ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 83
კარდაკარ
ბეჭდური ვერსია
	- 1. კარდაკარ ყველგან ვავრცელებთ - იეჰოვას სიტყვას, - ქალაქებში თუ სოფლებში, - ყველგან ვკვებავთ მის ცხვარს. - როგორც ქრისტემ თქვა, ცნობას ღვთის - სამეფოს შესახებ - დიდი თუ პატარა ამცნობს - მთელ დედამიწაზე. 
- 2. კარდაკარ ყველგან ვახარებთ - ცნობას ხსნის შესახებ, - რომ გადარჩება, ვინც უხმობს - ღვთის დიდებულ სახელს. - მაგრამ ვისაც არ იცნობენ, - როგორ განადიდონ?! - ღვთის მსახურთ სურთ, ღვთის სახელი - კარდაკარ აუწყონ. 
- 3. წავიდეთ, რომ გავავრცელოთ - სამეფოს ცნობა, და - ხალხმა თავადვე განსაზღვროს, - მიიღოს თუ არა. - ვაცხადებთ ჭეშმარიტებას, - იეჰოვას სახელს. - რადგან დავდივართ კარდაკარ, - იქ ვიპოვით მის ცხვრებს. 
(იხილეთ აგრეთვე საქ. 2:21; რომ. 10:14)