ღვთის სიტყვის საუნჯე | გამოცხადება 1—3
„ვიცი შენი საქმეები“
- „შვიდი ვარსკვლავი“: ცხებული უხუცესები და, მთლიანობაში, უხუცესები კრებებში. 
- იესოს უჭირავს მარჯვენაში: იესოს სრული ძალაუფლება აქვს ვარსკვლავებზე, აკონტროლებს და ხელმძღვანელობს მათ. თუ რომელიმე უხუცესი საჭიროებს გამოსწორებას, იესო თავად გადაწყვეტს, როდის და როგორ გააკეთოს ეს. 
- „შვიდი ოქროს სალამპრე“: ქრისტიანული კრებები. როგორც სალამპრე ანათებდა ღვთის კარავში, ისე ქრისტიანული კრებები ანათებენ სულიერ სინათლეს (მათ. 5:14). იესო დადის სალამპრეებს შორის ანუ ხელმძღვანელობს კრებებს.