სქოლიო
a მოციქული პავლეს მიერ გამოყენებული ბერძნული სიტყვა, რომელიც აქ „კეთილგონიერებად“ არის ნათარგმნი, შეუძლებელია ქართულად ყოველთვის ერთი და იმავე სიტყვით ითარგმნოს. ეს სიტყვა ნიშნავს მორჩილებას, საკუთარ უფლებებზე უარის თქმას, სხვების გათვალისწინებას და სხვებთან რბილ მიდგომას. ამ სიტყვას იყენებენ იმ ადამიანის დასახასიათებლად, რომელიც ჯიუტი არ არის, სხვის გრძნობებს ითვალისწინებს და დამთმობია. ამგვარად, ამ სიტყვას იყენებენ ისეთ გონიერ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც კანონის ზედმიწევნით დაცვას ან საკუთარი უფლებების დაცვას არ ითხოვს.