საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სიზმრები
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
    • 1 კორ. 13:8: „[ზოგჯერ ღმერთი თავის მსახურებს წინასწარმეტყველურ ცნობებს სიზმრების მეშვეობით გადასცემდა] წინასწარმეტყველების ძღვენი გაუქმდება“.

      2 ტიმ. 3:16, 17: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად . . . რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“.

      1 ტიმ. 4:1: „შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები გარკვევით ამბობს, რომ გავა დრო და ზოგიერთები შთაგონებით წარმოთქმულ მაცდურ [ზოგჯერ სიზმრებით გადაცემულ] სიტყვებსა და დემონურ სწავლებებს დაუგდებენ ყურს და განუდგებიან რწმენას“.

  • სიკვდილი
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
    • სიკვდილი

      განმარტება: ყველა სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტა. სუნთქვის, გულისცემისა და ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტის შემდეგ თანდათანობით წყდება უჯრედებში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესები. სიკვდილი სიცოცხლის საპირისპირო მდგომარეობაა.

      სიკვდილისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი?

      იეჰოვამ გააფრთხილა ადამი, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მოკვდებოდა (დაბ. 2:17). მოგვიანებით ღმერთი აფრთხილებდა ისრაელებს, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მათი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი (ეზეკ. 18:31). გარკვეული პერიოდის შემდეგ ღმერთმა თავისი ძე გამოგზავნა, რათა მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მიეცა ყველასთვის, ვინც რწმენას გამოავლენდა მის მიერ გაღებული მსხვერპლის მიმართ (იოან. 3:16, 36).

      ფსალმუნის 90:10-ში ნათქვამია, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, 70—80 წელია. ეს ასე იყო მაშინ, როცა მოსე ამ სიტყვებს წერდა, თუმცა თავდაპირველად ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ (შეადარეთ დაბადების 5:3—32). ებრაელების 9:27-ში ვკითხულობთ: „ადამიანები კვდებიან ერთხელ“. ესეც ასე ხდებოდა, როცა ეს სიტყვები დაიწერა. მაგრამ, ვიდრე ღმერთი ცოდვილ ადამს განაჩენს გამოუტანდა, ყველაფერი სხვაგვარად იყო.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება