ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ
გჯეროდეთ, რომ გასაჭირში იეჰოვა მხარში ამოგიდგებათ!
ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებასთან ერთად, მოველით, რომ ცხოვრება უფრო გართულდება. ეს შეიძლება ჩვენს მატერიალურ მდგომარეობაზეც აისახოს (აბაკ. 3:16—18). მაგრამ თუ ყოველთვის იეჰოვაზე ვიქნებით დაიმედებული, ეკონომიკური სიდუხჭირე რწმენას ვერ შეგვირყევს. ღმერთი დაგვპირდა, რომ იზრუნებდა თავის მსახურებზე და ამაში ხელს ვერაფერი შეუშლის (ფსალმ. 37:18, 19; ებრ. 13:5, 6).
რა უნდა გააკეთოთ:
სთხოვეთ იეჰოვას ხელმძღვანელობა, სიბრძნე და მხარდაჭერა (ფსალმ. 62:8).
უარს ნუ იტყვით სამუშაოზე მაშინაც კი, როცა ესა თუ ის საქმე მანამდე არ შეგისრულებიათ (g 1/10 8, 9, ჩარჩოები).
არ ჩამორჩეთ სულიერ განრიგს — ყოველდღე იკითხეთ ღვთის სიტყვა, დაესწარით კრების შეხვედრებს და მონაწილეობა მიიღეთ მსახურებაში.
ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ «ᲐᲐᲨᲔᲜᲔᲗ ᲒᲐᲛᲫᲚᲔ ᲡᲐᲮᲚᲘ — „ᲓᲐᲡᲯᲔᲠᲓᲘᲗ ᲘᲛᲐᲡ, ᲠᲐᲪ ᲒᲐᲥᲕᲗ“», ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ:
რა სირთულეებს შეხვდნენ ოჯახები?
რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი?
როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ გაჭირვებულ და-ძმებს?