საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwbq სტატია 136
  • ღვთისმშობელია მარიამი?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ღვთისმშობელია მარიამი?
  • პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლიის თვალსაზრისი
  • რისი სწავლა შეგვიძლია მარიამისგან?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • „იეჰოვას მხევალი ვარ!“
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
  • მცდარი შეხედულება 5: მარიამი ღვთისმშობელია
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • მარიამი (იესოს დედა)
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
იხილეთ მეტი
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
ijwbq სტატია 136
მარიამი პატარა იესოსთან ერთად

ღვთისმშობელია მარიამი?

ბიბლიის თვალსაზრისი

არა. ბიბლიაში არ წერია, რომ მარიამი ღვთისმშობელია; არც ის წერია, რომ ქრისტიანებმა მას თაყვანი უნდა სცენ.a დაფიქრდით:

  • მარიამს არასოდეს უთქვამს, რომ ღვთისმშობელი იყო. ბიბლიაში წერია, რომ მარიამმა „ღვთის ძე“ შვა და არა თავად ღმერთი (მარკოზი 1:1 სსგ; ლუკა 1:32).

  • იესო ქრისტეს არასოდეს უთქვამს, რომ მარიამი ღვთისმშობელი იყო, ან რომ ის უნდა განედიდებინათ. უფრო მეტიც, იესომ თვალსაზრისი შეუსწორა ერთ ქალს, რომელმაც მარიამს განსაკუთრებული პატივი მიაგო, და უთხრა: „ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას!“ (ლუკა 11:27, 28).

  • ბიბლიაში არსად არის მოხსენიებული სიტყვები: „ღვთისმშობელი“ და „თეოტოკოს“ (დედა ღვთისა).

  • ბიბლიაში „ცის დედოფალი“ მარიამს კი არ ეწოდება, არამედ ცრუ ქალღმერთს, რომელსაც განდგომილი ისრაელები სცემდნენ თაყვანს (იერემია 44:15—19). შესაძლოა „ცის დედოფალი“ ბაბილონის ქალღმერთი იშთარი (ასტარტე) იყო.

  • პირველი საუკუნის ქრისტიანები მარიამს არც თაყვანს სცემდნენ და არც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ. ადრინდელი ქრისტიანების შესახებ ერთი ისტორიკოსი თავის ნაშრომში აღნიშნავს: „ისინი უარყოფდნენ ნებისმიერ კულტს. შესაძლოა შიშობდნენ, რომ მარიამის მიმართ გადამეტებული ყურადღების გამოვლენით სხვებში იმის ეჭვი არ გამოეწვიათ, რომ თითქოსდა ისინი ქალღმერთის თაყვანისმცემლები იყვნენ“ (In Quest of the Jewish Mary).

  • ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი ყოველთვის არსებობდა (ფსალმუნი 90:1, 2; ესაია 40:28). რამდენადაც ღმერთს დასაბამი არ აქვს, შეუძლებელია, რომ მას დედა ჰყავდეს. გარდა ამისა, როგორ დაიტევდა მარიამი მუცელში ღმერთს, რომლის შესახებაც ბიბლიაში ნათქვამია, რომ მას ზეცათა ზეცაც კი ვერ იტევს?! (1 მეფეები 8:27).

მარიამი — იესოს დედა და არა ღვთისმშობელი

მარიამი იყო ებრაელი, დავით მეფის შთამომავალი (ლუკა 3:23—31). თავისი რწმენისა და ერთგულების გამო მას ღმერთი ძვირფასად თვლიდა (ლუკა 1:28). ღმერთმა სწორედ მარიამი აირჩია, რომ იესოს დედა გამხდარიყო (ლუკა 1:31, 35). მარიამსა და იოსებს, მის მეუღლეს, იესოს გარდა სხვა შვილებიც ჰყავდათ (მარკოზი 6:3).

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მარიამი იესოს მოწაფე გახდა, თუმცა მის შესახებ ბევრი არაფერია ნათქვამი (საქმეები 1:14).

რატომ ფიქრობს ზოგი, რომ მარიამი ღვთისმშობელია?

მარიამის თაყვანისცემა ახ. წ. IV საუკუნის ბოლოდან იღებს სათავეს. იმ დროისთვის კათოლიკური რელიგია რომის იმპერიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. შედეგად, ბევრი, ვინც იმ დრომდე წარმართულ თაყვანისცემას მისდევდა, ქრისტიანი გახდა. იმ პერიოდში კათოლიკურმა ეკლესიამ სამების შესახებ არაბიბლიური სწავლება შეითვისა.

სამების დოგმატმა ბევრი სასულიერო პირი იმ აზრამდე მიიყვანა, რომ თუ იესო ღმერთი იყო, მაშინ მარიამი ღვთისმშობელი უნდა ყოფილიყო. ახ. წ. 431 წელს ეფესოს საეკლესიო კრებამ მარიამს „დედა ღვთისა“ უწოდა და ამით მარიამის თაყვანისცემას ჩაუყარა საფუძველი. მოგვიანებით მათ, ვინც ქრისტიანობა მიიღო, თავიანთი ნაყოფიერების ქალღმერთების, არტემიდას (რომაელებისთვის დიანა) და ისიდას, გამოსახულებები მარიამის გამოსახულებით ჩაანაცვლა.

ახ. წ. 432 წელს პაპმა სიქსტუს III-მ ბრძანება გასცა, რომ რომში ღვთისმშობლის საპატივცემულოდ ეკლესია აეგოთ. ეს ეკლესია რომაელი ქალღმერთის, ლუსინას, ტაძართან ახლოს ააგეს, რომელსაც მშობიარე ქალების მფარველად მიიჩნევდნენ. ერთი მწერლის სიტყვების თანახმად, ეს ეკლესია „დღემდე იმის სიმბოლოდ რჩება, თუ როგორ შეერწყა „დიდი დედის“ წარმართული კულტის თაყვანისცემა მარიამის თაყვანისცემას რომის გაქრისტიანების შემდეგ (Mary—The Complete Resource).

a ზოგიერთი რელიგია ასწავლის, რომ მარიამი ღვთისმშობელია. ისინი მარიამს მოიხსენიებენ როგორც „ცის დედოფალს“ ან თეოტოკოს, რაც ბერძნულად ნიშნავს „დედა ღვთისას“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება