საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwbq სტატია 172
  • ვინ იყო მარიამ მაგდალელი?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ვინ იყო მარიამ მაგდალელი?
  • პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლია გვპასუხობს
  • იყო მარიამ მაგდალელი მეძავი?
  • იყო მარიამ მაგდალელი „მოციქულთა მოციქული“?
  • იყო მარიამ მაგდალელი იესო ქრისტეს ცოლი?
  • მაგდალელი მარიამი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • „უფალი ვნახე!“
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • მარიამი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
ijwbq სტატია 172
მარიამ მაგდალელი ცარიელი სამარხის წინ მკვდრეთით აღმდგარ იესოს ხვდება.

ვინ იყო მარიამ მაგდალელი?

ბიბლია გვპასუხობს

მარიამ მაგდალელი იესოს ერთგული მიმდევარი იყო. „მაგდალელი“, როგორც ჩანს, მომდინარეობს ქალაქის სახელწოდებიდან „მაგდალა“ (სავარაუდოდ მაგადანი), რომელიც გალილეის ზღვის მახლობლად მდებარეობდა. შესაძლოა მარიამი ოდესღაც იქ ცხოვრობდა.

მარიამ მაგდალელი ერთ-ერთი იყო იმ ქალებიდან, რომლებიც იესოსა და მის მოწაფეებს ქადაგების დროს თან დაჰყვებოდნენ და თავიანთი ქონებით ეხმარებოდნენ (ლუკა 8:1—3). მარიამი იესოს სიკვდილით დასჯის თვითმხილველი გახდა და მან ერთ-ერთმა პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი იესო (მარკოზი 15:40; იოანე 20:11—18).

  • იყო მარიამ მაგდალელი მეძავი?

  • იყო მარიამ მაგდალელი „მოციქულთა მოციქული“?

  • იყო მარიამ მაგდალელი იესო ქრისტეს ცოლი?

  • რამდენი მარიამია მოხსენიებული ბიბლიაში?

იყო მარიამ მაგდალელი მეძავი?

ბიბლიაში არ წერია, რომ მარიამ მაგდალელი მეძავი იყო. მარიამის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ იესომ მისგან შვიდი დემონი განდევნა (ლუკა 8:2).

მაშ, საიდან გაჩნდა აზრი, რომ მარიამი მეძავი იყო? მისი სიკვდილიდან საუკუნეების შემდეგ ზოგი ამტკიცებდა, რომ მართალია, ბიბლიაში სახელით არ არის მოხსენიებული, მაგრამ სწორედ მარიამი იყო ის ქალი (როგორც ჩანს მეძავი), რომელმაც იესოს საკუთარი ცრემლებით ფეხები დაბანა და თმებით შეუმშრალა (ლუკა 7:36—38). თუმცა ამ მოსაზრებას ბიბლია მხარს არ უჭერს.

იყო მარიამ მაგდალელი „მოციქულთა მოციქული“?

არა. კათოლიკური ეკლესია მარიამს „წმინდა მარიამ მაგდალელად“ მოიხსენიებს. მას აგრეთვე „მოციქულთა მოციქულს“ უწოდებენ, რადგან ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც იესოს მკვდრეთით აღდგომის შესახებ ამცნო მოციქულებს (იოანე 20:18). თუმცა ამ ფაქტის გამო ის მოციქული არ გამხდარა (ლუკა 6:12—16).

ბიბლიის წერა დაახლოებით ახ. წ. პირველი საუკუნის მიწურულს დასრულდა. თუმცა ეკლესიის წინამძღოლებმა მხოლოდ მეექვსე საუკუნეში აღამაღლეს მარიამი და მას განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭეს. მე-2 და მე-3 საუკუნეების წერილებში, რომლებიც არ წარმოადგენენ ბიბლიის ნაწილს, აღნიშნულია, რომ იესოს ზოგიერთ მოციქულს მარიამის შურდა. თუმცა ასეთ გამოგონილ ამბებს არანაირი ბიბლიური საფუძველი არ აქვს.

იყო მარიამ მაგდალელი იესო ქრისტეს ცოლი?

არა. ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ იესოს ცოლი არ ჰყოლია.a

a იხილეთ სტატია: „დაქორწინებული იყო იესო? ჰყავდა მას და-ძმები?“.

რამდენი მარიამია ბიბლიაში მოხსენიებული?

ბიბლიაში ექვსი ქალია მოხსენიებული, რომლებსაც მარიამი ერქვათ.b

  1. 1) იესოს დედა (მათე 1:18).

  2. 2) მართას და ლაზარეს და (იოანე 11:1, 2).

  3. 3) მარიამ მაგდალელი (ლუკა 8:2).

  4. 4) იაკობის და იოსეს დედა (მათე 27:56).

  5. 5) მარკოზად წოდებული იოანეს დედა (საქმეები 12:12).

  6. 6) რომში მცხოვრები ქრისტიანი ქალი, რომელიც კრებისთვის ბევრს ირჯებოდა (რომაელები 16:6).

b „მარიამი“ არის ბერძნული სახელი, რომელიც შეესატყვისება ებრაულ სახელს „მირიამს“. ეს სახელი მოსეს დას ერქვა (1 მატიანე 6:3).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება