სქოლიო
b ადამის ცოდვა რომ გაებათილებინა, იესო უნდა მომკვდარიყო არა როგორც სრულყოფილი ბავშვი, არამედ როგორც სრულყოფილი კაცი. ნუ დაგვავიწყდება, რომ ადამმა საკუთარი ნებით შესცოდა, თანაც იცოდა ცოდვის სერიოზულობა და შედეგები. აქედან გამომდინარე, „უკანასკნელი ადამი“ რომ გამხდარიყო და ცოდვა დაეფარა, იესო საქმეში მთლიანად უნდა ყოფილიყო ჩახედული და შეგნებულად უნდა გაეკეთებინა არჩევანი, კერძოდ კი იეჰოვასადმი უმწიკვლობა შეენარჩუნებინა (1 კორინთელები 15:45, 47). ამრიგად, იესოს ერთგულებით — მოწამებრივი სიკვდილის ჩათვლით — გამართლდა მრავალი (რომაელები 5:18, 19).