-
იესო ოთხ მოწაფეს უხმობსიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
როდესაც იესო გალილეის ზღვის ნაპირს მიუყვება, სიმონ-პეტრეს ხედავს, რომელიც თავის ძმასთან, ანდრიასთან და სხვა მებადურებთან ერთად ბადეებს რეცხავს. იესო უახლოვდება მათ, ადის პეტრეს ნავზე და სთხოვს, ნაპირს მოშორდეს. ცოტათი რომ შორდებიან ნაპირს, იესო ჯდება და ნაპირზე შეკრებილი ხალხის დამოძღვრას იწყებს; ის მათ ღვთის სამეფოზე ესაუბრება.
მოგვიანებით იესო პეტრეს ეუბნება: „ღრმად შეცურდი და ბადეები ისროლეთ თევზის დასაჭერად“. ამაზე პეტრე ეუბნება: „მოძღვარო, მთელი ღამე ვშრომობდით და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ რახან შენ ამბობ, ვისვრი ბადეებს“ (ლუკა 5:4, 5).
პეტრე და მასთან მყოფნი ასეც იქცევიან და იმდენ თევზს იჭერენ, რომ ბადეები ეხევათ. ამ დროს მათ სხვა ნავში მყოფი მათი ამხანაგები ეშველებიან. ორივე ნავი თევზით ივსება და ჩაძირვას იწყებს. ამის დანახვაზე პეტრე ძირს ემხობა და იესოს ევედრება: „გამშორდი, უფალო, ცოდვილი კაცი ვარ“. ამაზე იესო პასუხობს: „ნუ გეშინია, ამიერიდან ცოცხალ ადამიანებს დაიჭერ“ (ლუკა 5:8, 10).
-
-
იესო სასწაულებს ახდენს კაპერნაუმშიიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
სინაგოგაში ერთი მამაკაცი შემოდის, რომელიც დემონითაა შეპყრობილი. ის ყვირილს იწყებს: „რა გვაქვს შენთან საერთო, იესო ნაზარეთელო? ჩვენ მოსასპობად მოხვედი? ზუსტად ვიცი ვინცა ხარ — ღვთის წმინდა“. იესო შერისხავს დემონს, რომელსაც შეპყრობილი ჰყავს ეს კაცი, და ეუბნება: „გაჩუმდი და გამოდი მისგან!“ (მარკოზი 1:24, 25).
ამის მოსმენაზე ბოროტი სული კრუნჩხვებში აგდებს ამ კაცს, რომელიც ძირს ვარდება და მთელი ხმით ყვირის. თუმცა მისგან ისე გამოდის, რომ არანაირ „ზიანს არ აყენებს“ (ლუკა 4:35). სინაგოგაში მყოფი ხალხი გაოცებულია. ისინი კითხულობენ: „ეს რა არის? . . არაწმინდა სულებსაც კი ისე უბრძანებს, როგორც ძალაუფლების მქონე, და ისინიც ემორჩილებიან“ (მარკოზი 1:27). ეს ამბავი მალე მთელ გალილეაში ვრცელდება.
სინაგოგიდან გამოსვლის შემდეგ იესო მოწაფეებთან ერთად სიმონის, იგივე პეტრეს სახლში მიდის. პეტრეს სიდედრს მაღალი სიცხე აქვს და ძალიან ცუდადაა. ოჯახის წევრები სთხოვენ იესოს, რამე იღონოს. იესო ქალთან მიდის, ხელს ჰკიდებს და ფეხზე აყენებს. გამოჯანმრთელებული ქალი მაშინვე იესოსა და მისი მოწაფეების მომსახურებას იწყებს და, როგორც ჩანს, მათთვის საჭმელსაც ამზადებს.
შებინდებისას პეტრეს სახლს ბევრი ხალხი აწყდება; მათ ავადმყოფები მოჰყავთ. ცოტა ხანში თითქმის მთელი ქალაქი პეტრეს სახლის კართან იყრის თავს. რამ მოიყვანა ისინი აქ? მათ იესოსთან „სხვადასხვა სენით დაავადებულები მიჰყავთ . . . ის [კი] ხელების დადებით კურნავს მათ“ (ლუკა 4:40). იესოსთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს სხვადასხვა სენით დაავადებული ადამიანების განკურნება, როგორც იყო კიდეც ნაწინასწარმეტყველები (ესაია 53:4). ჩვენ დავინახეთ, რომ იესო დემონებით შეპყრობილებსაც ათავისუფლებს. ბოროტი სულები, რომლებსაც იესო ამ ხალხისგან დევნის, ყვირიან: „შენა ხარ ღვთის ძე“ (ლუკა 4:41). დემონებმა იციან, რომ იესო მართლაც ქრისტეა. მაგრამ იესო განსჯის მათ და უკრძალავს ლაპარაკს. მას არ სურს, რომ დემონებმა თავიანთი განაცხადით ხალხს ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნან, თითქოს ისინი ჭეშმარიტი ღვთის მსახურები არიან.
-