საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „მეფიბოშეთი“
  • მეფიბოშეთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მეფიბოშეთი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ის არ გაბოროტებულა
    გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • გიგრძნია ოდესმე თავი გარიყულად?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • ციბა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „მეფიბოშეთი“

მეფიბოშეთი

1. საულის იმ ორი ვაჟიდან ერთ-ერთი, რომელიც მას რიცფამ, აიას ასულმა, გაუჩინა (2სმ. 21:8). ის იყო საულის შვიდი შთამომავლიდან ერთ-ერთი, რომელიც დავითმა გაბაონელებს გადასცა, საულის დანაშაულის გამოსასყიდად, რომელიც მათ გაწყვეტას ცდილობდა (იხ. გაბაონი, გაბაონელები). გაბაონელებმა მეფიბოშეთი და საულის ოჯახის კიდევ ექვსი წევრი „ქერის მკის პირველ დღეებში“ მოკლეს და „ჩამოკიდეს ისინი მთაზე იეჰოვას წინაშე“ (შდრ. რც. 25:4). რიცფა მათ გვამებს არც ფრინველებს აკარებდა და არც მინდვრის მხეცებს. მოგვიანებით დავითმა მათი ძვლები შეაგროვებინა და საულისა და იონათანის ძვლებთან ერთად კიშის სამარხში დაამარხვინა (2სმ. 21:1—14).

2. იონათანის ვაჟი; მეფე საულის შვილიშვილი. როცა იზრეელიდან საულისა და იონათანის სიკვდილის ამბავი მოვიდა, გამზრდელმა ხუთი წლის მეფიბოშეთი ხელში აიყვანა და თავზარდაცემული გაიქცა. გზაში ბავშვი ხელიდან გაუვარდა და შედეგად მეფიბოშეთი ორივე ფეხით დაკოჭლდა (2სმ. 4:4). მეფიბოშეთი რამდენიმე წელი მაქირის, ამიელის ძის, სახლში ცხოვრობდა ლო-დებარში. დავითმა ამის შესახებ ციბასგან, საულის სახლის მსახურისგან შეიტყო. ახსოვდა რა იონათანთან დადებული შეთანხმება (1სმ. 20:12—17, 42), დავითს უნდოდა სიკეთით მოპყრობოდა საულის სახლიდან დარჩენილებს. მეფიბოშეთი დავითს მიუყვანეს. როცა მეფემ უთხრა, რომ საულის მამულებს დაუბრუნებდა და მუდამ მისი სუფრიდან შეჭამდა პურს, მეფიბოშეთმა თავმდაბლად უპასუხა: „ვინ არის შენი მსახური, რომ მოხედე ჩემნაირ მკვდარ ძაღლს?“. მაგრამ დავითი თავის სიტყვაზე იდგა და საულის ქონება გადასცა, მსახურებად კი ციბა და მისი სახლეულობა (მათ შორის მისი 15 ვაჟი და 20 მსახური) დაუყენა. მეფიბოშეთმა იერუსალიმში დაიდო ბინა და მუდამ მეფის სუფრიდან ჭამდა პურს (2სმ. თ. 9).

როცა დავითი აბესალომის შეთქმულების გამო იერუსალიმიდან გარბოდა, შეხვდა ციბა, რომელსაც მისთვის სანოვაგე მიჰქონდა. დავითმა ციბას მეფიბოშეთის ადგილსამყოფელი ჰკითხა, რაზეც ციბამ მიუგო: „იერუსალიმშია, თქვა, ისრაელის სახლი დღეს დამიბრუნებს მამაჩემის სამეფოსო“. მეფემ უთხრა ციბას: „შენი იყოს მეფიბოშეთის მთელი საბადებელი“ (2სმ. 16:1—4). როცა დავითი იერუსალიმში დაბრუნდა, მეფიბოშეთიც ჩამოვიდა მეფესთან შესაგებებლად. „მას არც ფეხი დაუბანია, არც წვერ-ულვაშისთვის მოუვლია და არც ტანსაცმელი გაურეცხავს მეფის წასვლის დღიდან მის მშვიდობით დაბრუნებამდე“. დავითმა ჰკითხა მეფიბოშეთს, თუ რატომ არ წაჰყვა მას, რაზეც მეფიბოშეთმა მიუგო, რომ მსახურმა მოატყუა და დასძინა: „ცილი დასწამა შენს მსახურს მეფე-ბატონის წინაშე, მაგრამ მეფე-ბატონი ჭეშმარიტი ღვთის ანგელოზივითაა“ (ანუ შეუძლია მომხდარის სწორად შეფასება). დავითი, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ მეფიბოშეთი უდანაშაულო იყო და თავისი პირველი განკარგულება შემდეგით შეცვალა: „შენ და ციბამ უნდა გაიყოთ მიწები“. ამაზე მეფიბოშეთმა მიუგო: „სულ მისი იყოს, რაკი მეფე-ბატონი მშვიდობით დაბრუნდა სახლში“ (2სმ. 19:24—30; შდრ. იგ. 18:17; 25:8—10).

როცა გაბაონელებმა დავითს საულის შთამომავლების გადაცემა მოსთხოვეს იმ დანაშაულისთვის, რაც საულმა მათ წინააღმდეგ ჩაიდინა, დავითს შეებრალა მეფიბოშეთი იონათანთან დადებული ფიცის გამო და იგი გაბაონელებს არ გადასცა (2სმ. 21:7, 8). მეფიბოშეთის შესახებ წმინდა წერილებში მეტი არაფერია ნათქვამი. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ საულის შთამომავლობა არსებობას განაგრძობდა მეფიბოშეთის ვაჟის, მიქას ხაზით (2სმ. 9:12; 1მტ. 9:39—44). როგორც ჩანს, მეფიბოშეთს მერიბ-ბაალიც ერქვა (1მტ. 8:34; 9:40).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება