ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 28
იეჰოვასთან დამეგობრება
ბეჭდური ვერსია
	- 1. ო, ღმერთო, ვინ სტუმრობს - ყოველდღე შენს კარავს? - ვინ არის შენი მეგობარი - და შენი ნდობა აქვს? - ვინც შენს სიტყვას იკვლევს, - დადის შენი რწმენით, - ცხოვრობს სიმართლით, ერთგულებით - და ჭეშმარიტებით. 
- 2. ვის იცნობ სახელით? - შენს ტახტთან ვის იწვევ? - ვინ გიხარებს გულს? ვის იწონებ? - მეგობრად ვის ირჩევ? - ვინც შენს სიტყვას ისმენს - და შენს სახელს აქებს, - პატიოსანი არის გულით - და ამბობს სიმართლეს. 
- 3. თუ ღმერთს მივანდობთ ტვირთს, - ლოცვით გულს გავუხსნით, - დაგვიახლოებს და ვიგრძნობთ, რომ - ზრუნავს სიყვარულით. - გვსურს, გაგრძელდეს მუდამ - მეგობრობა შენთან, - რადგან ვერასდროს მსგავს მეგობარს - ჩვენ ვერ ვნახავთ ვერსად. 
(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 139:1; 1 პეტ. 5:6, 7)