საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwhf სტატია 28
  • როგორი უნდა იყოს კარგი მამა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორი უნდა იყოს კარგი მამა
  • რჩევები ოჯახებს
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • მამის როლი
  • რატომ არის მამის როლი ასეთი მნიშვნელოვანი?
  • მამები და ქალიშვილები
  • რა ხდება, როცა ოჯახში ბავშვი იბადება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • უთხარი, რომ გიყვარს!
    შემთხვევები
  • ბავშვების მიმტოვებელი მამები — ნამდვილად შეუძლიათ მათ შვილებისგან გაქცევა?
    გამოიღვიძეთ! — 2000
  • როგორი უნდა იყოს კარგი მამა?
    გამოიღვიძეთ! — 2013
იხილეთ მეტი
რჩევები ოჯახებს
ijwhf სტატია 28
მამა თინეიჯერ ქალიშვილთან ერთად მომღიმარი სახით მიაბიჯებს ქუჩაზე.

რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი

როგორი უნდა იყოს კარგი მამა

ამ სტატიაშია:

  • მამის როლი

  • რატომ არის მამის როლი ასეთი მნიშვნელოვანი?

  • მამები და ქალიშვილები

  • რას გვირჩევენ სხვები

მამის როლი

  • ბავშვის დაბადებამდე. როგორი ქმარიც ხართ, დიდი ალბათობით, ისეთივე მამა იქნებით. ერთ წიგნში ნათქვამია:

    „მამაკაცი, რომელიც ფეხმძიმე მეუღლეს სხვადასხვა საქმის შესრულებაში ეხმარება და ყველა პროცესშია ჩართული, მაგალითად, ეგზავნება საყიდლებზე, დაჰყვება ექიმთან, ექოსკოპიაზე და უსმენს ნაყოფის გულისცემას, დიდი ალბათობით, ბავშვის დაბადების შემდეგაც აქტიურად იქნება ჩართული მისი აღზრდის პროცესში“ (Do Fathers Matter?).

    „არ მინდოდა, ჩემს მეუღლეს ეფიქრა, რომ მარტოს მოუწევდა ორსულობასთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვა, ამიტომ მის დასახმარებლად ყველაფერს ვაკეთებდი. ერთად მოვაწყეთ ბავშვის ოთახიც. ორივესთვის განსაკუთრებული პერიოდი იყო. მთელი გულით ველოდებოდით ბავშვის დაბადებას“ (ჯეიმზი).

    ბიბლიური პრინციპი: „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:4).

  • ბავშვის დაბადების შემდეგ. მამასა და შვილს შორის მჭიდრო კავშირი მაშინ ყალიბდება, როდესაც მამას ხელში უჭირავს ჩვილი და ეთამაშება. მამებო, ბავშვის მოვლა თქვენი მოვალეობაცაა. თუ მაქსიმალურად იქნებით ჩართული ბავშვის აღზრდაში, ეს მის განვითარებაზე დადებითად აისახება. თუ ასე იქცევით, აჩვენებთ, რომ თქვენი შვილი ძალიან ძვირფასია თქვენთვის.

    „შვილებთან ბავშვებივით იყავით. ეთამაშეთ, მათთან ერთად იცელქეთ და სერიოზულად ნუ დაიჭერთ თავს. არ დაგავიწყდეთ, რომ სიყვარულზე პირველ შთაბეჭდილებას ბავშვს მშობელი უქმნის“ (რიჩარდი).

    მამა ახალშობილს ეფერება.

    ბიბლიური პრინციპი: „შვილები მემკვიდრეობაა იეჰოვასგან, ჯილდოა მუცლის ნაყოფი!“ (ფსალმუნი 127:3).

  • ბავშვის ზრდის პროცესში. კვლევები ცხადყოფს, რომ ის ბავშვები, რომლებსაც მამებთან ახლო ურთიერთობა აქვთ, კარგი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან, ნაკლებად აქვთ ემოციური პრობლემები, იშვიათად ხდებიან ნარკოტიკებზე დამოკიდებული და ნაკლებად სჩადიან დანაშაულს. ამიტომ დრო დაუთმეთ თქვენს შვილს და ეცადეთ, მასთან ახლო ურთიერთობა განივითაროთ.

    „როცა ჩემი შვილი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად, მითხრა, რომ ყველაზე მეტად სადილის და მგზავრობის დროს ჩვენი საუბრები მოენატრებოდა. ხშირად ისეთ დროს შედგებოდა ხოლმე ჩვენ შორის კარგი საუბარი, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი. ეს კი იმის დამსახურება იყო, რომ ერთად დიდ დროს ვატარებდით“ (დენისი).

    მამა და შვილი ნავში სხედან და საუბარში არიან გართულნი.

    ბიბლიური პრინციპი: „კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იცხოვროთ, როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა; გონივრულად გამოიყენეთ დრო“ (ეფესოელები 5:15, 16).

რატომ არის მამის როლი ასეთი მნიშვნელოვანი?

ტრადიციულად მიიჩნევა, რომ მამას ოჯახის რჩენა და მის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ევალება, დედას კი უფრო ოჯახის წევრების ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვა (კანონი 1:31; ესაია 49:15). თუმცა, მეტწილად, ოჯახებში ორივე მშობელი ითავსებს სხვადასხვა როლს. როგორც კვლევები ადასტურებს, დედასაც და მამასაც თავ-თავიანთი წვლილი შეაქვთ იმაში, რომ ოჯახში განსაკუთრებული გარემო შეიქმნას.a

ჯუდით ვალერშტაინმა, ექსპერტმა ოჯახურ საკითხებში, მამის როლის მნიშვნელოვნება საკუთარი ოჯახის მაგალითის საფუძველზე ახსნა. თავის წიგნში ის წერს: „როცა ჩემი თორმეტი წლის გოგონა ავარიაში მოჰყვა და სასწრაფოს საავადმყოფოში გადაჰყავდა, მოითხოვა, რომ მანქანაში მის გვერდით მამა ყოფილიყო, რადგან ასე უფრო დაცულად იგრძნობდა თავს. უკვე საავადმყოფოში კი მე მთხოვდა, რომ გვერდიდან არ მოვშორებოდი“.b

„მამას შეუძლია თავის ოჯახს სტაბილურობის და უსაფრთხოების განცდა შეუქმნას, რაც ქალს დამოუკიდებლად გაუჭირდებოდა. თუმცა ქალი, თავის მხრივ, თბილი ატმოსფეროს შექმნას უწყობს ხელს და ოჯახის წევრებსაც უადვილდებათ მისთვის გულის გადაშლა. ორივენი ერთად კარგ გუნდს ქმნიან“ (დანიელი).

ბიბლიური პრინციპი: „მოისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის რჩევას ნუ წაუყრუებ“ (იგავები 1:8).

მამები და ქალიშვილები

მამებო, თქვენი ქალიშვილები თქვენს მაგალითზე სწავლობენ, როგორ უნდა ექცეოდეს კაცი ქალს:

  • ისინი აკვირდებიან, როგორ ექცევით მეუღლეს. როცა თქვენი ქალიშვილი ხედავს, რომ მეუღლის მიმართ სიყვარულსა და პატივისცემას ავლენთ, ხვდება, მომავალში როგორი ადამიანი უნდა ჰყავდეს გვერდით (1 პეტრე 3:7).

    თინეიჯერი გოგონა ღიმილით აკვირდება სადილის დროს მშობლებს. მამას მეუღლის ხელი უჭირავს და ერთად იცინიან.
  • ისინი აკვირდებიან, როგორ ექცევით მათ. როდესაც თქვენს ქალიშვილს პატივისცემით ექცევით, ის საკუთარი თავის პატივისცემას სწავლობს და სხვა მამაკაცებისგანაც ავტომატურად მსგავს მოპყრობას მოელის.

    ამის საპირისპიროდ, მუდმივი კრიტიკა გოგონას ღირსების გრძნობას ულახავს და შეიძლება შეეცადოს, რომ სხვა მამაკაცებს მოაწონოს თავი, მათ შორის ისეთებს, რომლებსაც სულაც არ აქვთ სუფთა ზრახვა მის მიმართ.

    „გოგონა, რომელსაც თბილი და მოსიყვარულე მამის მხარდაჭერა არ აკლია, უღირს მამაკაცზე არ გააკეთებს არჩევანს“ (უეინი).

a ბევრმა მარტოხელა დედამ მეუღლის გარეშეც წარმატებით გაართვა თავი შვილების აღზრდას.

b წიგნი: The Unexpected Legacy of Divorce.

რას გვირჩევენ სხვები

გრეგორი, მისი ქალიშვილი ოლივია და მეუღლე ოდრი

„განსაკუთრებით თინეიჯერობის პერიოდში დაუთმეთ თქვენს ქალიშვილებს დრო და აგრძნობინეთ, რომ ისევ ძველებურად გიყვართ. ეს მათ უსაფრთხოების განცდას შეუქმნის და დაეხმარება, რომ ნებისმიერ თემაზე თავისუფლად ისაუბროს თქვენთან. თუ ყოველთვის დაკავებული ხართ, ისინი იგრძნობენ ამას და სხვისგან ეცდებიან ყურადღების მიღებას“ (გრეგორი მეუღლესთან, ოდრისთან, და ქალიშვილთან, ოლივიასთან ერთად).

შეჯამება: როგორი უნდა იყოს კარგი მამა

  • ბავშვის დაბადებამდე მოემზადეთ მამობისთვის. ის, თუ როგორ ეპყრობით მეუღლეს ფეხმძიმობის დროს, აჩვენებს, როგორი მამა იქნებით.

  • ახლო ურთიერთობა გქონდეთ ბავშვთან. ის ბავშვები, რომლებსაც მამებთან ახლო ურთიერთობა აქვთ, კარგი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან, ნაკლებად აქვთ ემოციური პრობლემები და იშვიათად ხდებიან ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებული.

  • იყავით კარგი მეუღლე. როცა თქვენი ქალიშვილი ხედავს, როგორი სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობით მეუღლეს, სხვა მამაკაცებისგანაც ავტომატურად მსგავს მოპყრობას მოელის.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება