საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwbq სტატია 68
  • ვინ მიდის ჯოჯოხეთში?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ვინ მიდის ჯოჯოხეთში?
  • პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლია გვპასუხობს:
  • რას ამბობს ბიბლია ჯოჯოხეთის შესახებ?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ჯოჯოხეთი ის არ ყოფილა, რაც ეგონათ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • რა არის სინამდვილეში ჯოჯოხეთი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • სინამდვილეში არსებობს თუ არა „ჯოჯოხეთი“?
    შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
იხილეთ მეტი
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
ijwbq სტატია 68

ვინ მიდის ჯოჯოხეთში?

ბიბლია გვპასუხობს:

ჯოჯოხეთი (ბიბლიის ორიგინალის ენებზე „შეოლი“ და „ჰადესი“) იგივე სამარეა და არა ცეცხლოვანი საწამებელი. ვინ მიდის ჯოჯოხეთში? როგორც კარგი, ისე ცუდი ადამიანები (იობი 14:13; ფსალმუნი 9:17). ბიბლიაში ნათქვამია, რომ კაცობრიობის საერთო სამარე „ყველა ცოცხლის შესაკრებელი სახლია“ (იობი 30:23).

იესოც კი, როცა მოკვდა, ჯოჯოხეთში მოხვდა. მაგრამ ის „მიტოვებული არ იყო ჯოჯოხეთში“, რადგან ღმერთმა აღადგინა (საქმეები 2:31, 32, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი).

მარადიული საწამებელია ჯოჯოხეთი?

ყველა, ვინც ჯოჯოხეთში მიდის, მკვდრეთით აღდგება — იესო მათ ღვთის ძალით სიცოცხლეს დაუბრუნებს (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15). მომავალ აღდგომასთან დაკავშირებით გამოცხადების 20:13-ში ვკითხულობთ: „სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს მკვდრები, რომლებიც იყვნენ მათში“ („საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“). ერთხელაც ჯოჯოხეთში აღარავინ დარჩება და იქ აღარასდროს არავინ მოხვდება, რადგან „აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხადება 21:3, 4; 20:14).

თუმცა, ყველა, ვინც კვდება, არ მიდის ჯოჯოხეთში. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ზოგი იმდენად გაბოროტდა, რომ ვერასდროს შეიცვლება (ებრაელები 10:26, 27). როდესაც ასეთები კვდებიან, ჯოჯოხეთში კი არა, „გეენაში“ ხვდებიან, რომელიც მარადიული განადგურების სიმბოლოა (მათე 5:29, 30). მაგალითად, იესომ თქვა, რომ ზოგი თვალთმაქცი რელიგიური წინამძღოლი იესოს დღეებში გეენაში მოხვდებოდა (მათე 23:27—33).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება