საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ განსაზღვრავთ წარმატებას?
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 ნოემბერი
    • როცა კულტურა და სინდისი ერთმანეთს ეწინააღმდეგება

      რობერტი იეჰოვას მოწმედ აღიზარდა. ბავშვობაში მისი ქცევა და მეგობრების არჩევისადმი მიდგომა არ იყო მთლად სასურველი. დედამისი წუხდა მის გამო. ამიტომ მან სთხოვა პიონერს, იეჰოვას სრული დროით მსახურ მოწმეს, რომ გაემხნევებინა მისი შვილი. რობერტი გვიამბობს, თუ რა მოხდა შემდეგ.

      პიონერი ძმის მიერ ჩემ მიმართ გამოვლენილი ინტერესისთვის ნამდვილად მადლიერი ვიყავი. მისმა კარგმა მაგალითმა ჩემში სურვილი აღძრა, რომ სკოლის დამთავრებისთანავე პიონერად დამეწყო მსახურება. ჩემმა გადაწყვეტილებამ დედაჩემს კვლავ საწუხარი გაუჩინა — მაგრამ ამჯერად სხვა მიზეზის გამო. ჩვენს კულტურაში გოგონასთვის მისაღებია პიონერად მსახურება სკოლის დამთავრებისთანავე, მაგრამ ბიჭისგან პირველ რიგში მოელიან, ფინანსურად დამოუკიდებელი გახდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია იფიქროს პიონერობაზე

      „დავეუფლე ხელობას და წამოვიწყე საკუთარი ბიზნესი. მალე იმდენად გამიტაცა ჩემმა საქმემ, რომ ქადაგება და კრების შეხვედრებზე დასწრება ჩემთვის რუტინად იქცა. სინდისი მაწუხებდა — ვიცოდი, რომ უფრო მეტის გაკეთება შემეძლო იეჰოვასთვის მსახურებაში. მიუხედავად ამისა, ნამდვილად გამიჭირდა იმის შესრულებაზე უარის თქმა, რასაც სხვები მოითხოვდნენ ჩემგან, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ამისგან თავის დაღწევა. ამჟამად დაქორწინებული ვარ და მე და ჩემი მეუღლე ორი წელია პიონერად ვმსახურობთ. ახლახან კრებაში სამსახურებრივ თანაშემწედ დავინიშნე. შემიძლია გულახდილად ვთქვა, რომ მთელი გულითა და სულით იეჰოვასთვის შემართებით მსახურებას ნამდვილი კმაყოფილების გრძნობა მოაქვს ჩემთვის“.

      ამ ჟურნალს არაერთხელ წაუხალისებია ახალგაზრდები, რომ, თუ შესაძლებელია, სანამ სკოლაში სწავლობენ, შეიძინონ რაიმე პროფესია ან დაეუფლონ ხელობას. რა მიზნით? იმისათვის, რომ გამდიდრდნენ? არა. მთავარი მიზანი ის არის, რომ სათანადოდ უზრუნველყონ საკუთარი თავი, როგორც სრულწლოვანებმა, და იეჰოვასთვის მაქსიმუმი გააკეთონ, განსაკუთრებით სრული დროით მსახურებაში. მაგრამ ხშირად ახალგაზრდა მამაკაცები და ქალები იმდენად ეფლობიან ქვეყნიურ სამსახურში, რომ მსახურება მათთვის მეორეხარისხოვანი ხდება. ზოგი საერთოდ არ ფიქრობს სრული დროით მსახურების დაწყებაზე. რატომ?

      რობერტის კომენტარმა უფრო ნათელი გახადა ეს საკითხი. მას შემდეგ, რაც ის ხელობას დაეუფლა, ბიზნესი წამოიწყო. მალე კი ყველაფერმა მომქანცველი და რუტინული ხასიათი მიიღო და გამოსავალიც აღარსად ჩანდა — თითქოს მორბენალ ბილიკზე (სპორტული ტრენაჟორი) მირბოდა დაუსრულებლად. მისი მიზანი იყო, რომ ფინანსურად უზრუნველყოფილი ყოფილიყო. მაგრამ, საერთოდ, აღწევს თუ არა ვინმე ქრისტიანულ კრებაში ან მის გარეთ ამ მიზანს? ქრისტიანები უნდა ცდილობდნენ ფინანსური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას და მის გულმოდგინედ შესრულებას; მაგრამ, მათ ისიც უნდა ესმოდეთ, რომ ამ ცვალებად დროში, ცოტანი თუ აღწევენ იმას, რომ ნამდვილად უზრუნველყოფილი იყვნენ ფინანსურად. აი ამიტომ არის იესოს დანაპირები, რომელიც ჩაწერილია მათეს 6:33-ში, მანუგეშებელი ქრისტიანებისთვის.

      რობერტი ბედნიერია, რომ თავისი გადაწყვეტილებისამებრ მოიქცა და არა ტრადიციისამებრ. დღეს ის უდიდეს სიამოვნებას იღებს სრული დროით მსახურებით. დიახ, სრული დროით მსახურება ღირსეული მსახურებაა. რობერტი მშვიდად არის, რადგან, როგორც თვითონ აღნიშნავს, მთელი ძალისხმევით ემსახურება იეჰოვას.

  • როგორ განსაზღვრავთ წარმატებას?
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 ნოემბერი
    • მსგავსად ამისა, დღეს ზოგიერთს სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად თავისი ნიჭის, უნარისა და განათლების გამოყენების შესაძლებლობა აქვს. მაგალითად, ეიმი, სამეცნიერო ხარისხს ფლობს ეკონომიკასა და იურისპრუდენციაში. მას სარფიანი სამუშაო ჰქონდა იურიდიულ ფირმაში, მაგრამ დღეს ის ანაზღაურების გარეშე მოხალისედ მსახურობს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთ ფილიალში. აი როგორ აღწერს ეიმი თავის ამჟამინდელ ცხოვრებას: „მჯერა, რომ ცხოვრებაში საუკეთესო არჩევანი გავაკეთე. . . არც ერთი წუთით არ ვისურვებდი, რომ ჩემი უნივერსიტეტელი მეგობრების ადგილზე ვყოფილიყავი. ვამაყობ ჩემ მიერ არჩეული გზით. ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება და მსურს — კმაყოფილება, ბედნიერი ცხოვრება და მსახურება, რომელიც მავსებს და სიამოვნებას მგვრის“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება