საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w25 ნოემბერი გვ. 31
  • მკითხველთა შეკითხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა შეკითხვები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • მსგავსი მასალა
  • ორ მძვინვარე მხეცთან დაპირისპირება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
  • რას მოასწავებს „გამოცხადება“ ღვთის მტრებისთვის?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
  • დიდი ბაბილონის დასჯა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
  • ნუ შეგეშინდებათ შიშის მომგვრელი მხეცების
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2019
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
w25 ნოემბერი გვ. 31

მკითხველთა შეკითხვები

რა განზრახვას ჩაუდებს იეჰოვა გულში ერებს უახლოეს მომავალში?

აღსანიშნავია გამოცხადების 17:16, 17-ში ჩაწერილი სიტყვები, რომლებიც „დიდი გასაჭირის“ დაწყებას უკავშირდება: „ათი რქა და მხეცი, შენ რომ იხილე, შეიძულებენ მეძავს, ააწიოკებენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ, რადგან ღმერთი გულში ჩაუდებს მათ, რომ განახორციელონ მისი განზრახვა, თავიანთი ერთობლივი განზრახვა, და მისცენ სამეფო მხეცს“. აქამდე ჩვენს პუბლიკაციებში იხსნებოდა, რომ იეჰოვა ერებს გულში „განზრახვას“ ჩაუდებდა, გაენადგურებინათ ცრუ რელიგიები.

თუმცა ამ საკითხის ხელახლა გადახედვამ მისი ახლებურად ახსნის საჭიროება შექმნა. „განზრახვა“, რომელსაც იეჰოვა გულში ჩაუდებს ერებს იმას გულისხმობს, რომ ისინი თავიანთ სამეფოს „ალისფერ მხეცს“ გადასცემენ. ქვემოთ ვიმსჯელებთ კითხვებზე, რომლებიც დაგვეხმარება, უკეთ ჩავწვდეთ ამ წინასწარმეტყველებას.

ვინ არიან ამ წინასწარმეტყველების მთავარი „მოქმედი პირები“? „მეძავი“ იგივე „დიდი ბაბილონი“, რომელიც განასახიერებს ცრუ რელიგიურ სამყაროს; „ალისფერი მხეცი“ – 1919 წელს დაარსებული სამშვიდობო ორგანიზაცია, რომელსაც ჯერ ერთა ლიგა ეწოდა, დღეს კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელითაა ცნობილი (გამოცხ. 17:3–5); „ათი რქა“ ანუ ყველა ის მთავრობა, რომლებიც ამ „მხეცს“ უჭერენ მხარს.

რა კავშირი აქვს მეძავს ალისფერ მხეცთან? როგორც წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, მეძავი ალისფერ მხეცზე ზის, ანუ მხარს უჭერს მხეცს, ცდილობს, თავის გავლენაში მოაქციოს და მართოს კიდეც.

რა ბედი ეწევა მეძავს? მხეცი და ათი რქა შეიძულებენ მეძავს. რაში გამოიხატება მათი სიძულვილი? იმაში, რომ გაძარცვავენ და მის ბოროტ საქმეებს გამოააშკარავებენ. მეტიც, ისინი გაანადგურებენ მას, რითაც მეძავისთვის გამოტანილი იეჰოვას განაჩენი აღსრულდება (გამოცხ. 17:1; 18:8). ასე მოეღება ბოლო ყველა ცრურელიგიურ ორგანიზაციას. თუმცა, ვიდრე ეს მოხდება, იეჰოვა ერებს ისეთ რამეს გააკეთებინებს, რაც კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს.

რას გააკეთებინებს იეჰოვა ერებს? ის ათი რქით წარმოდგენილ მთავრობებს გულში ჩაუდებს თავის განზრახვას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი „მხეცს [ანუ გაეროს] მისცემენ თავიანთ ძალასა და მმართველობის უფლებას“ (გამოცხ. 17:13). ასე რომ, მთავრობები თვითნებურად კი არ გადასცემენ ძალაუფლებას მხეცს, წინასწარმეტყველების თანახმად, ღმერთი მიაღებინებს მათ ამ გადაწყვეტილებას (იგავ. 21:1; შეადარეთ ესაიას 44:28). საინტერესოა, თანდათან მოხდება ძალაუფლების გადაცემა? არა, ეს მოულოდნელად, მყისიერად მოხდება. ძალაუფლებით აღჭურვილი მხეცი კი ღვთის განაჩენს აღასრულებს ცრუ რელიგიაზე და ერთხელ და სამუდამოდ გაანადგურებს მას.

ჩვენ რის მოლოდინში უნდა ვიყოთ? თუ ახალი ამბების მოსმენის დროს იმ მინიშნებების ძებნას დავიწყებთ, ნელ-ნელა როგორ უჭერენ მთავრობები მხარს გაეროს, ეს არ იქნებოდა გონივრული. ერთი რამ კარგად უნდა გვესმოდეს: იეჰოვა თავის განზრახვას მოულოდნელად ჩაუდებს გულში ერებს, რომ ძალაუფლება მხეცს გადასცენ. ეს იქნება იმის მიმანიშნებელი, რომ „დიდი გასაჭირი“ სადაცაა დაიწყება. მანამდე კი მოდი „გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ“, რადგან მალე მოულოდნელად შეიცვლება ყველაფერი (1 თეს. 5:6).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება