საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwbq სტატია 127
  • ვინ მოიყვანა კაენმა ცოლად?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ვინ მოიყვანა კაენმა ცოლად?
  • პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლია გვპასუხობს:
  • საიდან მოიყვანა კაენმა ცოლი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • ღვიძლი ძმები, რომლებსაც განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • გაბრაზებიდან მკვლელობამდე
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • კაენი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
ijwbq სტატია 127
კაენი და მისი ცოლი

ვინ მოიყვანა კაენმა ცოლად?

ბიბლია გვპასუხობს:

პირველი წყვილის, ადამისა და ევას, უფროსმა ვაჟმა კაენმა საკუთარ დაზე ან სხვა ახლო ნათესავზე იქორწინა. ამ დასკვნამდე კაენისა და მისი ოჯახის შესახებ ბიბლიაში ჩაწერილ ისტორიას მივყავართ.

რა ვიცით კაენისა და მისი ოჯახის შესახებ?

  • ყველა ადამიანი ადამისა და ევასგან წარმოიშვა. „მან ერთი ადამიანიდან [ადამისგან] შექმნა ყველა ხალხი, რათა მთელი დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ“ (საქმეები 17:26). ადამის ცოლი ევა „ყოველი ცოცხლის დედა“ გახდა (დაბადება 3:20). აქედან გამომდინარე, კაენი, როგორც ჩანს, ადამისა და ევას ერთ-ერთ შთამომავალზე დაქორწინდა.

  • კაენი და აბელი ადამისა და ევას პირველი შვილები იყვნენ (დაბადება 4:1, 2). როცა კაენი თავისი ძმის მკვლელობისთვის ღმერთმა განდევნა, მან დაიჩივლა: „ნებისმიერი შემხვედრი მომკლავს“ (დაბადება 4:14). ვის შეიძლებოდა მოეკლა იგი? ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ადამს „შეეძინა ვაჟები და ასულები“ (დაბადება 5:4). ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ კაენზე შესაძლოა შური ეძია ადამისა და ევას რომელიმე შთამომავალს.

  • კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ნათესავზე დაქორწინება ჩვეულებრივი რამ იყო. მაგალითად, ღვთის ერთგულმა მსახურმა აბრაამმა ცოლად თავისი ნახევარდა შეირთო (დაბადება 20:12). თუმცა საუკუნეების შემდეგ ასეთი ქორწინება მოსეს კანონით აიკრძალა (ლევიანები 18:9, 12, 13). როგორც ჩანს, ძველად ახლო ნათესავებს შორის ქორწინების შედეგად ბავშვები გენეტიკური დეფექტებით არ იბადებოდნენ.

  • ბიბლია ადამ და ევასა და მათი ოჯახის შესახებ ზუსტ ინფორმაციას გვაწვდის. ადამის გენეალოგიურ ხაზზე დეტალურ ინფორმაციას არა მხოლოდ მოსეს მიერ დაწერილ „დაბადების“ წიგნში ვკითხულობთ, არამედ მემატიანეების, ეზრასა და ლუკას, წიგნებშიც (დაბადება 5:3—5; 1 მატიანე 1:1—4; ლუკა 3:38). ბიბლიის დამწერები კაენს მოიხსენიებდნენ როგორც ისტორიულ პირს (ებრაელები 11:4; 1 იოანე 3:12; იუდა 11).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება