საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მივენდოთ ჩვენს წინამძღოლს — ქრისტეს!
    საგუშაგო კოშკი — 2018 | ოქტომბერი
    • ვინ მიუძღოდა ღვთის ხალხს აღთქმული მიწისკენ?

      5. რა უცნაური რამ შეემთხვა იესო ნავეს ძეს იერიხონთან ახლოს? (იხილეთ სურათი 22-ე გვერდზე)

      5 იორდანეს გადაკვეთიდან მალევე, იესო ნავეს ძეს უცნაური რამ შეემთხვა. იერიხონთან ახლოს მას შემოხვდა კაცი, რომელსაც ხელში „შიშველი მახვილი“ ეჭირა. იესო ნავეს ძემ ჰკითხა უცნობს: „მტერი ხარ თუ მოყვარე?“. ის გაოცებული დარჩა, როცა მეომარმა ვინაობა გაუმხილა და უთხრა, რომ „იეჰოვას ლაშქრის მეთაური“ იყო და ღვთის ხალხის დასაცავად გამოვიდა (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 5:13—15). მართალია, ბიბლიის სხვა მონაკვეთებიდან ისე ჩანს, თითქოს იეჰოვა უშუალოდ ელაპარაკებოდა იესო ნავეს ძეს, მაგრამ აშკარაა, ანგელოზის მეშვეობით გადასცემდა სათქმელს. ის წარსულშიც ხშირად იქცეოდა ასე (გამ. 3:2—4; იეს. 4:1, 15; 5:2, 9; საქ. 7:38; გალ. 3:19).

      6—8. ა) რატომ შეიძლებოდა იეჰოვას ზოგიერთი მითითება ადამიანური გადასახედიდან უცნაური ყოფილიყო? ბ) საიდან გამოჩნდა, რომ ღვთის მითითებები გონივრულიც იყო და დროულიც? (იხილეთ სქოლიო)

      6 იესო ნავეს ძემ ნათელი მითითებები მიიღო ანგელოზისგან, თუ როგორ დაეპყრო ქალაქი იერიხონი. ერთი შეხედვით ზოგი მითითება სტრატეგიულად გაუმართლებელი ჩანდა. მაგალითად, იეჰოვამ ბრძანა, რომ ყველა მამაკაცს წინადაეცვითა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში ფიზიკურად დასუსტებულები იქნებოდნენ. იყო ეს შესაფერისი დრო წინადაცვეთისთვის? (დაბ. 34:24, 25; იეს. 5:2, 8).

      7 ალბათ, დაუცველ მდგომარეობაში მყოფ ისრაელ მეომრებს აფიქრებდათ, როგორ დაიცავდნენ თავიანთ ოჯახებს, თუ მტერი მათ ბანაკს დაესხმებოდა. თუმცა მოვლენები მოულოდნელად განვითარდა. ისრაელებმა შეიტყვეს, რომ „ჩარაზული იყო იერიხონი ისრაელის ძეების შიშით“ (იეს. 6:1). განა არ განუმტკიცებდა მათ რწმენას ის, რომ ღვთის მითითებების მიყოლის შემდეგ მოვლენები მათ სასარგებლოდ შემობრუნდა?!

      8 გარდა ამისა, ისრაელებმა მითითება მიიღეს, რომ არ შეეტიათ იერიხონისთვის. მათ ექვსი დღის მანძილზე დღეში ერთხელ უნდა შემოევლოთ იერიხონის გალავნისთვის, ხოლო მეშვიდე დღეს — შვიდჯერ. ზოგ ჯარისკაცს შეიძლებოდა ეფიქრა: „რა უაზროდ ვხარჯავთ დროსა და ენერგიას!“. მაგრამ ისრაელის უხილავმა წინამძღოლმა, იეჰოვამ, ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა. იეჰოვასადმი მორჩილებამ არა მხოლოდ რწმენა გაუძლიერა ისრაელებს, არამედ თავიდან აარიდა იერიხონის მამაც მეომრებთან ხელჩართული ბრძოლა (იეს. 6:2—5; ებრ. 11:30).a

  • მივენდოთ ჩვენს წინამძღოლს — ქრისტეს!
    საგუშაგო კოშკი — 2018 | ოქტომბერი
    • a არქეოლოგებმა იერიხონის ნანგრევებში მარცვლეულის დიდი საცავები აღმოაჩინეს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქალაქი ხანგრძლივ ალყაში არ ყოფილა და არც საკვების მარაგი გამოლევიათ. ვინაიდან ისრაელებს იერიხონის გაძარცვის უფლება არ ჰქონდათ, მოსავლის აღების პერიოდი ყველაზე კარგი დრო იყო ქალაქის დასაპყრობად, რადგან მინდვრები სავსე იყო საკვებით (იეს. 5:10—12).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება