-
იქონიეთ ისეთივე რწმენა, როგორიც აბრაამს ჰქონდა!საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 აგვისტო
-
-
მტერი შეტევაზე გადმოდის
16. ა) რატომ ჟღერს დაბადების 14:1-ის შესავალი სიტყვები ავისმომასწავებლად? ბ) რა იყო ოთხი აღმოსავლელი მეფის შემოჭრის მიზეზი?
16 ‘მოხდა ისე, რომ შინყარის მეფე ამრაფელის დროს არიოქმა, ელასარის მეფემ, ქედარლაღომერმა, ელამისc მეფემ და თიდაყალმა, გოიების მეფემ, ბრძოლა გამართეს’. ებრაულ ორიგინალში შესავალი სიტყვები („მოხდა ისე, რომ. . .“) ავისმომასწავებლად ჟღერს; ისინი მიანიშნებენ „განსაცდელის პერიოდზე, რომელიც კურთხევით მთავრდება“ (დაბადება 14:1, 2, აქ, სქოლიო). განსაცდელი იმით დაიწყო, რომ ეს ოთხი აღმოსავლელი მეფე და მათი ჯარი ქანაანს შემოესია და ააოხრა. რა იყო მათი მიზანი? ხუთ ქალაქში — სოდომში, გომორში, ადმაში, ცებოიმსა და ბედაყში მომხდარი აჯანყების ჩახშობა. ამბოხებული ქალაქების დამარცხების შემდეგ „ყველა ესენი შეიკრიბნენ სიდიმის ველზე, სადაც ახლა მლაშე ზღვაა“. ლოტი ოჯახთან ერთად იქვე ახლოს ცხოვრობდა (დაბადება 14:3—7).
-
-
იქონიეთ ისეთივე რწმენა, როგორიც აბრაამს ჰქონდა!საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 აგვისტო
-
-
კრიტიკოსები ადრე ირწმუნებოდნენ, რომ შინყარში ელამი არასოდეს სარგებლობდა ასეთი დიდი გავლენით, და რომ ცნობა ქედარლაღომერის თავდასხმის შესახებ გამონაგონი იყო. ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ არქეოლოგიური ნივთმტკიცებები როგორ ადასტურებს ბიბლიური ცნობის სიზუსტეს, შეგიძლიათ იხილოთ 1989 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვ. 4—7, (რუს.).
-