ღვთის სიტყვის საუნჯე | იოელი 1—3
„თქვენი ვაჟები და ასულები იწინასწარმეტყველებენ“
ცხებული ქრისტიანები მონაწილეობენ წინასწარმეტყველების საქმეში, ანუ ისინი ლაპარაკობენ „ღვთის დიდებული საქმეებზე“ და ქადაგებენ „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“ (საქ. 2:11, 17—21; მათ. 24:14). სხვა ცხვარიც მხარს უჭერს მათ და უერთდება ამ საქმეში.
რას ნიშნავს იეჰოვას სახელის მოხმობა?
- ვიცოდეთ ეს სახელი 
- პატივს მივაგებდეთ ამ სახელს 
- ვენდობოდეთ მას, ვინც ამ სახელს ატარებს 
ჰკითხე საკუთარ თავს: როგორ შემიძლია მხარი დავუჭირო ცხებულებს წინასწარმეტყველების საქმეში?