საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwyp სტატია 105
  • როგორ დავძლიო სიმორცხვე?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ დავძლიო სიმორცხვე?
  • ახალგაზრდების შეკითხვები
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გაარკვიე მიზეზი
  • დასახე სამოქმედო გეგმა
  • რატომ არ შემიძლია უფრო თავისუფლად ურთიერთობა?
    გამოიღვიძეთ! — 1999
  • როგორ დავძლიო სიმორცხვე სხვებთან ურთიერთობისას?
    გამოიღვიძეთ! — 1999
  • როგორ დავძლიო პირისპირ საუბრის კომპლექსი?
    ახალგაზრდების შეკითხვები
  • როგორ გამოვნახო სხვებთან საერთო ენა?
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 2
იხილეთ მეტი
ახალგაზრდების შეკითხვები
ijwyp სტატია 105
წვეულებაზე გოგონა განმარტოებით ზის.

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ დავძლიო სიმორცხვე?

სიმორცხვის გამო შეიძლება ხელიდან გაუშვა სხვებთან დამეგობრებისა და ბედნიერი წუთებით ტკბობის შესაძლებლობა.

თუმცა სიმორცხვე ყოველთვის ცუდი როდია. მორცხვი ადამიანი რაიმეს თქმამდე ფიქრობს და უკეთესი მსმენელი და დამკვირვებელია.

აღსანიშნავია ისიც, რომ მდგომარეობა გამოუვალი არაა. სიმორცხვის დაძლევა შესაძლებელია. ამ სტატიაში მოცემულია პრაქტიკული რჩევები, რომლებიც დაგეხმარება სიმორცხვის დაძლევაში.

  • გაარკვიე მიზეზი

  • დასახე სამოქმედო გეგმა

  • რას ამბობენ შენი თანატოლები

გაარკვიე მიზეზი

სიმორცხვის გამო შეიძლება ვინმესთან პირისპირ საუბრის იდეაც კი გზარავდეს. შედეგად, თავი შესაძლოა გარიყულად იგრძნო. თუკი სიმორცხვის მიზეზებზე დაფიქრდები, მიხვდები, რომ შენი შიშები სრულიად უსაფუძვლოა. მოდი ვიმსჯელოთ სამ ფართოდ გავრცელებულ შიშზე.

  • 1: „არ ვიცი, რაზე ვისაუბრო“.

    სხვებს შესაძლოა დაავიწყდეთ, რა თქვი, მაგრამ არასდროს დაავიწყდებათ, როგორ აგრძნობინე თავი. ამ შიშის დაძლევას მოახერხებ, თუ კარგი მსმენელი იქნები და გულწრფელად დაინტერესდები სხვების აზრით.

    დაფიქრდი: როგორი მეგობრის ყოლას ამჯობინებდი? ისეთს ისურვებდი მეგობრად, ვინც გამუდმებით ლაქლაქებს თუ ვინც კარგი მსმენელია?

  • 2: „მოსაწყენი ადამიანი ვარ“.

    საგულისხმოა, რომ მნიშვნელოვანწილად სწორედ შენზეა დამოკიდებული, როგორ ადამიანად ჩაგთვლიან სხვები. თუკი სხვებს შენს შინაგან სამყაროს გააცნობ, შეძლებ ამ შიშის დაძლევას და მათ უკეთეს წარმოდგენას შეუქმნი შენზე.

    დაფიქრდი: თუ ფიქრობ, რომ შენზე ყველა ცუდი აზრისაა, პრობლემა შენში ხომ არაა? შენ ხომ არ განსჯი სხვებს არასწორად?

  • 3: „თუკი რამეს არასწორად ვიტყვი, შევრცხვები“.

    მართალია, ეს გრძნობა ყველას დაუფლებია, მაგრამ, თუ საკუთარ შეცდომებზე გაღიმებას ისწავლი, ამით სხვებს მიახვედრებ, რომ საკუთარი თავი სრულყოფილი არ გგონია.

    დაფიქრდი: ხომ გსიამოვნებს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთაც თავი სრულყოფილი და შეუცდომელი არ ჰგონიათ?

იცოდი თუ არა? ზოგი ფიქრობს, რომ მორცხვი არაა, რადგან ბევრს ემესიჯება. მაგრამ, ნუ დაგავიწყდება, რომ ნამდვილ მეგობრობას მხოლოდ პირისპირ ურთიერთობა აყალიბებს. ფსიქოლოგი და ტექნოლოგიების ექსპერტი შერი ტერკლი თავის ნაშრომში ამბობს: „ნამდვილ ურთიერთობას მაშინ ვამყარებთ, როცა გვესმის ერთმანეთის ხმა და ვხედავთ ერთმანეთის სახეს“.a

გოგონა წვეულებაზე ერთ წყვილთან საუბრობს.

თუ შიშს მოერევი, აღმოაჩენ, რომ ადამიანთან პირისპირ საუბარი არც ისეთი საშიში ყოფილა, როგორიც გეგონა!

დასახე სამოქმედო გეგმა

  • საკუთარ თავს სხვას ნუ შეადარებ. არაა აუცილებელი, ყველა ექსტროვერტი (ბუნებით აქტიური) იყოს. გახსოვდეს, შენი მიზანი ისაა, რომ დაძლიო სიმორცხვე, რათა შეძლო სხვებთან დამეგობრება და ბედნიერი წუთებით ტკბობა.

    „სულ არაა აუცილებელი, რომ გრძელ საუბრებში ჩაება და არც ის, რომ კამპანიის სული და გული გახდე. უბრალოდ გაიცანი ის, ვისაც არ იცნობ და დასვი რამდენიმე კითხვა“ (ალისია).

    ბიბლიური პრინციპი: „თითოეული თავის საქმეებს დაუკვირდეს; ეს მოუტანს მას სიხარულს და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარება“ (გალატელები 6:4).

  • იყავი დაკვირვებული. შენიშნე, როგორ ურთიერთობენ კომუნიკაბელური ადამიანები სხვებთან და როგორ იწყებენ საუბარს; როდის გამოსდით მათ ეს, როდის — არა. რა მხრივ შეგიძლია მიჰბაძო მათ?

    „დააკვირდი ისეთებს, რომელთაც არ უჭირთ სხვებთან დამეგობრება — როგორ იქცევიან ისინი ან რას ამბობენ, როცა ვინმეს პირველად ხვდებიან“ (აარონი).

    ბიბლიური პრინციპი: „რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცს ლესავს“ (იგავები 27:17).

  • დასვი კითხვები. ხალხს, როგორც წესი, უყვარს საკუთარი აზრის გამოთქმა. ამიტომ კითხვების დასმა კარგი საშუალებაა სხვებთან საუბრის წამოსაწყებად. თუ კითხვებს თავად დასვამ, ნაკლებად მოექცევი ყურადღების ცენტრში.

    „წინასწარ მომზადება დაგეხმარება, ნაკლებად ინერვიულო. თუკი სადმე წასვლამდე დაფიქრდები, რა თემებზე ისაუბრებ ან რა კითხვებს დასვამ, ეს შეგიმსუბუქებს უცნობ ადამიანებთან შეხვედრის სტრესს“ (ალანა).

    ბიბლიური პრინციპი: „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:4).

a ამონარიდი ერთ-ერთი წიგნიდან (Reclaiming Conversation).

რას ამბობენ შენი თანატოლები

კელსი

„გაგაოცებს იმის დანახვა, თუ როგორ რეაგირებენ ადამიანები ისეთ უმნიშვნელო ჟესტზეც კი, როგორიცაა ღიმილი ან უბრალო მისალმება. ეს შეგძენს მეტ თავდაჯერებას და მომდევნო ჯერზე უფრო გაგიადვილდება უცხოსთან საუბრის წამოწყება“ (კელსი).

რობინი

„რაღაც კუთხით ყველა ადამიანი საინტერესოა და სხვებისთვის რაღაცის გაზიარება შეუძლია. მაგრამ, თუკი არასდროს გაიხსნები, ვერავინ შენიშნავს შენს კარგ თვისებებს“ (რობინი).

ვერონიკა

„მორცხვიც რომ იყო, თუკი ხალხი შენ გვერდით თავს კომფორტულად იგრძნობს, დადებითად განეწყობიან შენდამი. გაუღიმე სხვებს; შენი ღიმილი გულწრფელი იმ შემთხვევაში იქნება, თუკი სხვებში კარგის დანახვას შეეცდები“ (ვერონიკა).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება