-
რატომ უნდა ვიყოთ წმინდები?საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ნოემბერი
-
-
3, 4. რას განასახიერებდა აარონისა და მისი ვაჟების წყლით დაბანა? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
3 წაიკითხეთ ლევიანების 8:5, 6. იეჰოვამ აარონი ისრაელის მღვდელმთავრად დანიშნა, მისი ვაჟები კი — მღვდლებად. აარონი იესო ქრისტეს წარმოადგენს, ხოლო მისი ძეები ცხებულ ქრისტიანებს განასახიერებენ.
-
-
რატომ უნდა ვიყოთ წმინდები?საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ნოემბერი
-
-
4 აარონის ძეების დაბანა განასახიერებდა მათ განწმენდას, ვინც ზეციერი მღვდლობისთვის იქნებოდა არჩეული. საინტერესოა, უკავშირდება თუ არა ცხებულების ნათლობა აარონის ვაჟების განწმენდას? არა, რადგან ნათლობა ადამიანს ცოდვისგან არ ათავისუფლებს; ნათლობით ადამიანი თავის ცხოვრებას იეჰოვა ღმერთს უძღვნის. ცხებული ქრისტიანები „სიტყვის საშუალებით“ განიწმინდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ქრისტეს სწავლებების თანახმად უნდა იცხოვრონ (ეფეს. 5:25—27). ისინი ამგვარად წმინდავდებიან. მაგრამ, რის თქმა შეიძლება „სხვა ცხვარზე“? (იოან. 10:16).
5. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ „სხვა ცხვარი“ ღვთის სიტყვით განიწმინდება?
5 აარონის ძეები იესოს „სხვა ცხვარს“, „უამრავ ხალხს“, არ წარმოადგენენ (გამოცხ. 7:9). მაგრამ საინტერესოა, მიწიერი იმედის მქონენიც ცხებულების მსგავსად განიწმინდებიან ღვთის სიტყვით? რა თქმა უნდა! როცა ეს ადამიანები ბიბლიას კითხულობენ და იგებენ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს იესოს დაღვრილ სისხლს, რწმენას ავლენენ ამ ყოველივესადმი და „წმინდა მსახურებას ასრულებენ . . . დღე და ღამე“ (გამოცხ. 7:13—15). ცხებული ქრისტიანები და „სხვა ცხვარი“ გამუდმებით იწმინდებიან, რის შედეგადაც ისინი სხვებისგან კარგი საქციელით გამოირჩევიან (1 პეტ. 2:12). წარმოგიდგენიათ, რამდენად ბედნიერია იეჰოვა, როცა ხედავს ცხებული ქრისტიანებისა და „სხვა ცხვრის“ სიწმინდესა და ერთობას, რომლებიც უსმენენ თავიანთ მწყემსს, იესოს და ფეხდაფეხ მიჰყვებიან მას!
-