საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwbq სტატია 102
  • ცოდვაა აზარტული თამაში?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ცოდვაა აზარტული თამაში?
  • პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლია გვპასუხობს:
  • რა არის ცუდი აზარტულ თამაშებში?
    გამოიღვიძეთ! — 2002
  • მოერიდეთ აზარტული თამაშების მახეს
    გამოიღვიძეთ! — 2002
  • განსჯის ბიბლია აზარტულ თამაშებს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • აზარტული თამაშები
    გამოიღვიძეთ! — 2015
იხილეთ მეტი
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
ijwbq სტატია 102
მოთამაშე ტელევიზორში გათამაშების შედეგებს ადევნებს თვალყურს და ამოწმებს, მოიგებს თუ არა რამეს

ცოდვაა აზარტული თამაში?

ბიბლია გვპასუხობს:

ღვთის სიტყვა კონკრეტულად არაფერს ამბობს აზარტულ თამაშებზე, მაგრამ ბიბლიის პრინციპების საფუძველზე შეგვიძლია დავინახოთ, რომ ღვთის თვალში აზარტული თამაში ცოდვაა (ეფესოელები 5:17).a

  • აზარტული თამაშისკენ ადამიანს სიხარბე უბიძგებს, რაც ღმერთისთვის საძულველია (1 კორინთელები 6:9, 10; ეფესოელები 5:3, 5). მოთამაშეები მოელიან, რომ სხვების წაგების ხარჯზე იშოვიან ფულს, მაგრამ სხვების ქონების მისაკუთრების სურვილს ბიბლია განსჯის (გამოსვლა 20:17; რომაელები 7:7; 13:9, 10).

  • აზარტული თამაშის დროს, თუნდაც მცირე თანხის მოგების შემთხვევაში ადამიანს ფულის სიყვარული უვითარდება, რაც ერთობ საზიანოა (1 ტიმოთე 6:9, 10).

  • მოთამაშეები ხშირად იღბალზე არიან დაიმედებული ან ცრუმორწმუნეობრივ ჩვეულებას მიმართავენ. მაგრამ ღვთის თვალში ერთიც და მეორეც კერპთაყვანისმცემლობის ფორმაა, რაც სრულიად ეწინააღმდეგება მის თაყვანისმცემლობას (ესაია 65:11).

  • ღმერთი თავის სიტყვაში არ მოგვიწოდებს, რომ ხელის გაუნძრევლად ვიშოვოთ რამე, არამედ პირიქით, გვირჩევს საკუთარი შრომით ვირჩინოთ თავი (ეკლესიასტე 2:24; ეფესოელები 4:28). ის, ვინც ითვალისწინებს ბიბლიის რჩევას, „საკუთარი შრომით მოპოვებულს“ შეჭამს (2 თესალონიკელები 3:10, 12).

  • აზარტული თამაში ადამიანში აღვივებს შეჯიბრის სულს, რასაც ბიბლია განსჯის (გალატელები 5:26).

a აზარტული თამაში განსხვავებული სახითაა ნახსენები ბიბლიაში და ისიც მხოლოდ რომაელ ჯარისკაცებთან მიმართებით, რომლებმაც წილი ყარეს ანუ პირადი გამორჩენის მიზნით, ასე ვთქვათ, ითამაშეს იესოს სამოსელზე (მათე 27:35; იოანე 19:23, 24).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება