სქოლიო
a უზომოდ მჭამელი კაცი ხარბია და თავშეუკავებელი, რაც მისი აზროვნების მაჩვენებელია. ასე რომ, ჭამაში ზომიერებას ადამიანის წონა კი არ განსაზღვრავს, არამედ საჭმლისადმი დამოკიდებულება. შეიძლება კაცი საშუალო წონისა ან გამხდარიც კი იყოს, მაგრამ უზომოდ მჭამელი. შეიძლება ზოგის ჭარბი წონა ავადმყოფობით ან გენეტიკური ფაქტორებით იყოს განპირობებული. მთავარია საკვების მიმართ კაცის დამოკიდებულება და არა მისი წონა (იხილეთ 2004 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ მკითხველთა შეკითხვები).