-
„ვის მიენდო უფლის საქმე?“საგუშაგო კოშკი — 2016 | მაისი
-
-
ერთი ძმა იხსენებს: „ამ შესანიშნავ გარემოში, ქვეყნიერების ორომტრიალს განრიდებულები, ნამდვილ სამოთხეში ვიყავით“.
-
-
„ვის მიენდო უფლის საქმე?“საგუშაგო კოშკი — 2016 | მაისი
-
-
ამ გამოცდის ჟამს ერთგული ბიბლიის მკვლევრები ხედავდნენ, თუ როგორ „მიუძღოდა მათ უფალი . . . და გამუდმებით შესთხოვდნენ ხელმძღვანელობას ზეციერ მამას“. ახლა ისინი, სიდარ-პოინტში შეკრებილნი, კვლავ ერთად ყოფნით ხარობდნენ. ერთმა დამ ყველას საფიქრალი გააჟღერა და თქვა, რომ აინტერესებდა, როგორ „დაიძვრებოდა ყინული“ და როგორ შეუდგებოდნენ ბიბლიის მკვლევრები სამეფოს საქმეს. ეს მათთვის მართლაც სანუკვარი ოცნება იყო!
-
-
„ვის მიენდო უფლის საქმე?“საგუშაგო კოშკი — 2016 | მაისი
-
-
შემდეგ კი, ქრისტეს ნაკვალევზე მავალთათვის ჩვეული მოშურნეობითა და მონდომებით, მათ შეასრულეს სიმღერა: „შენი ნათელი და ჭეშმარიტება მოგვაფინე, უფალო!“. ძმა მილტონ ნორისი იხსენებს: „რა დამავიწყებს! ისე გატაცებით ვმღეროდით, რომ ხეებიც კი ბანს გვაძლევდნენ“.
პროგრამის დასრულების შემდეგ დელეგატები საათების განმავლობაში იდგნენ რიგში, რომ ჟურნალის პირველ გამომწერთა შორის მოხვედრილიყვნენ. ბევრი მათგანი იზიარებდა მეიბელ ფილბრიკის გრძნობებს, რომელმაც თქვა: „ბედნიერები ვიყავით, რომ ჩვენ ისევ დაგვევალა საქმე!“.
-
-
„ვის მიენდო უფლის საქმე?“საგუშაგო კოშკი — 2016 | მაისი
-
-
„სახლებში დაბრუნების შემდეგ ყველანი ჩავებით ახალ კამპანიაში“, — იხსენებს ჰერმან ფილბრიკი. ბიბლიის მკვლევრები მომსმენ ყურს ყველგან პოულობდნენ. ბეულა კოუვი გვიზიარებს: „როგორც ჩანს, ომგამოვლილ და მრავალჭირნახულ ადამიანებს ოქროს ხანაზე ფიქრიც კი შვებას ჰგვრიდა“. არტურ კლაუსმა დაწერა: „იმდენმა გამოიწერა ახალი ჟურნალი, რომ მთელი კრება გაოგნებული იყო“.
-