-
„თუმცა მოკვდა, კვლავაც მეტყველებს“მიჰბაძეთ მათ რწმენას
-
-
10, 11. რა საქმიანობას მიჰყვეს ხელი კაენმა და აბელმა, და როგორი რწმენა განივითარა აბელმა?
10 უდავოა, ადამი თავის ვაჟებს ასწავლიდა, როგორ ერჩინათ ოჯახი. კაენმა მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი, აბელმა კი — მეცხვარეობას.
-
-
„თუმცა მოკვდა, კვლავაც მეტყველებს“მიჰბაძეთ მათ რწმენას
-
-
13 აბელი ხშირად ფიქრობდა იეჰოვაზე. წარმოიდგინეთ, როგორ მწყემსავდა ის თავის ცხვარს. მწყემსს, როგორც წესი, დიდი მანძილის გავლა უწევდა. მწყემსი ამ უმწეო ცხოველებს მთასა თუ ბარში დაატარებდა, რათა მათთვის საუკეთესო საძოვარი და მოსასვენებელი ადგილი ეპოვა. ღვთის ყველა სხვა ქმნილებას შორის ცხვარი ყველაზე დაუცველი ჩანდა, თითქოსდა იმიტომ იყვნენ გაჩენილნი ამქვეყნად, რომ მათზე ადამიანს ეზრუნა და ეპატრონა. ხვდებოდა აბელი, რომ თავადაც საჭიროებდა ვინმეს, ადამიანზე გაცილებით ბრძენსა და ძლიერს, ვინც იზრუნებდა მასზე, უხელმძღვანელებდა და დაიცავდა? უდავოა, ამ ყველაფერზე ის ღმერთს ლოცვაში ესაუბრებოდა, რის შედეგადაც მისი რწმენა სულ უფრო და უფრო მტკიცდებოდა.
-