ამერიკული სექტა ხართ?
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სათაო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებშია განთავსებული, ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები ადასტურებს, რომ ჩვენ ამერიკული სექტა არ ვართ:
- ზოგიერთი განმარტების თანახმად, სექტა არის ჯგუფი, რომელიც გამოეყო რელიგიას, რათა ახალ რელიგიად ჩამოყალიბებულიყო. იეჰოვას მოწმეები არ არიან გამოყოფილი სხვა რომელიმე რელიგიური ჯგუფისგან. ნაცვლად ამისა, ჩვენ აღვადგინეთ პირველი საუკუნის ქრისტიანობა. 
- იეჰოვას მოწმეები აქტიურად მსახურობენ 230-ზე მეტ ქვეყანაში. მნიშვნელობა არ აქვს რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩვენ განსაკუთრებულ ერთგულებას ვავლენთ იესო ქრისტესა და იეჰოვა ღმერთის, და არა ამერიკის შეერთებული შტატების ან რომელიმე სხვა მთავრობის მიმართ (იოანე 15:19; 17:15, 16). 
- ჩვენი ყველა სწავლება ბიბლიაზეა დაფუძნებული და არა ამერიკის შეერთებული შტატების რომელიმე რელიგიური ლიდერის წერილებზე (1 თესალონიკელები 2:13). 
- ჩვენი ხელმძღვანელი ადამიანი კი არა — იესო ქრისტეა (მათე 23:8—10).