფიქრე სულიერ კურთხევებზე და ისწრაფე დასახული მიზნებისკენ.
„მიენდე იეჰოვას და კარგი აკეთე“
გჯეროდეს, იეჰოვა არ მიგატოვებს, როცა ეჭვები შეგიპყრობს და საწუხარი მოგიცავს. ის დაგეხმარება, რომ ერთგულება შეინარჩუნო.
დაკავებული იყავი ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებით.
„იეჰოვაში პოვე ნეტარება“
უკეთ რომ გაეცნო იეჰოვას, დაგეგმე, როდის წაიკითხავ ღვთის სიტყვას და იფიქრებ წაკითხულზე.
„იეჰოვას მიანდე შენი გზა“
ბოლომდე იყავი დარწმუნებული, რომ იეჰოვა ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარება.
კარგად მოიქეცი წინააღმდეგობის, დევნისა და ცილისწამების მიუხედავად.
„მდუმარედ იყავი იეჰოვას წინაშე და მოუთმენლად ელოდე მას“
თავი აარიდე წინდაუხედავ ქმედებებს, რომლებიც სიხარულსა და სულიერი უსაფრთხოების გრძნობას დაგაკარგვინებს.
„თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას“
ეძებე თვინიერება და თავმდაბლად დაელოდე იეჰოვას, ვიდრე ბოლოს არ მოუღებს უსამართლობას, რომელსაც ხვდები.
მხარში ამოუდექი თანამორწმუნეებს და დამწუხრებულებს დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაზე ესაუბრე, რომელიც ძალიან მალე დადგება.
მესიანური სამეფო ურიცხვ კურთხევებს მოუტანს კაცობრიობას