საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w25 აპრილი გვ. 8-13
  • ჩვენთვის „კარგია ღმერთთან დაახლოება“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ჩვენთვის „კარგია ღმერთთან დაახლოება“
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲦᲛᲔᲠᲗᲗᲐᲜ ᲓᲐᲐᲮᲚᲝᲔᲑᲐ ᲒᲕᲐᲑᲔᲓᲜᲘᲔᲠᲔᲑᲡ
  • ᲦᲛᲔᲠᲗᲗᲐᲜ ᲓᲐᲐᲮᲚᲝᲔᲑᲐ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐᲡ ᲐᲖᲠᲡ ᲡᲫᲔᲜᲡ ᲓᲐ ᲘᲛᲔᲓᲡ ᲒᲕᲘᲡᲐᲮᲐᲕᲡ
  • ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲣᲐᲮᲚᲝᲕᲓᲔᲗ ᲙᲕᲚᲐᲕᲐᲪ ᲦᲛᲔᲠᲗᲡ
  • ᲨᲔᲪᲓᲝᲛᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲣᲮᲔᲓᲐᲕᲐᲓ ᲩᲕᲔᲜ ᲨᲔᲒᲕᲘᲫᲚᲘᲐ ᲦᲛᲔᲠᲗᲗᲐᲜ ᲓᲐᲐᲮᲚᲝᲔᲑᲐ
  • ᲦᲛᲔᲠᲗᲗᲐᲜ ᲓᲐᲐᲮᲚᲝᲔᲑᲐᲡ ᲛᲐᲠᲐᲓᲘᲣᲚᲐᲓ ᲨᲔᲕᲫᲚᲔᲑᲗ
  • ჩვენთვის კარგია და-ძმებთან დაახლოება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • გახსოვდეთ, იეჰოვა ცოცხალი ღმერთია!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • მოიშორეთ ეჭვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • თავმდაბლურად ვაღიაროთ, რომ ბევრი რამ არ ვიცით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
w25 აპრილი გვ. 8-13

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 15

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 30 ჩემო მამა, ჩემო ღმერთო, ჩემო მეგობარო!

ჩვენთვის „კარგია ღმერთთან დაახლოება“

„ჩემთვის კარგია ღმერთთან დაახლოება“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 73:28).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან დავინახავთ, როგორ დავუახლოვდეთ იეჰოვას და რატომ იქნება ეს ჩვენთვის სასიკეთო.

1, 2. ა) რა არის საჭირო, ვინმეს რომ დავუმეგობრდეთ? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

ᲒᲧᲐᲕᲗ ახლო მეგობარი? როგორ დაახლოვდით? ალბათ დიდ დროს ატარებდით ერთად და უფრო ახლოს ეცნობოდით. მოგწონდათ მისი თვისებები, რამაც სურვილი გაგიჩინათ, მიგებაძათ მისთვის. ბუნებრივია, ასეთმა ურთიერთობამ ერთმანეთი შეგაყვარათ.

2 ახლოს რომ გაიცნო და დაუმეგობრდე ვინმეს, დრო და ძალისხმევაა საჭირო. იმავეს თქმა შეიძლება იეჰოვასთან დამეგობრებაზეც. ამ სტატიაში განვიხილავთ, რა დაგვეხმარება, უფრო დავუახლოვდეთ იეჰოვას. თავიდან იმაზე ვიმსჯელოთ, რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ იეჰოვასთან მეგობრობა საუკეთესო არჩევანია.

3. რატომ უნდა დავფიქრდეთ იმ შედეგებზე, რაც იეჰოვასთან დაახლოებას მოაქვს? მოიყვანეთ მაგალითი.

3 ყველა ვეთანხმებით იმ აზრს, რომ ჩვენთვის კარგია იეჰოვასთან დაახლოება. თუმცა ამის სურვილი რომ არ გაგვინელდეს, იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რატომაა კარგი მასთან მეგობრობა (ფსალმ. 63:6–8). მაგალითად, ყველამ ვიცით, რომ ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა, საკმარისი დასვენება და წყლის დალევა კარგია. თუმცა მხოლოდ ამის ცოდნა ხშირ შემთხვევაში ადამიანს არ აძლევს იმის მოტივაციას, რომ გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას. მაგრამ თუ დაფიქრდება, რა დადებით გავლენას მოახდენს ჯანსაღი ცხოვრების წესი პირადად მასზე, მეტად იქნება მოტივირებული, იზრუნოს საკუთარ თავზე. სწორედ ასეა იეჰოვასთან დაახლოების შემთხვევაშიც. რაც უფრო ხშირად ვიფიქრებთ, რა სასიკეთო შედეგებს მოგვიტანს იეჰოვასთან ურთიერთობა, მით უფრო მეტად გაგვიძლიერდება მასთან დაახლოების სურვილი (ფსალმ. 119:27–30).

4. რა დასკვნა გააკეთა 73-ე ფსალმუნის დამწერმა? (ფსალმუნი 73:28).

4 წაიკითხეთ ფსალმუნის 73:28. 73-ე ფსალმუნის დამწერი ლევიანი მუსიკოსი იყო, რომელიც იეჰოვას ტაძარში მსახურობდა. როგორც ჩანს, ის წლების მანძილზე იეჰოვას ერთგულად ემსახურებოდა. მიუხედავად ამისა, მან საკუთარ თავსაც და სხვებსაც შეახსენა, რამდენად კარგი იყო იეჰოვასთან დაახლოება. მოდი უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ, რა სასიკეთო შედეგები მოაქვს იეჰოვასთან მეგობრობას.

ᲦᲛᲔᲠᲗᲗᲐᲜ ᲓᲐᲐᲮᲚᲝᲔᲑᲐ ᲒᲕᲐᲑᲔᲓᲜᲘᲔᲠᲔᲑᲡ

5. ა) რატომ გვაბედნიერებს ღმერთთან დაახლოება? ბ) როგორ დაგეხმარათ და რისგან დაგიცვათ ღვთიურმა სიბრძნემ? (იგავები 2:6–16).

5 რაც უფრო მეტად დავუახლოვდებით იეჰოვას, მით უფრო ბედნიერები ვიქნებით (ფსალმ. 65:4). ამის თქმის საფუძველს არაერთი მიზეზი გვაძლევს. მაგალითად, ღვთის სიტყვაში ჩაწერილი რჩევების გათვალისწინება გვეხმარება, ღვთიური სიბრძნით ვიცხოვროთ, რაც ცუდი გავლენისა და სერიოზული შეცდომებისგან გვიცავს (წაიკითხეთ იგავების 2:6–16). ბიბლიაში მართებულადაა ნათქვამი: „ბედნიერია კაცი, რომელმაც სიბრძნეს მიაკვლია და კაცი, რომელმაც გამჭრიახობა შეიძინა“ (იგავ. 3:13).

6. რატომ დაკარგა ფსალმუნმომღერალმა სიხარული?

6 ზოგჯერ შეიძლება იეჰოვას მეგობრებიც დანაღვლიანდნენ. 73-ე ფსალმუნის დამწერი ნეგატიურ ფიქრებს აჰყვა და სიხარული დაკარგა. მას შეშურდა იმ ხალხის, რომლებიც თითქოს უზრუნველად ცხოვრობდნენ, მაგრამ არც ღმერთი ადარდებდათ და არც მისი ნორმები. მან დაასკვნა, რომ ბოროტი და ქედმაღალი ადამიანები უფრო მდიდრები, ჯანმრთელები და პრობლემებისგანაც დაცულები იყვნენ (ფსალმ. 73:3–7, 12). ბოლოს იმაშიც კი დაეჭვდა, საერთოდ ღირდა თუ არა იეჰოვას მსახურება. თავისი განცდები მან ასეთი სიტყვებით გამოხატა: „მე კი ამაოდ ვუფრთხილდებოდი გულს და ამაოდ დავიბანე უდანაშაულობის ნიშნად ხელი“ (ფსალმ. 73:13).

7. როგორ შეგვიძლია მოვიქცეთ, თუ გული დაგვინაღვლიანდა და სიხარულს ვკარგავთ? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

7 მართალია, ფსალმუნმომღერალი დანაღვლიანდა, მაგრამ ამის გამო გულზე ხელი არ დაუკრეფია. ის „ღვთის დიდებულ წმინდა ადგილას“ მივიდა. იეჰოვაც დაეხმარა, სწორად შეეფასებინა სიტუაცია (ფსალმ. 73:17–19). იეჰოვამ, ჩვენმა საუკეთესო მეგობარმა, იცის, როდის გვეუფლება მსგავსი გრძნობები. ფსალმუნმომღერალივით ჩვენც, ასე ვთქვათ, უნდა მივიდეთ მასთან, ანუ ლოცვით მივმართოთ. ის თავისი სიტყვით და და-ძმების მეშვეობით დაგვეხმარება, რომ უარყოფითი ემოციების გამო ხელი არ ჩავიქნიოთ და გული არ ავიცრუოთ მსახურებაზე. მაშინაც კი, როცა ათასი საფიქრალი მოსვენებას გვიკარგავს, იეჰოვა გვანუგეშებს და დაგვამშვიდებს (ფსალმ. 94:19).a

ლევიანი ტაძრის შესასვლელსა და სპილენძის სამსხვერპლოს შორის დგას.

ლევიანი, რომელმაც 73-ე ფსალმუნი დაწერა, „ღვთის დიდებულ წმინდა ადგილას“ დგას (იხილეთ აბზაცი 7).


ᲦᲛᲔᲠᲗᲗᲐᲜ ᲓᲐᲐᲮᲚᲝᲔᲑᲐ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐᲡ ᲐᲖᲠᲡ ᲡᲫᲔᲜᲡ ᲓᲐ ᲘᲛᲔᲓᲡ ᲒᲕᲘᲡᲐᲮᲐᲕᲡ

8. კიდევ რატომაა კარგი ჩვენთვის იეჰოვასთან დაახლოება?

8 გამოვყოთ კიდევ ორი მხარე, თუ რატომ არის ჩვენთვის კარგი იეჰოვასთან დაახლოება. ერთი ის, რომ ჩვენს ცხოვრებას აზრს სძენს და მეორე ის, რომ მომავლის მტკიცე იმედს გვისახავს (იერ. 29:11). მოდი თითოეულზე უფრო ვრცლად ვიმსჯელოთ.

9. როგორ სძენს ჩვენს ცხოვრებას აზრს იეჰოვასთან დაახლოება?

9 ისინი, ვინც ღვთის არსებობას უარყოფენ, თვლიან, რომ ცხოვრებას აზრი არა აქვს და ერთ დღესაც კაცობრიობა არსებობას შეწყვეტს. თუმცა მას, ვინც იეჰოვას უახლოვდება, აზრიანი ცხოვრება აქვს, რადგან იცის, რომ ღმერთი „არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრ. 11:6). ღვთის მსახურის ცხოვრება აზრიანი იმიტომაც ხდება, რომ ის ამართლებს თავისი არსებობის მიზანს – ემსახურება ზეციერ მამას, იეჰოვას (კან. 10:12, 13).

10. რას გვპირდება იეჰოვა? (ფსალმუნი 37:29).

10 დღეს ადამიანთა უმეტესობისთვის უმთავრესი ისაა, რომ იმუშაოს, ოჯახი შექმნას, ბავშვები აღზარდოს და სამომავლოდ დანაზოგი გააკეთოს. შესაბამისად, მათ ცხოვრებაში ღმერთისთვის ადგილი აღარ რჩება. მათგან განსხვავებით იეჰოვას მსახურები იმედს მასზე ვამყარებთ (ფსალმ. 25:3–5; 1 ტიმ. 6:17). ეჭვი არ გვეპარება, რომ ღმერთი, რომელსაც დავუახლოვდით, თავის ყველა დაპირებას შეასრულებს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ მომავალში მარადიულად შევძლებთ მის თაყვანისცემას (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:29).

11. რა შედეგი მოაქვს ჩვენთვის იეჰოვასთან დაახლოებას და რას გრძნობს ის?

11 იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის კიდევ ერთი შედეგი ისაა, რომ იეჰოვა გვპატიობს, როცა ვინანიებთ (ეს. 1:18). ამიტომ არანაირი მიზეზი არ გვაქვს, რომ წარსული შეცდომების გამო დანაშაულის გრძნობა გვტანჯავდეს (ფსალმ. 32:1–5). გარდა ამისა, ბედნიერებას გვანიჭებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვას გულს ვუხარებთ (იგავ. 23:15). ცხადია, ეს არაა სრული ჩამონათვალი იმისა, თუ რა მოაქვს იეჰოვასთან ურთიერთობას. ახლა იმაზე ვისაუბროთ, რა უნდა გავაკეთოთ, კიდევ უფრო მეტად რომ დავუახლოვდეთ მას.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲣᲐᲮᲚᲝᲕᲓᲔᲗ ᲙᲕᲚᲐᲕᲐᲪ ᲦᲛᲔᲠᲗᲡ

12. რა გავაკეთეთ, რომ ღმერთს დავახლოვებოდით?

12 სანამ მოვინათლებოდით, იეჰოვასთან დასაახლოებლად არაერთი ნაბიჯი გადავდგით. ჩვენ ჯერ ჭეშმარიტება გავიგეთ იეჰოვასა და იესო ქრისტეს შესახებ, მოვინანიეთ წარსულში ჩადენილი ცოდვები, განვივითარეთ ღვთისადმი რწმენა და ვისწავლეთ მის მოსაწონად ცხოვრება. მაგრამ უფრო მეტად რომ დავუახლოვდეთ ღმერთს, კვლავაც უნდა გავაგრძელოთ ამ ყველაფრის კეთება (კოლ. 2:6).

13. რა დაგვეხმარება, კვლავაც დავუახლოვდეთ იეჰოვას?

13 რა უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ღმერთს? 1) უნდა ვიკითხოთ და ვიკვლიოთ ბიბლია. თუმცა ამ დროს ჩვენი მიზანი მხოლოდ ინფორმაციის მიღება არ უნდა იყოს. უნდა ვეცადოთ, დავინახოთ, რისი თქმა სურს ღმერთს ჩვენთვის და როგორ ვიხელმძღვანელოთ ბიბლიური პრინციპებით (ეფეს. 5:15–17). 2) უნდა გავიძლიეროთ რწმენა. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ვიფიქრებთ, როგორ გვარწმუნებს იეჰოვა თავის სიყვარულში. 3) უნდა გვძულდეს ის, რაც იეჰოვას სძულს და უნდა მოვერიდოთ მათთან სიახლოვეს, ვინც იეჰოვასთვის საძულველ საქმეებს სჩადის (ფსალმ. 1:1; 101:3).

14. როგორ შეგვიძლია ყოველდღიურ ცხოვრებაში გული გავუხაროთ ღმერთს? (1 კორინთელები 10:31; იხილეთ აგრეთვე სურათები).

14 წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:31. უნდა ვეცადოთ, ყოველთვის ვასიამოვნოთ იეჰოვას, რაშიც მხოლოდ მსახურება და კრებებზე სიარული არ იგულისხმება. ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში გვეძლევა ამის არაერთი შესაძლებლობა. მაგალითად, როცა პატიოსნად ვიქცევით და ხელგაშლილები ვართ (2 კორ. 8:21; 9:7). ამასთანავე, ვცდილობთ, ზომიერები ვიყოთ ჭამა-სმაში, ჯანსაღად ვიკვებოთ და, შეძლებისდაგვარად, ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე. ამგვარად ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ ღვთისგან ნაჩუქარ სიცოცხლეს. იეჰოვას უფრო ვაყვარებთ თავს, როცა პატარ-პატარა დეტალებშიც ვცდილობთ მისი აზრის გათვალისწინებას (ლუკ. 16:10).

ფოტოკოლაჟი: იეჰოვას სიამოვნებს იმის დანახვა, რომ 1) საგზაო მოძრაობის წესების ვიცავთ. ძმა მანქანით შუქნიშანთან წითელზე ჩერდება; 2) ვზრუნავთ ჯანმრთელობაზე. ძმა პარკში სწრაფი ნაბიჯით დადის; 3) ჯანსაღად ვიკვებებით. თეფშზე დევს სასარგებლო საკვები; 4) ვიჩენთ ხელგაშლილობას. დას ყვავილები და სადილი მიაქვს ასაკოვანი დისთვის, რომელსაც მხრის ფიქსატორი უკეთია.

იეჰოვას მოსაწონად ვიქცევით, როცა ვიცავთ საგზაო მოძრაობის წესებს, ვვარჯიშობთ, ვიკვებებით ჯანსაღად და ვართ ხელგაშლილები (იხილეთ აბზაცი 14).


15. როგორ უნდა მოვეპყროთ სხვებს?

15 იეჰოვა განურჩევლად ყველას მიმართ ავლენს სიკეთეს და ჩვენგანაც იმავეს მოელის (მათ. 5:45). ამიტომაც მოუწოდებს თავის მსახურებს, „არავინ შეურაცხყონ, არ იყვნენ მოჩხუბარნი . . . და ყველას რბილად მიუდგნენ“ (ტიტ. 3:2). ეს იმასაც გულისხმობს, რომ ზემოდან არ ვუყურებდეთ მათ, ვინც არ იზიარებს ჩვენს მრწამსს (2 ტიმ. 2:23–25). თუ ყოველთვის ვეცდებით, სიკეთე გავუკეთოთ სხვებს და ყურადღებიანები ვიყოთ, ეს უფრო დაგვაახლოებს ღმერთთან.

ᲨᲔᲪᲓᲝᲛᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲣᲮᲔᲓᲐᲕᲐᲓ ᲩᲕᲔᲜ ᲨᲔᲒᲕᲘᲫᲚᲘᲐ ᲦᲛᲔᲠᲗᲗᲐᲜ ᲓᲐᲐᲮᲚᲝᲔᲑᲐ

16. როგორი გრძნობები დაეუფლა ფსალმუნმომღერალს?

16 დროდადრო დაშვებული შეცდომების გამო შეიძლება ისეთი გრძნობა დაგვეუფლოს, რომ იეჰოვამ გული აიცრუა ჩვენზე. ამ მხრივ საინტერესოა, რა სიტუაციაში აღმოჩნდა 73-ე ფსალმუნის დამწერი. მან თქვა: „მე კი კინაღამ გადავუხვიე გზიდან, კინაღამ მომიცურდა ფეხი“ (ფსალმ. 73:2). მან იეჰოვას უთხრა: „გამწარებული, . . უჭკუო და მიუხვედრელი ვიყავი, უგუნურ პირუტყვს ვგავდი შენს თვალში“ (ფსალმ. 73:21, 22). ხომ არ იფიქრა, რომ იეჰოვამ გული აიცრუა მასზე?

17. ა) როგორ მოიქცა ფსალმუნმომღერალი, როცა ემოციურად ძალიან გაუჭირდა? ბ) რას გვასწავლის მისი მაგალითი? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

17 თუნდაც ფსალმუნმომღერალს ეფიქრა, რომ იეჰოვამ გული აიცრუა მასზე, ასეთ ფიქრებს გასაქანი არ მისცა. მაშინაც კი, როცა ემოციურად ძალიან უჭირდა, ის ხვდებოდა, რომ იეჰოვას უნდა დაახლოებოდა. ამაზე მისი სიტყვებიც მოწმობს: „სულ შენთან ვარ; შენ გიჭირავს ჩემი მარჯვენა. შენი რჩევით წამიძღვები და განმადიდებ“ (ფსალმ. 73:23, 24). ჩვენც იეჰოვას უნდა მივმართოთ დახმარებისთვის, თუ სულიერად მოვსუსტდებით ან გული გაგვიტყდება (ფსალმ. 73:26; 94:18). თუნდაც შეცდომა დავუშვათ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა ხელს არ გვკრავს, რადგან ის მიმტევებელია (ფსალმ. 86:5). განსაკუთრებით მაშინ გვჭირდება იეჰოვასთან დაახლოება, როცა ემოციურად ძალიან გვიჭირს (ფსალმ. 103:13, 14).

ფოტოკოლაჟი: 1) გულგატეხილი ძმა საწოლზე ზის; 2) მოგვიანებით კრების შეხვედრაზე ის უღიმის ერთ წყვილს, რომელიც კრების შეხვედრაზე ესალმება.

თუ სულიერად მოვსუსტდებით, იეჰოვასთან დასაახლოებლად უფრო ხშირად უნდა ვილოცოთ და რეგულარულად დავესწროთ კრების შეხვედრებს (იხილეთ აბზაცი 17).


ᲦᲛᲔᲠᲗᲗᲐᲜ ᲓᲐᲐᲮᲚᲝᲔᲑᲐᲡ ᲛᲐᲠᲐᲓᲘᲣᲚᲐᲓ ᲨᲔᲕᲫᲚᲔᲑᲗ

18. რატომაა ღმერთთან დაახლოების პროცესი დაუსრულებელი?

18 ბიბლიაში ნათქვამია, რომ განუზომელია იეჰოვას სიბრძნე და ცოდნა და „მიუკვლეველია მისი გზები“ (რომ. 11:33). ამიტომ თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ იეჰოვას გაცნობისა და მასთან დაახლოების პროცესი უსასრულოდ გაგრძელდება.

19. რაში გვარწმუნებს ფსალმუნები?

19 ფსალმუნის 79:13-ში წერია: „ჩვენ, შენი ხალხი და შენი ფარის ცხვრები, მადლობას მოგიძღვნით მარადიულად და ხოტბას შეგასხამთ თაობიდან თაობაში!“. გჯეროდეთ, თქვენც გაიხარებთ მარადიულად იმ ყველაფრით, რაც იეჰოვასთან დაახლოებას მოაქვს და თქვენც იტყვით: „ღმერთი იქნება ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი წილი მარადიულად“ (ფსალმ. 73:26).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • რატომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც იეჰოვასთან დაახლოებას მოაქვს?

  • რატომაა კარგი ჩვენთვის იეჰოვასთან დაახლოება?

  • რა უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ღმერთს?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 32 დადექით იეჰოვას მხარეს!

a თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ვერ ერევა უარყოფით ემოციებს, მას შეიძლება სპეციალისტის დახმარება დასჭირდეს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 2023 წლის „საგუშაგო კოშკი“, №1.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება