ღვთის სიტყვის საუნჯე | საქმეები 27, 28
პავლე რომში ხომალდით მიჰყავთ
პავლეს მაშინაც კი არ შეუწყვეტია ქადაგება, როცა დაპატიმრებული იყო. მან უქადაგა ხომალდზე მყოფთ. მას შემდეგ, რაც ხომალდი დაიმსხვრა და კუნძულ მალტაზე აღმოჩნდნენ, ის უეჭველად უქადაგებდა მათ, ვინც იქ განკურნა. რომში ჩასვლიდან, სულ რაღაც, სამი დღის შემდეგ მან გავლენიანი იუდეველები თავისთან მიიწვია, რათა მათთვის ექადაგა. ორწლიანი შინაპატიმრობის დროს ის ქადაგებდა ყველასთან, ვინც მის მოსანახულებლად მიდიოდა.
თუ შეზღუდული მდგომარეობა გაქვს, რის გაკეთება შეგიძლია, რომ კვლავაც იქადაგო სასიხარულო ცნობა?