-
ეტლები და გვირგვინი დაგვიცავსსაგუშაგო კოშკი — 2017 | ოქტომბერი
-
-
ცხენებზე ამხედრებული ანგელოზთა ლაშქარი
6. ა) როგორ იწყება ზაქარიას მერვე ხილვა? (იხილეთ სურათი 26-ე გვერდზე) ბ) რატომ არის შებმული ეტლებში სხვადასხვა ფერის ცხენები?
6 ყველაზე მეტად ხალხს რწმენას ზაქარიას მერვე ხილვა გაუძლიერებდა (წაიკითხეთ ზაქარიას 6:1—3). წარმოიდგინეთ, რომ სპილენძის ორ მთას შორის საბრძოლველად გამზადებული ოთხი ეტლი გამოდის. ეტლებში სხვადასხვა ფერის ცხენებია შებმული, რის გამოც ადვილია მათი ერთმანეთისგან გარჩევა. „ეს რა არის?“ — იკითხა ზაქარიამ (ზაქ. 6:4). ამ კითხვაზე პასუხი ჩვენც გვაინტერესებს, რადგან ხილვა ჩვენც გვეხება.
-
-
ეტლები და გვირგვინი დაგვიცავსსაგუშაგო კოშკი — 2017 | ოქტომბერი
-
-
9. ვინ არიან ეტლების მხედრები და რა დავალება მიეცა მათ?
9 ახლა დავუბრუნდეთ ეტლებს. რას განასახიერებენ ისინი და მათი მხედრები? ეტლების მხედრები ანგელოზები არიან. სავარაუდოდ, თითოეულ ეტლს ანგელოზთა ჯგუფი მართავს (წაიკითხეთ ზაქარიას 6:5—8). ისინი „მთელი დედამიწის უფლის წინაშე“ გამოვიდნენ სპეციალური მისიის შესასრულებლად. რა დავალება მიიღეს მათ? ეტლები და მათი მხედრები კონკრეტული ტერიტორიებისკენ გაემართნენ, რათა დაეცვათ იეჰოვას ხალხი, განსაკუთრებით „ჩრდილოეთის მიწისგან“ ანუ ბაბილონისგან. იეჰოვამ დაარწმუნა თავისი ხალხი, რომ ისინი აღარ ჩავარდებოდნენ ბაბილონის ხელში. როგორ ანუგეშებდა ეს სიტყვები იმ დროს ტაძრის მშენებლებს! მათ აღარ უნდა შეშინებოდათ მტრების.
10. რაში გვარწმუნებს ეტლებისა და მხედრების შესახებ ზაქარიას ხილვა?
10 ლაშქართა ღმერთი იეჰოვა დღესაც იცავს და აძლიერებს თავის ხალხს ანგელოზების მეშვეობით (მალ. 3:6; ებრ. 1:7, 14). მას შემდეგ, რაც 1919 წელს სულიერი ისრაელი დიდი ბაბილონის სიმბოლური ტყვეობიდან გათავისუფლდა, სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გავრცელებას ხელს ვერაფერი უშლის (გამოცხ. 18:4). ვინაიდან ანგელოზები გვიცავენ, არ უნდა გვქონდეს იმის შიში, რომ იეჰოვას ხალხი ისევ აღმოჩნდება სულიერ ტყვეობაში (ფსალმ. 34:7). ნაცვლად ამისა, გვჯერა, რომ მთელ მსოფლიოში იეჰოვას მსახურები სულიერად კვლავაც გაიზრდებიან და განმტკიცდებიან. ზაქარიას ხილვა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ამ ორი მთის ჩრდილში ყოველთვის დაცულები ვიქნებით.
11. რატომ არ უნდა გვეშინოდეს ღვთის ხალხზე თავდასხმის?
11 ძალიან მალე სატანის ქვეყნიერების პოლიტიკური ძალები გაერთიანდებიან ანუ ერთა კოალიციას შექმნიან ღვთის ხალხის გასანადგურებლად (ეზეკ. 38:2, 10—12; დან. 11:40, 44, 45; გამოცხ. 19:19). ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში მათი ჯარები შედარებულია ღრუბელს, რომელიც მთელ მიწას ფარავს. ისინი გამძვინვარებულები არიან და ჩვენ წინააღმდეგ ცხენებზე ამხედრებულები გამოდიან (ეზეკ. 38:15, 16).a გვაქვს შიშის მიზეზი? სრულებითაც არა, რადგან ჩვენც გვიცავს ცხენოსანთა ლაშქარი! დიდი გასაჭირის კულმინაციურ მომენტში ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ანგელოზებისგან შემდგარი ჯარი გამოვა, რათა დაიცვას ღვთის ხალხი და გაანადგუროს ყველა, ვინც იეჰოვას უზენაესობას ეწინააღმდეგება (2 თეს. 1:7, 8). ეს მართლაც დაუვიწყარი დღე იქნება!
-