შესავალი
გაგჩენიათ ისეთი გრძნობა, რომ ღმერთი არ ისმენს თქვენს ლოცვებს? თუ ასეა, თქვენ გამონაკლისს არ წარმოადგენთ. ბევრი მიმართავს ღმერთს დახმარებისთვის, მაგრამ მათი პრობლემები პრობლემებად რჩება. ამ ჟურნალში ვიმსჯელებთ: რა გვარწმუნებს, რომ ღმერთი ისმენს ჩვენს ლოცვებს? რატომ რჩება ზოგი ლოცვა პასუხგაუცემელი? როგორ უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთმა შეისმინოს ჩვენი სათხოვარი?