საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mrt სტატია 72
  • მნიშვნელოვანია სიმართლის ცოდნა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მნიშვნელოვანია სიმართლის ცოდნა?
  • სხვადასხვა
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • არსებობს ჭეშმარიტება?
  • როგორ შეგიძლიათ ჭეშმარიტების პოვნა?
  • საიდან იღებს სათავეს სიცრუე?
  • რატომაა სიცრუე დღეს ასე გავრცელებული?
  • რატომ არის სიმართლის ცოდნა მნიშვნელოვანი?
  • რატომ სურს ღმერთს, იცოდეთ სიმართლე?
  • რას გააკეთებს ღმერთი, რომ სიცრუე აღარავინ გაავრცელოს?
  • მიჰბაძეთ ჭეშმარიტების ღმერთს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • ქრისტიანები თაყვანს სცემენ ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
იხილეთ მეტი
სხვადასხვა
mrt სტატია 72
პოლიტიკოსი აქციაზე შეკრებილ ხალხს მიმართავს.

მნიშვნელოვანია სიმართლის ცოდნა?

რთული ხომ არ გახდა სიმართლისა და სიცრუის ერთმანეთისგან გარჩევა? დღეს ბევრი ადამიანი ფაქტებით კი არ ხელმძღვანელობს, არამედ ემოციების კარნახით და საკუთარი მოსაზრებებით განსაზღვრავს, დაიჯეროს თუ არა რაიმე. ბოლო პერიოდში ფართო საზოგადოება აქტიურად იყენებს სიტყვას „პოსტსიმართლე“, რომელიც ზემოთქმული მდგომარეობის აღსაწერად შეიქმნა.a ის ხაზს უსვამს დღევანდელ მსოფლიოში უამრავი ადამიანის დამოკიდებულებას სიმართლესთან დაკავშირებით. მათი აზრით, ჭეშმარიტება არ არსებობს.

საზოგადოებაში ასეთი დამოკიდებულება ახალი არ არის. დაახლოებით 2 000 წლის წინ რომაელმა გამგებელმა, პონტიუს პილატემ, იესოს ცინიკურად დაუსვა კითხვა: „ჭეშმარიტება რაღაა?“ (იოანე 18:38). მართალია, პილატე არ დალოდებია იესოს პასუხს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მან მნიშვნელოვანი კითხვა დასვა. მის კითხვაზე პასუხს ბიბლია გვცემს და გვეხმარება, სიმართლე სიცრუისგან გავარჩიოთ.

არსებობს ჭეშმარიტება?

დიახ. ბიბლიაში სიტყვა „ჭეშმარიტება“ გამოიყენება დადგენილი ფაქტის ან იმის აღსანიშნავად, რაც სწორი და მართებულია. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვაb არის აბსოლუტური სიმართლის წყარო. მას „ჭეშმარიტების ღმერთი“ ეწოდება (ფსალმუნი 31:5). ბიბლიაში ჭეშმარიტება ღვთის შთაგონებით ჩაიწერა და ის შედარებულია სინათლეს, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში გზას გვინათებს ანუ გვხელმძღვანელობს (ფსალმუნი 43:3; იოანე 17:17).

როგორ შეგიძლიათ ჭეშმარიტების პოვნა?

ღმერთს არ სურს, ბრმად დავიჯეროთ ბიბლიური ჭეშმარიტება. პირიქით, ის მოგვიწოდებს, რომ აზროვნების უნარი გამოვიყენოთ და არ ვიმოქმედოთ ემოციების კარნახით (რომაელები 12:1). ღმერთს სურს, გავიცნოთ და „მთელი გონებით“ შევიყვაროთ ის. ღმერთი იმასაც მოგვიწოდებს, რომ რასაც ბიბლიიდან ვსწავლობთ, ჩავუკვირდეთ და თავად დავრწმუნდეთ მის სისწორეში (მათე 22:37, 38; საქმეები 17:11).

საიდან იღებს სათავეს სიცრუე?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ პირველი ტყუილი ღვთის მტერმა, სატანა ეშმაკმა, წარმოთქვა, რის გამოც მას „სიცრუის მამა“ ეწოდება (იოანე 8:44). მან ღვთის შესახებ ტყუილი უთხრა პირველ ადამიანებს (დაბადება 3:1—6, 13, 17—19; 5:5). იმ დროიდან მოყოლებული სატანა სიცრუეს ავრცელებს და მალავს სიმართლეს ღვთის შესახებ (გამოცხადება 12:9).

რატომაა სიცრუე დღეს ასე გავრცელებული?

თანამედროვე პერიოდში, რომელსაც ბიბლია „ბოლო დღეებს“ უწოდებს, სატანის გავლენა დღითი დღე იზრდება. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის, თუ რატომ ატყუებს ხალხი ერთმანეთს და რატომ შეჰყავთ სხვები შეცდომაში (2 ტიმოთე 3:1, 13). სიცრუეს დღეს ბევრი რელიგიაც ავრცელებს. ბიბლიაში ჩვენს დროსთან დაკავშირებით ასეთი რამ იყო ნაწინასწარმეტყველები: „შემოიკრებენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს. ჭეშმარიტებას ყურს აღარ ათხოვებენ“ (2 ტიმოთე 4:3, 4).

რელიგიურ ლიდერს ხელში ბიბლია უჭირავს და მიმართავს აუდიტორიას, ხალხი კი ტაშს უკრავს.

რატომ არის სიმართლის ცოდნა მნიშვნელოვანი?

ზოგადად სიმართლის ცოდნაა საჭირო, ვინმეს რომ ენდო. ნდობის გარეშე კი შეუძლებელია მეგობრობის განვითარება და საზოგადოების გაერთიანება. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთს სურს, ჩვენი თაყვანისცემა ჭეშმარიტებას ეფუძნებოდეს: „[ღვთის] თაყვანისმცემლები მას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“ (იოანე 4:24). გაეცანით სტატიათა სერიას „ღმერთზე გავრცელებული სიცრუე“ და გაიგეთ, რა ტყუილს ავრცელებენ რელიგიები და როგორ შეგიძლიათ, არ მისცეთ მათ მიერ გავრცელებულ სიცრუეს თქვენი ცხოვრების მართვის უფლება.

რატომ სურს ღმერთს, იცოდეთ სიმართლე?

ღვთის სურვილია, მარადიულად იცხოვროთ! თუმცა ამისთვის საჭიროა, მის შესახებ სიმართლე იცოდეთ (1 ტიმოთე 2:4). თუ გაიგებთ, რას იწონებს ღმერთი და რას — არა, და შეეცდებით, შესაბამისად იცხოვროთ, მასთან დაახლოებას შეძლებთ (ფსალმუნი 15:1, 2). ხალხს სიმართლე რომ სცოდნოდა, ღმერთმა დედამიწაზე იესო გამოგზავნა. ამიტომ მას სურს, იესოს მოძღვრებების თანახმად ვიცხოვროთ (მათე 17:5; იოანე 18:37).

რას გააკეთებს ღმერთი, რომ სიცრუე აღარავინ გაავრცელოს?

ღმერთს სძულს, ხალხი ერთმანეთს რომ ატყუებს და შეცდომაში შეჰყავთ სხვები. ის დაგვპირდა, რომ გაანადგურებს ყველას, ვინც სიცრუეს ავრცელებს (ფსალმუნი 5:6). როცა ღმერთი თავის ამ განზრახვას სისრულეში მოიყვანს, კიდევ ერთ დაპირებას შეასრულებს: „მართალთა ბაგე არასოდეს მოისპობა“ (იგავები 12:19).

ბიბლიური მუხლები სიმართლესა და სიცრუეზე

იოანე 8:44: „[ეშმაკი] ცრუა და სიცრუის მამაა“.

რას ნიშნავს ეს სიტყვები: პირველი ტყუილი სატანა ეშმაკმა თქვა და ყოველი სიცრუის სათავე ის გახდა.

იგავები 12:22: „ცრუ ბაგეები სძულს იეჰოვას“.

რას ნიშნავს ეს სიტყვები: ყველას, ვისაც იეჰოვა უყვარს, მის მსგავსად უნდა სძულდეს სიცრუე.

იოანე 4:24: „[ღვთის] თაყვანისმცემლები მას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“.

რას ნიშნავს ეს სიტყვები: ღვთის სურვილია, მის შესახებ სიმართლე ვიცოდეთ და ასე ვცემდეთ მას თაყვანს.

იოანე 8:32: „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“.

რას ნიშნავს ეს სიტყვები: სიმართლე, რომელსაც იესო ჰფენდა ნათელს, გვათავისუფლებს უმეცრებისგან, ცრურწმენებისგან და რელიგიური თუ სხვა სიცრუისგან. გაეცანით სტატიას «რას ნიშნავს სიტყვები „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“?».

1 ტიმოთე 2:4: „[ღმერთს] სურს, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“.

რას ნიშნავს ეს სიტყვები: ღვთის სურვილია, გავიგოთ ჭეშმარიტება მის შესახებ და ამგვარად ხსნა მოვიპოვოთ.

a „პოსტსიმართლე“ 2016 წლის სიტყვად დასახელდა (The Oxford Dictionaries).

b იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება